x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ზელენსკიმ ლავროვს მიანიშნა რომ ომი გრძელდება

image
ვერხოვას რადას ყოფილმა დეპუტატმა нсн-ს ეთერში ისაუბრა, თუ რატომ არის ზელენსკისთვის მომგებიანი "დონბასის" კონფლიქტის გაგრძელება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვთან დიალოგის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ორივენი რიგში იდგნენ, როცა მასთან მინისტრი "გასაცნობად" მივიდა და იმედი გამოთქვა "დონბასის" კონფლიქტის მოგვარებისა. თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა რომ მშვიდობა შესაძლებელია ხალხის გაცვლისა და უკრაინის ტერიტორიის დაბრუნების შემდეგ.

ამავდროულად, ქვეყანა ემზადება არაპოპულარული კანონპროექტისთვის, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ მიწის ყიდვა უკრაინაში. ქვეყანაში ასევე მოსალოდნელია ტარიფების ზრდა. როგორც ვერხოვას რადას ყოფილმა დეპუტატმა ეთერში განაცხადა ამ პირობებში ხელისუფლებას მოუწევს განრისხებული ხალხის შემოტევების შეჩერება. "გარკვეულწილად დონბასის კონფლიქტი სასარგებლოა უკრაინის ხელისუფლებითვის. ზელენსკის რეიტინგი ეცემა, მიწის და რკინიგზის გაყიდვის შემდეგ კი ქვეყანაში შეიქმნება არეულობა, რაც გადაფარავს "დონბასის" პრობლემას. სწორედ ეს იქნება მათთვის მომგებიანი" - განაცხადა ვლადიმირ ოლეინიკმა.


0
180
შეფასება არ არის
ავტორი:ინა გელიშ
ინა გელიშ
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0