x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
შენგელია: "შრომას და წინსვლას ვაგრძელებ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს"
image
ეროვნული ლიგა 2 დასრულდა. საფეხბურთო კლუბმა "გაგრამ" ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ გუნდის მეკარემ ბექა ქურდაძემ ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა და კარი მშრალად 14 შეხვედრაში დაიცვა. ჩვენ ქურდაძის ამ რეკორდზე და სხვა საინტერესო თემებზე გუნდის მეკარეების მწვრთნელს ირაკლი შენგელიას ვესაუბრეთ:


"გაგრამ" ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა. გუნდის რესურსიდან გამომდინარე ეს ლოგიკური იყო თუ "გაგრას" მეტის მიღწევა შეეძლო?

რა თქმა უნდა მეტის მიღწევა შეგვეძლო, თუმცა გუნდი ახალგაზრდული და შედარებით გამოუცდელია. ვფიქრობ, ეს შედეგი ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს.

ბექა ქურდაძემ ლიგა 2-ში რეკორდი დაამყარა და 14 შეხვედრაში გოკი არ გაუშვია. რას იტყვით მის შესახებ და შეუძლია თუ არა მას უფრო მაღალ დონეზე თამაში?


ეს მართლაც ძალიან კარგი შედეგია, რომელიც ბექამ გუნდთან ერთად მიაღწია. მე ბევრ მეკარესთან მიმუშავია, მათ შორის ბექაზე ბევრად გამოცდილებთან, ღუმცა თამამად ვიტყვი რომ ის შრომისმოყვარეობით ყველას აღემატება. ჩემი აზრით, მას არამარტო საქართველოში არამედ უცხოეთშიც შეუძლია ღირსეულად და მაღალ დონეზე თამაში.

როგორც ვიცით ახლახანს A ლიცენზია აიღეთ. როგორია თქვენი სამომაცლო გეგმები?

მართალი ხართ, ცოტა ხნის წინ A ლიცენზია ავიღე და ამით უდიდესი ცოდნა შევიძინე, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამომადგება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მადლობა გადავუხადო ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ჩემს ამ წარმატებაში. რაც შეეხება ჩემს გეგმებს - არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, დაე ჩემი შრომა სხვებმა შეაფასონ. ახლა მთლიანად "გაგრაზე" ვარ კონცენტრირებული. ჩემის მხრივ ვაგრძელებ შრომას და გამოცდილების მიღებას, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

თქვენი აზრით რომელი მეკარეა Vენს ჩემოიონატში გამორჩეული?

ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი მეკარეა რაც ძალიან მახარებს, ღუმხა მე ამ შემთხვევაში სამ შედარებით გამოცდილ კიპერს გამოვარჩევ, ესენი არიან როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი და მიშკა ალავიძე რომელსაც ჩინებული სეზონი ჰქონდა.

ზოგადად რას იტყვით "გაგრაზე" და მის ახალგაზრდა მწვრთნელ გაგა კირკიტაძეზე? რისი პოტენციალი აქვს ამ გუნდს?

"გაგრაზე" ბევრის თქმა შემიძლია. ეს არის ერთი დიდი ოჯახი და მიხარია რომ ამ გუნდის წევრი ვარ. გაგას სახით კი საქართველოს ძალიან ნიჭიერი მწვრთნელი ეზრდება. ძალიან სასიამოვნოა მასთან მუშაობა და მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს. "გაგრას" ამბიციის ნაკლებობა არასდროს ჰქონდა, ჩემი მიზანია ამ გუნდთან ერთად ლიგა 1-ში ვითამაშო და მჯერა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები ამას მიაღწევენ და ჩვენც მწვრთნელებიც მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ.

თქვენ "სამტრედიას" სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდით. ახლა გუნდი ახლოსაა ელიტაში გადასვლასთან. რას იტყვით ამ გუნდის შესახებ?

დიახ, "სამტრედიაში" 6 წელი ვიმუშავე და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელობას ამისათვის. "სამტრედიას" მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს და ლიგა 1-ში გადასვლას. ეს ქალაქი და გუნდის გულშემატკივრები ამას ნამდვილად იმსახურებენ.

1
92
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
92
  
2019, 3 დეკემბერი, 2:50
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1