x
image
ბაჯაბაჯა
რეალური ქართული ოცნება.
imageარა, არა და არა ... არ მინდა რამენაირად ეს სტატია პოლიტიკას ან რამე მსგავს სიბინძურეს დაუკავშირდეს. ახლა მინდა ისეთ პრობლემებს შევეხო რომელიც ალბათ 99% ჩვენთაგანს აწუხებს. შორს წასული მშობლები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და სხვა საყვარელი ხალხი, ვინც ძალიან გვაკლია.

ერთი თვეც არაა გასული რაც კიდევ ორი საყვარელი ადამიანი წავიდა უცხოეთში, განა იმიტომ რომ აქ არ უნდაოდათ, ან “გაქცევა" მოუნდათ, არა უბრალოდ მათ აქ არაფერში ხელი არ შეუწყვეს.

ერთი მათგანი, ვინც უცხოეთში, კერძოდ კი უკრაინაში წავიდა არის DJ CRUMP, მეორე კი, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, გენიალური მოცეკვავე GEO CRUNCK.

imageDJ CRUMP-ის შესახებ ინფორმაცია საკმაოდაა ინტერნეტში, მან მოღვაწეობა GEO-სთან ერთად დაიწყო მოსკოვში . მან მოიპოვა ძალიან დდი პოპულარობა, მის მიერ გამართული საღამოები ყოველთვის ხალხმრავლობით და მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა . მან მოიპოვა ნომერ პირველის ცოდებაც კი, რაც არც ისე ადვილია. მას ნამუშევარი აქვს ისეთ ვარსკვლავებთან როგორებიც არიან : Lil john და young young twins. ვინც არ იცით ესენი არიან ამერიკული კრუნკის წარმომადგენლები და მსოფლიო დონის ვარსკვლავები .image DJ CRUMP ძალიან მოთხოვნადი იყო და არის დღესაც. მისი მიქსები მთელს მსოფლიოშია მიმფანტული, რუსეთის ფარგლებში მისი შემოქმედება ჩამოწერების რაოდენობით 4 ადგილზე გავიდა და თვით tioesto-ც კი ჩამოიტოვა, ბანგ-კოგში კი 200 დან 48 ადგილი გაიკავა. ალბათ ბევრს მოგინდათ მის წვეულებაზე მოხვედრა, ამის შანსიც იყო, ის ხომ 4 თვე საქართვერლოში იყო, მაგრამ ქართულ კლუბებში დაკვრის უფლება არ მისცეს, ქასთინგზე მისვლა მოსთხოვეს და სხვა უაზრო მოთხოვნები. მას მართლა სურდა საქართველოში მოეკიდებინა ფეხი, აქ გაეკეთებინა თავისი საქმე, მიუხედავად იმისა რომ მას ბევრი ქვეყნიდან ჰქონდა მოწვევა, ბევრგან გასტროლებიც ჰქონდა , მაგრამ ქართულმა კლუბებმა "დაიწუნეს", ამის გამო მას წასვლა მოუწია და მასთან ერთად წავიდა GEO-ც .


ალბათ ვერ მიხვდით რატომ მოვყევი ამ ამბავს, ამიტომ მინდა დავკონკრეტდე . ყველა ჩვენგანს, ისევე როგორც ამ ორ გენიალურ ადამიანს ჩვენი ოცნებები გვაქვს , მაგრამ ბევრი რამ გვიშლის ხელს, მიკერძოებულობა, ნათესავის “გაქაჩვის" ინსტიტუტი, თუ კლუბის მფლობელის ვინმე არ ხარ არ მოგცემენ გამოსვლის უფლებას. ამის გამო ბევრი ნიჭიერი ადამიანი იჩაგრება. ასევე პრობლემააა ის რომ, ახალი და განსხვავებული ყველას აშინებს და ძველს და ერთფეროვანს მისდევენ . ყველაფერს ერთი და იგივე ხალხი წყვეტს, აზრი არ აქვს რა სფეროა და რა ასაკი ... არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ როგორ შეიძლება საქეიფოებზე გაზრდილმა კაცმა შეაფასოს კრანკი ან მსგავსი მუსიკა, ან ჰაუსის მსმენელმა ქართული სიმღერები, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ ყველას თავისი სფერო უნდა ჰქონდეს და ფული არ უნდა წყვეტდეს ყველაფერს .

ახლა ვიღაცა იფიქრებს რომ პოლიტიკის და მმართველობის წინააღმდეგი ვარ, არა, ეს არ მადარდებს... პრობლემა ხალხშია, კულტურაში და მორალში, ქართველებმა ხომ ყველამ ყველაფერი ვიცით, მერე რა რომ არასოდეს არ გაუკეტებიათ არაფერი რაღაც სფეროში, ფული თუ აქვთ ე.ი. ყველაფერი იციან . მინდა რომ ეს მენტალიტეტი დაინგრეს და ნიჭი, ნიჭით დაფასდეს და არა ფულით. რა თქმა უნდა ყველას გვინდა რომ ხელი შევუწყოთ ახლობელს და მეგობარს, მაგრამ ოდესმე უნდა გავიგოთ რომ, ბიზნესი, საქმე და მეგობრობაბა სხვადასხვააა. უნდა მოიპოვოს დაფასება ყველამ, ადამიანი ფულით არ უნდა გაიზომოს .

