x
რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი

image

თურქეთის მხრიდან სიურპრიზები შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ალიანსისთვის არ წყდება. C-400-ების, სირიაში სამხედრო ოპერაციისა და მიგრანტების ნაკადთან დაკავშირებული მუქარების შემდეგ გადაწყვეტილება (რომელიც შეუძლებელია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანხმობის გარეშე მომხდარიყო) ნატო-ს თავდაცვის გეგმის პრაქტიკულად დაბლოკვის შესახებ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.

გუშინ სააგენტო Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგება ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატო-ს ახალი საჯარისო ფორმირებები განლაგდეს მანამ, სანამ ალიანსი ტერორისტულ ორგანიზაციად არ
აღიარებს ერთ-ერთ ქურთულ დაჯგუფებას "სახალხო თავდაცვის ერთეულებს" (YPG). ეს არის სერიოზული დარტყმა ნატო-სთვის, ვინაიდან უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ თურქეთს სერიოზული დისონანსი შეაქვს ალიანსში და მის ერთიანობას თუ არა, სულ მცირე მის იმიჯს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის.

ამ საკითხთან დაკავშირებით მალევე გაკეთდა განცხადებები ნატო-ს გენმდივნისა და ლიტვის პრეზიდენტის მიერ. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის ამ ნაბიჯის მიუხედავად, ნატო-ს ერთიანი თავდაცვის სისტემას საფრთხე არ ემუქრება, ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კი აღნიშნა, რომ ამ საკითხის დრამატიზება არ შეიძლება და ალიანსში ყველა წევრს საკუთარი მოსაზრება აქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ეს განცხადებები მდგომარეობის ჩასაწყნარებლად უფრო არის გაკეთებული და ჩვენი აზრით, ნაკლებად ასახავს რეალობას.


0
337
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0