x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რატომ გამოიტანეს სტალინის ცხედარი მავზოლეუმიდან( ვიდეო)
image




1961 წლის 31 ოქტომბრის ღამეს, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის XXII-ე ყრილობის გადაწყვეტილებით, სტალინის ცხედარი გამოიტანეს მავზოლეუმიდან.

იოსებ სტალინი გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს. იმავე წლის 9 მარტს, მისი ცხედარი მოთავსდა მავზოლეუმში, წითელ მოედანზე, მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის, ვლადიმერ ილიას ძე ლენინის გვერდით.


პარტიის XX -ე ყრილობის (1956 წ.) შემდეგ, პარტიულ შეხვედრებზე, სადაც განიხილებოდა ყრილობის შედეგები, სულ უფრო დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ სტალინის ცხედრის ყოფნა ლენინის საფლავის გვერდით შეუთავსებელია, სტალინის მიერ ჩადენილ უკანონობის გამო.



1961 წლის შემოდგომაზე, პარტიის XXII-ე ყრილობის წინა დღეს, კიროვისა და ნევსკის მანქანათმშენებლობის ქარხნების მუშებმა სტალინის ნაშთების სხვა ადგილზე გადატანის წინადადება წამოაყენეს.. იგივე საკითხი წამოაყენეს მოსკოვის ვლადიმერ ლენინის სახელობის ქარხნის მუშებმა.


XXII-ე ყრილობამ მხარი დაუჭირა წინადადებას და გადაწყვიტა: მავზოლეუმს წითელ მოედანზე, რომელიც შეიქმნა ლენინის ხსოვნის საპატივსაცემოდ, ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმი წოდებოდა. გადაწყდა, რომ სტალინის ფერფლი გადაეტანათ მავზოლეუმის გვერდით, წითელ მოედანზე.



image


ქვეყნის ლიდერებმა იცოდნენ, რომ სტალინის ცხედრის მავზოლეუმიდან გამოტანის გადაწყვეტილებას შეიძლება ქვეყანაში არეულობა გამოეწვია. ამიტომ, აქცია ჩატარდა ფარულად და ფრთხილად მოემზადნენ ამისთვის.


1961 წლის 31 ოქტომბრის გვიან საღამოს, აბსოლუტურად საიდუმლო ატმოსფეროში, 7 აპრილისთვის აღლუმის რეპეტიციის საბაბით, დაიძრნენ წითელ მოედნისკენ. მავზოლეუმის შესასვლელში გათხრილი იყო საფლავი. იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ დაცვის წევრები და გადასვენების კომისიის წევრები.


ლიდერის ცხედარი კუბოში მოათავსეს, რვა ოფიცერმა კუბო ამოიღო მავზოლეუმიდან, მიიტანეს იგი საფლავთან, რომლის ბოლოში ერთგვარი სარკოფაგი დამზადდა რვა ფირფიტისაგან, რომელიც ხის ღეროებზე იყო განთავსებული.


ხანმოკლე პაუზის შემდეგ, თოკებზე გამობმული კუბო ჯარისკაცებმა ჩაუშვეს საფლავში. ჩვეულების თანახმად, დამსწრეთა ნაწილმა თითო მუჭა მიწა მიაყარა საფლავს, ჯარისკაცებმა კი დამარხეს. მოლოდინების საწინააღმდეგოდ, ქვეყანამ სიახლე მშვიდად მიიღო, როდესაც სტალინის ცხედარი მავზოლეუმიდან გაიტანეს.


1970 წელს მოქანდაკე ნიკოლაი ტომსკის ძეგლი დაიდგა სტალინის საფლავზე.



0
529
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0