x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96699
  • ვიდეო:343712
  • სურათი:458595
ერთიანი ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს-დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი
image

ე.წ.სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სანკტ-პეტერბურგში იმყოფება, სადაც ტარდება საზეიმო ღონისძიებები, რომელიც ეძღვნება რუსეთში ოსეთის პირველი საელჩოს 270 წლის იუბილეს. 24 ოქტომბერს ბიბილოვი შეხვდა სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორ ალექსანდრე ბეგლოვს, მასთან საუბარში ბაბილოვმა აღნიშნა, რომ ერთიანი და განუყოფელი ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა იყოს. ამის შესახებ იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.


დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა მიულოცა ალექსანდრე ბეგლოვს თანამდებობის დაკავება და მადლობა გადაუხადა მას რუსეთში პირველი ოსეთის საელჩოს 270 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებისთვის. შეეხო რა ოსეთის ორ ნაწილად გაყოფის საკითხს, ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი არასდროს გამოყოფილა რუსეთის იმპერიას და გამოთქვა რწმენა, რომ ოსეთი უნდა იყოს ერთიანი და განუყოფელი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.


P.S მცირე ისტორიული ექსკურსი-IV-VIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონი, როგორც ქართლის სამეფოს ნაწილი, დასახლებული იყო მხოლოდ ქრისტიანი ქართველებით.(ნ.აფხაზავა) სხვა მოსაზრებისაა ოსი არქეოლოგები რ. ძათიათი და ბ. ტეხოვი. ეს უკანასკნელი არ უარყოფს, რომ IV-VIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონი შედიოდა ქართლის სამეფოში და დასახლებული იყო ქრისტიანი ქართველებით. მაგრამ ზემოთ ნახსენებ არქეოლოგიურ ძეგლებზე გამოვლენილი ზოგიერთი ნივთიერი მასალის საფუძველზე, რომლებიც ასევე დამახასიათებელია იმავდროული ალანური კულტურისთვის, ბ. ტეხოვი ვარაუდობს, რომ IV-VIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ქართული ეთნოსის ძირითად მასასთან ერთად, საკმაოდ რაოდენობით წარმოდგენილი იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსული ირანულენოვანი ეთნიკური ელემენტიც, ანუ ხალხები, რომელთა პირდაპირ შთამომავლებად, გვიანდელი წერილობითი წყაროების თანახმად, ითვლებიან დღევანდელი ოსები.



პირველი ქრონიკები ცხინვალზე ქართულ წყაროებში თარიღდება 1398 წელს, როგორც სოფელი ქართლში, თუმცა უფრო გვიანდელი წყარო მოიხსენიებს III საუკუნის იბერიის მეფე ასფაგურის მიერ ამ ადგილას ციხე-სიმაგრის დაარსებას. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის ცხინვალი იყო მცირე სამეფო დაქვემდებარების ქალაქი, რომელიც ძირითადად სამონასტრო ბერებით იყო დასახლებული.


XIII-XVIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილობრივი ქართული ფეოდალური სენიორია (სამფლობელო) იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია სურამელების, ქვენიფნეველების, თავხელისძე-მაჩაბელის, გაბელისძე-ამირეჯიბის, ზევდგინიძე-ამილახორის, ფალავანდიშვილების და ფავლენიშვილების თავადური საგვარეულოები. ამ წარჩინებული საგვარეულოების ბევრ წარმომადგენელს ქართულ სახელმწიფო იერარქიაში მაღალი თანამდებობა ეკავა. XIII-XVIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონის გარკვეული ნაწილი ბაგრატიონთა მმართველი დინასტიის დომენი იყო.

ცხინვალის რეგიონი რუსეთის იმპერიამ შეიერთა დანარჩენ აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად 1801 წელს. მდებარეობდა რა სავაჭრო გზაზე, რომელიც აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიას თბილისსა და გორთან, ცხინვალი თანდათან კომერციულ ქალაქის ტიპის დასახლებად გადაიქცა შერეული ებრაული, ქართული, სომხური და ოსური მოსახლეობით.


1
247
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
247
  
27 ოქტომბერი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1