x
მეტი
  • 08.12.2019
  • სტატია:97197
  • ვიდეო:344049
  • სურათი:459144
ადამიანები დინოზავრებზე ადრე ცხოვრობდნენ?!

image


შესაძლებელია, რომ ჩვენი ცოდნა ძველი სამყაროს შესახებ მცდარი აღმოჩნდეს? რომ ადამიანები დედამიწაზე ბევრად უფრო ადრე გაჩენილიყვნენ, ვიდრე ამას თანამედროვე მეცნიერება თვლის? თუ გავითვალისწინებთ არქეოლოგების და გეოლოგების მიერ ქანების შესწავლისას გაკეთებულ აღმოჩენებს, ეს გამორიცხული ნამდვილად არ არის.

მაგალითად, XX საუკუნის 50-იან წლებში, არქეოლოგმა ჯორჯ კარტერმა ძველი ამერიკელების დასახლება აღმოაჩინა სან-დიეგოს მახლობლად. იქ მან უამრავი ნივთი იპოვა ქანებში, რომელთა ასაკი 80-90 ათასი წლით იყო განსაზღვრული, რაც ბევრად აღემატებოდა ამერიკის კონტინენტზე ადამიანის გამოჩენის ოფიციალურად აღიარებულ პერიოდს – 35-30 ათას წელს. მეცნიერები, რომლებიც ამ უკანასკნელ ვერსიას იზიარებდნენ, მას დასცინოდნენ და მის აღმოჩენებს არასერიოზულად მიიჩნევდნენ. მაშინ კარტერმა უფრო საფუძვლიანი გათხრები აწარმოა იმ ადგილზე და ასზე მეტი მეცნიერი მიიწვია აღმოჩენილი არტიფაქტების შესასწავლად, მათ შორის ძალიან ცნობილი და სახელოვანი მეცნიერებიც, მაგრამ ყველამ უარი თქვა ექსპედიციაში მონაწილეობის მიღებაზე. რადგან იცოდნენ, რით დასრულდებოდა მათი კარიერისთვის, დარვინიზმის საწინააღმდეგო კონცეფციის, თუნდაც ირიბი მხარდაჭერა.
კალიფორნიის ერთ მთაში, 1966 წელს აღმოაჩინეს ადამიანის თავის ქალა, რომელიც თანამედროვე ადამიანის თავის ქალისგან არაფრით განსხვავდებოდა, ხოლო ქანის ასაკი, რომელშიც აღნიშნული ფრაგმენტი იყო განამარხებული, 50 მლნ. წლის იყო. როგორც კი ეს ფაქტი გახმაურდა, ყველამ, ვისაც ამ აღმოჩენასთან კავშირი ჰქონდა, უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
1983 წელს, მორიგი აღმოჩენა თურქმენეთში გააკეთეს. იქ ქვა იპოვეს, რომელზეც ერთდროულად ადამიანის ფეხის და დინოზავრის სამთითიანი თათი იყო აღბეჭდილი.
სამხრეთ აფრიკაში, მაღაროელებმა უამრავი აღმოჩენა იყო გაკეთებული. მათ შორის, ნაპოვნი იყო 2 ტიპის მეტალისგან დამზადებული 100-ზე მეტი სფერო: ცისფერი მეტალის სფეროები თეთრი ლაქებით და თეთრი სფეროები ფოროვანი სტრუქტურით.image
1980 წელს აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში აღმოაჩინეს ნაკვალევი. ერთი შეხედვით, ამ აღმოჩენაში განსაკუთრებული არაფერია. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ნებისმიერი ამოიცნობს ამ სურათზე ადამიანის ტერფის მონახაზს. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ტერფი არის გაქვავებული ანაბეჭდის ტვიფრი, რომლის ასაკი, სპეციალისტების შეფასებით, დაახლოებით, 290 მილიონი წლია.

