x
image
ელენე გუმა
"უზნაჩოკო" ტაქსი გამიჩერებს, თუ ვიღაც სირბანჯო, რომელსაც უცბად გართობა მოუნდა, როგორ გავიგო? ..."

image
ტაქსების რეგულაციის რეფორმას უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქალებს აფრთხილებს.


როგორც პატარია წერს, ქალები კიდე უფრო მოწყვლად სიტუაციაში აღმოჩნდნენ სექსუალური შევიწროების მიმართ.



"რეფორმების გენდერულ ანალიზს აკეთებთ? არააა... გეტყობათ...
ასე მაგალითად: ფერადი ტაქსი "ზნაჩოკს" თავზე ვერ დაიდგამს, მაგრამ მაინც იტაქსავებს. ანუ ყველა მანქანას დავუქნევ ხელს და მერე "უზნაჩოკო" ტაქსი გამიჩერებს, თუ ვიღაც სირბანჯო, რომელსაც უცბად გართობა მოუნდა, როგორ გავიგო? ვერ გავიგებ. აწი, ყველა მანქანას შეუძლია ტაქსად მიასაღოს თავი ქალს და მერე ხან ფასიანი და ხანაც უფასო სექსი შესთავაზოს, (რაც არც აქამდე გვაკლდა).
ანუ ქალები კიდე უფრო მოწყვლად სიტუაციაში აღმოვჩნდით სექსუალური შევიწროების მიმართ. უპს... რა გამოვიდა? გამოვიდა, რომ ამ რეფორმას გაუთვალისწინებელი რისკები ახლავს ქალებისათვის. ესეც თქვენი გენდერული განზომილება ტაქსის რეფორმისა. თურმე საჭიროა ხოლმე ცვლილებების გენდერული ანალიზი.
პ.ს. ქალებო, მოიმარაგეთ სმარტფონები და აწარმოეთ მგზავრობის ვიდეო გადაღება, თან იქონიეთ ელ.შოკი, სპრეი, ჯაყვა, ჯანდაბა და დოზანა და იარეთ კარატეზე Ani Gagua-სთან ერთად " - წერს ბაია პატარაია.



1
337
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
337
  
2019, 4 ოქტომბერი, 10:18
მართლა სირბანჯო ხარ ეტყობა მაგრა გაკლია სექსი და ყველგან გელანდება ვაი შენ პატრონს
0 1 1