კიდევ ერთი პრობლემააა უიმედობა, უმოქმედობა და საკუთარი თავის რწმენის უქონლობა. ერთ დროს მეც მჭირდა ეს ყველაფერი, მაგრამ მას შემდეგ რაც ვირწმუნე რომ ყველაფერი გამოვიდოდა და შეუძლებელი არაფერია, ყველაფერი მართლაც კარგად მიდის... მინდა რომ ყველამ დაიწყოს ოცნება, ოცნებები ხომ იმისთვის არსებობს რომ ავიხდინოთ. ნათქვამია, ოცნება თუ არსებობს, ის აუცილებლად ახდებაო. მეც ვოცნებობ და ვხედავ რომ ნელ-ნელა ოცნებების ახდენას ვუახლოვდები, პირველი ოცნებააა ის რომ არ სჭირდებოდეს ხალხს ოჯახის და საყვარელი ხალხისგან შორს წასვლა გროშების ან თუნდაც მილიონების (ამისთვის იშვიატად მიდია) გამო, არ მინდა ქუჩაში როდესაც გავდივარ ყველას მოწყენილი სახე ჰქონდეს, სიცილი უდრიდეს სიგიჟეს და განსხვევბულობის გამო ირიყებოდეს ადამიანი. არ მინდა უაზრო ამოჩემებებით ცხოვება და აუხსნელი რაღაცების მოთხოვნა, მაგალითად უაზრო ეტიკეტი, რომელსაც რატომ იცავენ არც იციან . არ მინდა 18 წლის ან თუნდაც ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლების, ან აზრი არ აქვს რა ასაკის ადამიანს ყველაფრის იმედი ჰქონდეს დაკარგული და დარობოტებული ცხოვრობდეს.

მე მინდა რომ ყველამ იპოვოს თავისი ნამდვილი ოცნება ტავის გულში, აი მტვერი რო დაედო უკვე უყურადღებობით, ან მხოლოდ დაწოლისას რომ გახსენდებათ ისეთი და მისი ახდენისთვის იბრძოლონ, იბრზოლონ ოღონდ პატიოსნად . ვიღაცას მომხერლობა უნდოდა, ვიღაცას სპორტსმენობა, ვირაცას რაიმე სხვა, მაგრამ იმის გამო რომ 2 კაპიკი იშოვოს სრულიად სხვა რამეს აკეთებს, მათ შორის ვარ სამწუხაროდ მეც, ამიტომ დავიწყე ოცნება და ოცნებებისკენ სვლა, ბრძოლა, ვიცი ძნელია და ხანდახან ყველაფერი მბეზრდება, მაგრამ ჩემს გვერდით მე ჩემს მეგობრებს ვგრძნობ, რომლებიც მუდამ ჩემთან იქნებიან და ჩემთან ერთად იბრძოლებენ . ვიცი ახლა გიჟი ვეგონები ვინმეს, მაგრამ ვინც თავისი ოცნებისთვის არ იბრძვის ის ჩემთვის მკვდარია, ცხოვრება ხომ არ გვქმნის ჩვენ, არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ ის . ჩვენ ვართ მისი მხატვრები, ქორეოგრაფერბი, მასწავლებლები და ა.შ. ჩვენ ვმართავთ მას და ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, მინდა რომ ყოველ დილით ადგე და შენ თავს უთხრა რომ ყველაფერს შესძლებ, რომ ყველაზე ძლიერი ხარ. ვერავინ ვერ შეძღუდავს შენს აზრებს და თუ შენი ოცნება სხვას არ შეურაცხყოფს და ცუდი განზრახვით არააა სავსე, ის აუცილებლად ახდება, მაგრამ მანამდე გაიღიმეთ, რომ ცხოვრებას თვენი ძალა და ბედნიერება დაანახოთ, ეს ორი რამ ხომ ყოველთვის წარმატების საწინდარი იყო, არის და იქნება კიდევაც.

მთავარია ამ გზაზე ადამიანობა, ღირსება და პატიოსნება არ დავკარგოთ. ოცნებები აუცილებლად ხდება, ისინი ამისთვის არსებობენ, ამიტომ გავიღიმოთ და აღარასოდეს მივანდოთ საკუთარი ცხოვრება სხვას. ნუ სთოვთ ნურავის ნურაფერს, ყველაფერი თქვენით უნდა შესძლოთ, თქვენში კი მეგობრებიც შედიან, მერწმუნეთ მათ გარეშე არაფერს აზრი არ ექნებოდა. მადლობა ამ სტატიის წაკითხვისთვის და წარმატებებს გისურვებთ. imageხოდა ვიწყებთ მსოფლიოს შეცვლას ჩვენი ცხვორების შეცვლით, ჩვენი ცხოვრების შეცვლოს კი ღიმილით და ოცნებებისკენ სწრაფვით.

31
134
14-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
134
  
2012, 28 აგვისტო, 22:56
გაიხარე
2012, 28 აგვისტო, 16:16
კაია. LIKE!
2012, 24 აგვისტო, 10:48
ესაა შენი ოცნებ? )))))
2012, 19 აგვისტო, 20:40
დიდი დიდი მადლობა
2012, 18 აგვისტო, 23:12
ძალიან მომეწონა :) გეთანხმები ყველაფერში:)
2012, 1 აგვისტო, 9:48
მადლობა დიდი
2012, 31 ივლისი, 20:34
გეთანხმები
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10