სხვა იაპონიამ 9 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა ტაიფუნ "ჰაგიბისის" გამო (ვიდეო) 2019, 12 ოქტომბერი, 16:15 იაპონიის ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა და რეკომენდაციები მისცა ცხრა მილიონ მოსახლეს ევაკუაციისთვის. ამის შესახებ NHK იტყობინება. როგორც აღინიშნა, შაბათს საღამოს, 12 ოქტომბერს, დაგეგმილია 1, 12 მილიონი ადამიანის ევაკუაცია. კიდევ 7.97 მილიონ ადამიანს ურჩიეს დაეტოვებინათ პოტენციურად საშიში ტერიტორიები. ევაკუაცია გამოცხადებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაღალი საფრთხის გამო. ითვლება, რომ ტაიფუნი "ჰაგიბისი" ყველაზე ძლიერი იქნება ბოლო 60 წლის განმავლობაში. 213 შეფასება არ არის
|