ქვა ადამიანის ფეხის ანაბეჭდით პალეონტოლოგმა ჯერი მაკდონალდმა აღმოჩინა, მასთან ერთად ნაპოვნი იყო განამარხებული ცხოველების ნარჩენები. ამ უძველესმა ნაკვალევმა განაცვიფრა მკვლევარები – ვერც თავად მაკდონალდმა და ვერც მისმა კოლეგებმა, შემდგომში, ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს იმას, თუ როგორ უნდა მოხვედრილიყო ადამიანის ნაკვალევი ქანზე, რომელიც პერმულ პერიოდს ეკუთვნოდა (პალეოზოური ერის ბოლო გეოლოგიური პერიოდი, რომელიც 298 მლნ. წლის წინ დაიწყო და 252 მლნ. წლის წინ დასრულდა). ეს ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე (თანამედროვე წარმოდგენებით) დედამიწაზე ფრინველები და დინოზავრებიც კი გაჩნდებოდნენ (დინოზავრების ყველაზე უძველესი ნამარხი, რომელიც კაცობრიობისთვის არის ცნობილი, 230 მლნ. წლით არის დათარიღებული). ანუ დინოზავრები და ფრინველები ჯერ არ იყვნენ, ხოლო ადამიანი უკვე იყო?

როგორც ნაკვალევის აღმომჩენმა პალეონტოლოგებმა, ისე სამეცნიერო თანასაზოგადოებამ, რომელსაც ეჭვი არ შეაქვს აღმოჩენის რეალობაში, ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს მას — დიახ, ამბობენ მეცნიერები, «მართალია, რომ ეს ანაბეჭდი 290 მილიონი წლის წინ არის გაკეთებული და ისიც მართალია, რომ ის ადამიანის ნაკვალევს ჰგავს. მაგრამ, ადამიანის ფეხის ანაბეჭდი არ არის». და ყველაფერი ამ ფრაზით შეიძლებოდა დასრულებულიყო, ის რომ ერთადერთი აღმოჩენა იყოს, ამ კატეგორიის აღმოჩენებს შორის.


image


მაგ., ამ სურათზე ფეხის ანაბეჭდი არის მოცემული – რომლის ასაკიც არაერთი მილიონი წელია. განსხვავება ზევით წარმოდგენილ ნაკვალევს და ამ ნაკვალევს შორის ის არის, რომ ეს უკანასკნელი გიგანტური ზომის არის და აფრიკაშია აღმიჩენილი.

5
554
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
554
  
2018, 11 ივნისი, 20:24
1966 წელს აღმოჩენილ თავის ქალაზე კალიფორნიის ერთ-ერთ მთაში იმენა ვერაფერი ვიპოვე ყოველ შემთხვევაში ინგლისურად :/ არადა ძალიან დამაინტერესა
2018, 11 ივნისი, 19:44
ვისაც გინდათ რომ წაიკითხოთ ძალიან მცირე, მაგრამ კარგი მეცნიერული ნაშრომი ინგლისურად ჯორჯ ფ. კარტერის აღმოჩენის შესახებ, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკაში ადამიანი ჯერ კიდევ 80 ათასი წლის წინ ცხოვობდა გადადით ამ ლინკზე: https://onlinelibrary.wiley.com/doi/pdf/10.1525/aa.1958.60.5.02a00430
2016, 31 ოქტომბერი, 12:30
ხო მე მჯერავს ყველაფრის რა
2016, 31 ოქტომბერი, 12:26
დევი კონკრეტულად ქართული მითოლოგიის გმირები არიან და სავსებით შესაძლებელია, რომ მათი პროტოტიპები, მაგ., ატლანტები იყვნენ ან იმ ადამიანის მსგავსი ადამიანი, რომელმაც აფრიკაში დატოვა ნაკვალევი.
2016, 31 ოქტომბერი, 10:44
საინტერესო თემაა.. დევებიც ალბათ არსებობდნენ ხო? რავიცი თავგზა ამერია უკვე.. თითქოს მეტი მჭირდება ამ ტემებთან დაკლავშირებით ...
0 1 5