x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამყაროს 7 უნივერსალური კანონი – გაიხსენეთ, თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით

თქვენ, შეიძლება, არც ერთიანი სამყაროს არსებობის და არც მისი კანონების გჯეროდეთ. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს კანონები თქვენს ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენენ...


image


I. ყურადღების კანონი. ჩვენს ცხოვრებაში ის მოდის, რასაც ყველაზე მეტად ვაქცევთ ყურადღებას. თუ ცუდზე ვფიქრობთ, ნეგატივს ვიზიდავთ... და პირიქით.



II. დროის კანონი. ჩვენს ცხოვრებაში ყველა მოვლენა, ჩვენთვის საჭირო მომენტში ხდება. იგივე პრინციპი მუშაობს სურვილთან დაკავშირებითაც — ის «ჯადოსნური ჯოხის» აქნევით არ სრულდება. ყველა სურვილი მშინ სრულდება, როდესაც ჩვენ ვართ მზად, მის მისაღებად. ან საერთოდ, არა სრულდება და ამ შემთხვევაშიც, სამყაროს თავისი მიზეზება აქვს.



III. აღქმის კანონი. სამყარო არ იყოფა «შავად და თეთრად», — ის, ფიზიკის კანონის მიხედვით, საერთოდ, — ნეიტრალურია. ფერი — სუბიექტური მახასიათებელია და დამტკიცებულია, რომ მისი აღქმა, ყოველი ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე არის დამოკიდებული. ფერი — შეგრძნებაა, რომელსაც ადამიანი თვალზე სინათლის მოხვედრის შემდეგ იღებს. გამოდის, რომ, ჩვენ თავად ვირჩევთ, თუ რა ფერებში «შევღებავთ» სამყაროს, — ის, თუ როგორ აღვიქვამთ მას.



IV. პასუხისმგებლობის კანონი. ეს კანონი, აღქმის კანონის ლოგიკურურ გაგრძელებას წარმოადგენს, რადგან მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღვიქვავთ იმ გარემოს, რომელშიც ყოფნა გვიწევს და იმაზე, თუ რა ქმედებებს მივმართავთ შემდეგ. ბოლოს კი, იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ — ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.



V. ანარეკლის კანონი. ჩვენ, ჩვენს ცხოვრებაში, ყოველთვის მსგავს ადამიანებს ვიზიდავთ (გარეგნობით არა, რა თქმა უნდა)! მარტივად რომ ვთქვათ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ირგვლივ ცუდი ადამიანები ტრიალებენ, საკუთარ თავზე დაფიქრდით — თუ რატომ ხდება ასე? ის, რაც ყველაზე მეტად არ მოგვწონს სხვებში, — ჩვენი სისუსტე არის.

ჩვენი გარემოცვის საშუალებით, სამყარო გვაჩვენებს — ვინ ვართ სინამდვილეში და როგორები ვართ სხვების აღქმაში.



VI. ზრდის კანონი. ჩვენ კომფორტულ პირობებში ვერ შევძლებთ განვითარებას. ასეთი გარემო, ხშირ შემთხვევაში, მოდუნების მიზეზი ხდება. პირადი ზრდა მხოლოდ ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვით არის შესაძლებელი.

ფოლადი ცეცხლში იწრთობა, — გახსოვდეთ ამის შესახებ, რთულ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში.



VII. კანონი «აქ და ახლა». როგორც არ უნდა მოვინდომოთ, ჩვენ, ჩვენს ცხოვრებაში, მომავალში მოსახდენი ფაქტებსის და მოვლენების შესახებ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ და ვერც წინ წავალთ, თუ მუდამ წარსულით ვიცხოვრებთ. ყველაზე მთავარი, რეალურ დროში ყოფნის მომენტია — მნიშვნელოვანი ის არის, რაც ახლა ხდება — ცხოვრება ღირებული მოცემულ მომენტშია!

imageimageimageimageimageimageimage









0
470
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
470
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0