x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ადამიანიები დინზავრებთან ერთად ცხოვრობდნენ? – მხოლოდ ფაქტები და არტიფაქტები

დედამიწის ისტორიის მანძილზე, პლანეტაზე მცხოვრებ ყველა ცოცხალ არსებას შორის, ყველაზე უცნაურებად, ალბათ, დინოზავრები ითვლებიან. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ და მოშინაურებულებიც კი იყვნენ...


image


ოფიციალური მეცნიერების თვალსაზრისით, დინოზავრები 65 მლნ. წლის წინ ამოწყდნენ, ხოლო ადამიანი (homo) 2 მლნ წლის წინ გაჩნდა დედამიწაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი სამყაროს განვითარების ისტორიაში, არ არსებობდა პერიოდი, რომელშიც დინოზავრებს და ადამიანებს ცხოვრება ერთად შეეძლოთ.

ის რომ დინოზავრები საერთოდ არსებობდნე, ჩვენმა ცივილიზაციამ მხოლოდ XIX საუკუნის შუა პერიოდში შეიტყვო, როდესაც ტერმინი «დინოზავრი» გაჩნდა. მანამდე, შემთხვევით ან არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ ძვლებს, უბრალოდ, გიგანტების ძვლებს ეძახდნენ. ხოლო, ნაპოვნი არტიფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, იმფორმაციას დინოზავრების შესახებ, ჯერ ჯიდევ უძველეს დროში, ფლობდნენ ადამიანები, რომლებიც თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ეს ინფორმაცია, მათ ქვებზე, ნახატების სახით დაგვიტოვეს. დღეს ქ. იკის მუზეუმში უამრავი მოხატული ქვა არის წარმოდგენილი. მათ შორის არის ქვები, რომლებზეც მხოლოდ დინოზავრებია ამოტვიფრული და არის ნახატები, რომლებზეც დინოზავრი და ადამიანები ერთად არიან ასახულები.


image


კოლექციის უდიდესი ნაწილი, 1966 – 1970 წლებში, პროფესიით ექიმმა, მაგრამ პერუს ისტორიის მკვლევარმა ხავიერ კაბრერამ არმოაჩინა. მანვე შეისწავლა არტიფაქტები და კვლევის საფუძველზე, წიგნი – «ინკების გრავირებული ქვების გზავნილი» (The Message of the Engraved Stones of Ica) image
გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია ქვების წარმოქმნის ყველა შესაძლო თეორია და წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ ადამიანები დედამიწაზე, სულ მცირე, 405 მლნ. წელია რაც ცხოვრობენ და რომ კაცობრიობა პლანეტაზე უცხო პლანეტიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა შექმნეს. «მაღალინტელექტუალურ ჰომინიდებში კოგნიტური (შემეცნებითი) კოდების ტრანსპლანტაციის გზით, კოსმოსიდან მოსულებმა ახალი ადამიანები შექმნეს დედამიწაზე» – წერს კაბრერა. (ძველი შუმერული ჩანაწერების მიხედვით, ანუნაკები დედამიწაზე ნიბურუდან ჩამოვიდნენ და სწორედ მათ შექმნეს ადამიანები. რედ.).


image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, გამოჩნდნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქვები გაყალბებული იყო და ამის დასამტკიცებლად ქვებზე მსგავს ნახატებს თავადაც ქმნიდნენ. მაგრამ, ორიგინალიდან ასლის გაკეთება, ორიგინალის არსებობას არ გამორიცხავს და ესეც რომ არ იყოს, არქიოლოგმა ალეხანდრო პაცცა ასერეტომ, რომელიც ინკების რეგიონალური მუზეუმის კურატორია, ძვ. წ. აღრ. 400 – ახ. წ. აღრ. 700 წწ. დათარიღებულ 3 სხვადასხვა სამარხში, გრავირებული ქვები აღმოაჩინა, რომლებიც ე. წ. ინკების ქვებისგან არ განსხვავდებოდა.

imageბევრი კითხულობს, თუ რატომ არ ხდება ამ ქვების დათარიღება და ამ საკითხის ერთხელ და საბოოლოოდ გადაწყვეტა?

აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ორგანული ნივთიერების ნაშთების გარეშე, ცალკე აღებული ქვის დათარიღება შეუძლებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვა იმ ქანის ფენის მეშვეობით თარიღდება, რომელშიც მას პოულობენ. ინკების ქვები კი, გამოქვაბულში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ეს კოლექცია, ძველ დროში, ვიღაცის განძს წარმოადგენდა, რადგან ქვები იმდენად ძვირფასად ითვლებოდა, რომ საფლავშიც კი ატანდნენ.

სულ ცოტა ხნის წინ, უფრო სწორედ, XIX საუკუნეში, ქანებში განამარხებულ არტიფაქტებს, რომელთა ასაკი მილიონობით წლით იზომებოდა, მეცნიერები ყურადღებას არ აქცევდნენ. უბრალოდ, მათი იგნორირება ხდებოდა, რადგან აღმოჩენა საყოველთაოდ აღიარებუს ევოლუციის თეორიას არღვევდა.

აქ რამდენიმე არტიფაქტს წარმოგიდგენთ, რომელის შესახებ, მათი აღმოჩენისთანავე გახმაურდა ან რომლის განადგურება ვერ მოხერხდა. ეს არტიფაქტები ისეთ ფენებშია ნაპოვნი, რომლებშიც იგივე ევოლუციის თეორიის თანახმად, ადამიანები კი არ, ჯერ დინოზავრებიც არ უნდა ყოფილიყვნენ.

