x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
ამერიკელ გენერალს ეჭვი ეპარება რუსეთის მიმართ ნატოს უპირატესობაში

image

ბოლო წლებში შეირყა ნატოს სამხედრო უპირატესობა რუსეთის მიმართ, განაცხადა აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯოზეფ დენფორდმა, ამის შესახებ იუწყება გამოცემა Newsweek-ი.


" რუსეთი არის კონკურენტი და ნატოს უპირატესობა მზარდი რუსეთის მიმართ შერყეულია", მან დასძინა, რომ ალიანსის ხელმძღვანელობა აღიარებს ამ ცვლილებებს, ამიტომ შემუშავებულია ნატოს ახალი სტრატეგია ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით.


გენერალმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ყურადღებით შეისწავლა აშშ-ს სამხედრო სტრატეგია ცივი ომის დასრულების შემდეგ, რის შემდეგაც ცდილობენ შეიმუშაონ ტექნოლოგიები და სტრატეგია ამერიკის სუსტი წერტილების გათვალისწინებით.


ნატო ხელმძღვანელობს 2010 წელს ლისაბონის სამიტზე მიღებული სტრატეგიული კონცეფციით, თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ განიხილავენ ახალ სამხედრო სტრატეგიას რუსული საფრთხის გამო.

0
264
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0