x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"თუ დედას უნდა ტკივილი მომაყენოს, მაშ, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებს ამას — წკეპლით თუ ქვით" - ასტრიდ ლინდგრენის სიტყვა დაჯილდოვებისას

ასტრიდ ლინდგრენი

ყველასთვის უსაყვარლესმა საბავშვო მწერალმა ასტრიდ ლინდგრენმა​ 1978 წელს, როდესაც მას გერმანიაში პრესტიჟულ „მშვიდობის პრემიას” გადასცემდნენ წარმოთქვა სიტყვა, რომლიდან ამონარიდს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ ერთხელ ერთი პასტორის მეუღლეს შევხვდი, რომელმაც მითხრა, პირველი შვილი რომ შემეძინა, ცემის სიკეთისა საერთოდ არ მეჯერა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბავშვების გაროზგვა ძალიან გავრცელებული მეთოდი იყოო.
მაგრამ მერე, როცა ბავშვი 4 თუ 5 წლისა გამხდარა, რაღაც ისეთი ცელქობა ჩაუდენია, რომ პასტორის ცოლს პრინციპებისთვის უღალატია და შვილის გემოზე გაროზგვა გადაუწყვეტია — პირველად ცხოვრებაში. ბავშვი თავად გაუშვია ეზოში წკეპლის მოსატანად.
ბიჭს კარგა ხანს დაგვიანებია და როცა დაბრუნებულა, სახე ერთიანად ცრემლებით ჰქონია სველი. მისულა და დედისთვის უთქვამს:
„დედიკო, წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ ქვა მოგიტანე და შეგიძლია მესროლო“.
და ამ დროს დედას ცხოვლად შეუგრძვნია ბავშვის თვალით აღქმული ვითარება: ას გულშეძრულ დედას შვილი კალთაში ჩაუსვამს და ერთად უტირიათ. მერე კი ბიჭის მოტანილი ქვა სამზარეულოს თაროზე შემოუდია, როგორც მუდმივი შეხსენება იმისა, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის.
ახლა თქვენ მკითხავთ: რა გამოდის, თუკი ბავშვების დასჯას შევწყვეტთ, ჰომოსაპიენსის ახალ სახეობას გამოვზრდით, ყველა ერთბაშად გაკეთილშობილდება და ომები შეწყდებაო? რა თქმა უნდა, არა. ამგვარი უტოპიისა მხოლოდ საბავშვო მწერლებს შეიძლება ეჯეროთ. სინამდვილეში ჩვენი საბრალო სამყარო უამრავ რეფორმასა და ცვლილებას მოითხოვს. მაგრამ ჩვენი შვილები უყურებენ ტელევიზორს და ხედავენ, როგორ მძლავრობს აგრესია დედამიწაზე და შესაძლოა ფიქრობენ, რომ ეს ერთადერთი გზაა ყველა პრობლემის გადასაჭრელად. და ჩვენ საკუთარ სახლებში, ახლავე შეგვიძლია დავანახოთ მათ, რომ არსებობს სხვა გზა. ეს ისაა, რაც ჩვენ მშვიდობისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ. არცერთ ჩვენგანს არ აწყენდა ქვა სამზარეულოს თაროზე, რათა მუდამ გვახსოვდეს:
„არა ძალადობას!“

0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0