მაგ., 1845 წ. შოტლანდიის ერთ-ერთ კარიერში, სამთო-მოპვებითი სამუშაოების წარმოების დროს, კირქვის ბელტში (ქანების ასაკი 400 – 20 მლნ. წელი შეიძლება იყოს, უფრო ნაკლები ვერ იქნება) ლურსმანი აღმოაჩინეს. ხოლო, 1891 წ. ამერიკულ გაზეთში ინფორმაცია გამოაქვეყნეს, ქვანახშირის ფენაშო 25 სმ. სიგრძის ოქროს ძეწკვის არმოჩენის შესახებ. ქანის ასაკი კი, მინიმუმ 260 მლნ. წელი იყო.


image



1852 წელს, ერთ სამეცნიერო ჟურნალში, მეტად უცნაური აღმოჩენის შესახებ გამოაქვეყნეს ინფორმაცია. მასში საუბარი 12 სმ. სიმაღლის ვერცხლით ინკრუსტირებულ, თუთიის ვაზაზე იყო, რომელიც ქანების აფეთქების შედეგად იპოვნეს და ქანების ასაკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არტიფაქტი 534 000 000 (534 მლნ.) წლის უნდა იყოს!



image



1889 წ. აიდაჰოს შტატში (აშშ) ბურღვითი სამუშაოების წარმოების დროს, 90 მ. სიღრმიდან, ნაშალ გრუნტს ქალის 4 სმ-ს სიმაღლის ქვის ფიგურა ამოჰყვა. გეოლოგების შეფასებით, მისი ასაკი 2 მლნ. წელზე ნაკლები არ იყო.


image



XIX საუკუნის ე. წ. ანომალური აღმოჩენების ნაწილის განხილვის შემდეგ, უფრო ახლო წარსულში გადმოვინაცვლოთ და დროის თვალსაზრისით, ჩვენთან უფრო ახლო პერიოდში აღმოჩენილ არტიფაქტებსაც შევეხოთ:

1912 წ. ოკლაჰომას შტატის (აშშ) ერთ-ერთ ელექტროსადგურში, ქვანახშირის მასიური ბელტების დანაწილების დროს, იქიდან რკინის ტოლჩა გადმოვარდა... ამის შემდეგ, ზუსტად დაადგინეს ქანების ასაკიც და აღმოჩნდა, რომ ელექტროსადგურში მიტანილი ქვანახშირი, დაახლოებით, 300 მლნ. წლის იყო.


image



1993 წელს კალიფორნიის შტატის მთიან რეგიონში, გზის გაყვანის დროს, ორი ცილინდრი აღმოაჩინეს. მასალა რომლისგანაც არტიფაქტები იყო გაკეთებული, 2 ლითონის ნადნობს წარმოადგენს, რომლიდანაც ერთი პლატინაა. ხოლო, II ლითონის რაობის დადგენა ვერ მოხერხდა. ცილინდრები 50°С-ზე გაცხელების შემთხვევაში, ტემპერატურას რამდენიმე საათის მანძილზე ინარჩუნებდნენ, გარემოს ტემპერატურული რეჟიმის მიუხედავად. ხოლო, ელექტრო დენზე მიერთების შემთხვევაში, ნაცრისფერი ფერის ცილინდრი, მუქდებოდა და თითქმის შავ ფერს იღებდა, – გამორთვის შემდეგ კი, ისევ საწყის ფერს უბრუნდებოდა. რადიონახშირბადის ანალიზის მიხედვით, ამ არტიფაქტების ასაკი, დაახლოებით, 25 მლნ. წელი უნდა იყოს.


image



არანაკლებ გაოცებულები იყვნენ სენ-ჟენ-დე-ლივეს (საფრანგეთი) ქვის სამტეხლოს მუშები 1968 წელს, როდესაც ცარცის 65 მლნ. წლის ფენაში, სხვადასხვა ზომის ნახევრადოვალური ლითონის მილები აღმოაჩინეს.


image



2009 წ. კი, მედიის ყურადღების ცენტრში 320-300 მლნ. წლის «ჭანჭიკი» მოექცა, რომელიც რუსეთში, კალუგის ოლქში აღმოაჩინეს. ის ქვაში იყო განამარხებული, რომლის გამოყენება სამშენებლო მასალად უნდოდათ და რადგან ძალიან დიდი იყო, მისი დანაწევრება გადაწყვიტეს, – როდესაც ქვა გაიპო, შიგნით კოჭის მსგავსი ნივთი დაინახეს.

image



სულ ცოტა ხნის წინ კი, ჩინეთში საოცარი არტიფაქტი იპოვნეს, რომლის ასაკი, მეცნიერების შეფასებით, 300 მლნ. წელია. ე. წ. «ლამდჩჟოუს ქვა» მყარ მინერალს წარმოადგენს, რომელშიც 7, 5 სმ-ს ლითონის გულია მოთავსებული. რადგან დღემდე ვერც მინერალის სახეობა დაადგინეს და ვერც ლითონის შემადგენლობა, მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვა მეტეორიტის ნაწილია. ეს მოსაზრება თუ სიმართლეს შეესაბამება და აღნიშნული არტიფაქტი მართლაც არამიწიური წარმოშობისაა, მაშინ გამოდის, რომ ამ სამყაროში მარტონი არა ვყოფილვართ...


image



P. S. დინოზავრები დედამიწაზე 225 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და 160 მილიონი წელი ბატონობდნენ. ზემოთ ხსენებული არტიფაქტების ასაკს თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ დინოზავრების ერთი ნაწილი, მართლაც მოშინაურებული ყოფილიყო.


image

imageimageimage

imageimageimageimage






1
432
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
432
  
9 ნოემბერი, 0:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1