x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96535
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458422
ცნობილ ტყეებში მომხდარი საშინელი ისტორიები
image


ჰოია, რუმინეთი


image


ეს ტყე რუმინეთის ჩრდ–დას ნაწილში მდებარეობს, ცნობილია როგორც რუმინეთის «ბერმუდის სამკუთხედი». ასეთი მეტსახელი ჰოიამ იმით დაიმსახურა, რომ როგორც ამბობენ, მასში შესული ადამიანებიდან ზოგიერთი უკან არ დაბრუნებულა... გარდა ამისა, გაქრა მწყემსიც, 200 სულ ცხვართან ერთად. ტყეს ერთი უცნაური ფაქტიც უკავშირდება: მასში გოგონა დაიკარგა, რომელიც ტყიდან 5 წლის შემდეგ დაბრუნდა, თან გარეგანი ცვლილებების გარეშე, ისეთი როგორიც გაქრობის დღეს იყო.

«ტყის ვიზიტორები ხშირად გვაცნობებენ, ძლიერი შფოთის და მუდმივად თვალთვალის შეგრძნების შესახებ», – აფრთხილებს ტყეში შესვლის მსურველებს, ტყის ადმინისტრაციის ვებ-გვერდი. ხილო, ადგილობრივები ამ ტყეს ყოველთვის ერიდებიან, რადგან ეშინიათ და ფიქრობენ, რომ თუ შიგნით შევლენ, გამოსასვლელს ვეღარ იპოვიან.



ლონგ ტრეილი, ბენგტონი, ვერმონტი, აშშ


image


ტყეში 272 კმ-იანი საფეხმავლო მარშუტია, ტურისტებისთვის და სუფთა ჰაერზე გასეირნების მოყვარულთათვის. ბენინგტონში 1920 – 1953 წწ. არაერთი ადამიანი გაქრა, თუმცა დოკუმენტურად დადასტურებული მხოლოდ რამდენიმეა:

მაგ., 1945 ნოემბერში Long Trail-ის ტურისტულ ბილიკს და საავტომობილო გზატკეცილს შორის 74 წლის გამოცდილი მონადირე მიდი რივერსი დაიკარგა. მან ქალაქის შემოგარენი კარგად იცოდა და ტყეში სანადიროდ 4 მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. მას შემდეგ რივერსი არავის უნახავს. საძიებო ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო. წყაროში მხოლოდ მისი ვაზნა იყო ნაპოვნი, რომელიც, სავარაუდოდ, წყლის სმის დროს დაკარგა. გაგრძელება >>>

მართალია, უკანასკნელ პერიოდში მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ როგორც ვიზიტორები ამბობენ, ტყეში ყოფნისას, ზურგს უკან, უცნაურ ენერგიას ყოველთვის გრძნობენ.



ბლეირის ტყე-პარკი, შოტლანდია


image


ამ ადგილზე ვიქტორიანულ ეპოქაში ქვანახშირის მაღარო და მაღაროელთა დასახლება იყო. ტყეს ხშირად სტუნრობენ ადგილობრივები, ძაღლებთან ერთად, განსაკუთრებით, დილის საათებში და როგორც ამბობენ, იქ უცნაური მღელვარება ეუფლებათ, ხოლო მათ ოთხფეხა მეგობრებს, აშკარად, რაღაცის ეშინიათ.

ის რომ ამ ტყეში ყველაფერი რიგზე ვერ იყო და მართლაც რაღაც ხდებოდა, 2008 წ. დადასტურდა. ტყის მახლობდად მცხოვრებმა უილსონების ოჯახმა ტყეში პიკნიკი ლაშქრობა და პიკნიკი მოაწყო. ხოლო, როდესაც სახლში დაბრუნდნენ, ტყეში გადაღებულ სურათებზე, XIX საუკუნის სამოსში ჩაცმული, პირქუში ადამიანი აღმოაჩინეს, რომელიც ხეების შორის იმალებოდა.



თოჯინების კუნძული, მექსიკა



image


La Isla de la Muñecas, ან თოჯინების კუნძული – ყველაზე შიშისმომგვრელი ადგილია დედამიწაზე. კუნძული მეხიკოს სამხრეთით მდებარეობს და ასეთი სახელი იმ კოლექციის გამო აქვს, რომელიც ამ კუნძულზეა «წარმოდგენილი». თოჯინები ხეებს შორის გაბმულ თოკებზე ხულიან სანტანა ბარერომ დაკიდა, რომელსაც წყალში დამხვრჩვალი გოგონას სული არ ასვენებდა.

დეგენდის თანახმად, გასული საუკუნის 50-იან წლებში, კუნძულზე მხოლოდ სანტანა ცხოვრობდა, რომელსაც პატარა მეურნეობა ჰქონდა, ის ძირითადად, მეცხვარეობით და მეთევზეობით იყო დაკავებული. ერთხელ, ღამის საათებში, მას გოგონას ხმა შემოესმა, რომელიც იხრჩობოდა და შველას ითხოვდა. სანტანა იქითკენ გაიქცა, საიდანაც ხმა მოდიოდა, მაგრამ როდესაც მივიდა, წყალში მხოლოდ თოჯინა იპოვა. გოგონას გვამი კი, წყალმა რამდენიმე დღის შემდეგ გამორიყა. მისი ხსოვნის საპატივცემულოდ, სანტანამ წყლიდან ამოღებული თოჯინა იქვე, ხეზე ჩამოკიდა. იმ დღის შემდეგ, მას ყურში, გამუდმებით გოგონას ხმა ჩაესმოდა, რომელიც შველას და ახალ თოჯინას ითხოვდა. გოგონას სულის დასამშვიდებლად სანტანა ხეებზე ახალ-ახალ თოჯინებს ჰკიდებდა და დღეს კუნძულზე უკვე 1000-მდე თოჯინა არის. თავად სანტანა 2001 წელს გარდაიცვალა.

ამჟამად, იმისა გარდა, რომ თოჯინები საშინლად გამოიყურებიან, ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ კუნძულზე ყოფნისას, მათ თავს ზევით, თითქოს ხის კენწეროებიდან, თოჯინების ჩურჩულის ხმები ესმით.



ტავუაი ჰილს პარკი, კ. კალიმანტანი, მალაიზია


image


ეს ტყე-პარკი ტურისტების საყვარელი ადგილია, მაგრამ იქ შესვლა მხოლოდ დღის საათებში არის შესაძლებელი, რადგან როგორც კი შებინდდება, მასში არცერთი ადგილობრივი არ შედის, მათ შორის, არც გიდები.

კალიმანტანზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ტყეში უამრავი მოჩვენებაა, რომლებიც დღის სინათლეზე არ ჩნდებიან, ხოლო ღამე გამოდიან და ადამიანებს თავს ესხმიან. როგორც ამბობენ, ამ ტყეში, განსაკუთრებით კი ჩანჩქერის მიდამოებში, უამრავი ადამიანი არის დაკარგული.



უისტმანის ტყე, ინგლისი


image


უისტმანის ტყეში ერთმანეთზე გადახლართული ხეები, ძირიდან კენწერომდე, ხავსით და ლიქენებით არის დაფარული და თან ისე, რომ ცა თითქმის არა ჩანს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტყე მოჩვენებების და სხვა ზებუნებრივი არსების თავშესაფარია, რამაც უისტმანის ტყე დიდი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარულ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცია.

imageimageimageimageimageimageimage




1
205
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
205
  
29 ოქტომბერი, 23:27
არ მიყვარს ასეთი ადგილები...ექსტრემისგან შორს ვარ :(
0 1 1