x
image
ბაჯაბაჯა
Dreadlock


imageმინდა ვისაუბრო დღეისათვის უკვე საკმაოდ გავრცელებულ ვარცხნილობაზე, Dreadlock-ზე.
ჩვენს ქალაქში დღითი დღე მატულობს ამ ვარცხნილობის მქონე ადამიანების რიცხვი. ზოგისთვის ეს მიუღებელია, მე კი პირიქით ვთვლი რომ ძალიან ლამაზი ვარცხნილობაა, მაგრამ მაღიზიანებს როდესაც ამ ვარცხნილობის შინაარს არასწორად გებულობენ, ამიტომ გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა.
Dreadlock, იგივე საშინელი ნაწნავი, მეცნიერების აზრით, ძვ.წ.აღ. მეორე საუკუნიდან არსებობს და მას ატარებდნენ კელტები, აცტეკები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, მათ შორის კოპტები — მკვიდრი ეგვიპტელი ქრისტიანები. დრედები არის თმის ბუნებრივი მდგომარეობა, როდესაც მას დიდხანს არ ივარცხნი და არ იჭრი. ტერმინი Dreadlock გაჩნდა
იამაიკაზე, XX საუკუნის 50იან
წლებში, როდესაც ვარცხნილობა პოპულარული გახდა რასტაფარიანელებს შორის. ასე ჩაწნული თმის დანახვა აშინებდა მოსახლეობას და ისინი მას Dreadlock-ს
უწოდებდნენ, რაც საშინელ ნაწნავს ნიშნავს. რასტაფარიანელებმა აითვისეს ეს სახელწოდება, ვარცხნილობა კი მათ ტრადიციულ სტილად გადაიქცა.
imageრასტაფარიანელებს ეს ვარცხნილობა ლომის ფაფარს აგონებთ. მათი აზრით პიროვნება რომელიც დრედებს ატარებს უფრო ძლიერი და მამაცია. არსებობდა ერთი ბიბლიური გმირი სამსონი, რომელიც მონობაში გაიზარდა, რის გამოც შურისძიების სურვილი გაუჩნდა ... მან შესძლო
მტრის დამარცხება და თავისუფლების მოპოვება, რასტაფარების აზრით მას ამაში დრედები დაეხმარა, მაგრამ მას შემდეგ რაც მან აღთქმა დაარღვია და თმა შეიჭრა, დაკარგა ძალა და დამარცხდა. ამ აზრს არ ეთანხმება რასტაფარიანელობის ყველა განშტოება, ზოგი თვლის რომ დრედების ტარება სავალდებულო არ არის, მაგალითად იმ რასტაფარიანელებს, რომლებიც ეთიოპიაში მოინათლნენ 1976 წელს, მოსთხოვეს
თმის შეჭრა.
image( ეს არის წმ. გიროგის სახელობის ტაძარი ეთიოპიაში)
დღეისათვის დრედებს სხვა დატვირთვა გააჩნია, მას იყენებენ საკუთარი "მე"-ს გამოსახატავად, პროტესტის ნიშნად, ზოგისთვის უბრალოდ მოდააა... მისი ყველაზე გავრცელებული "მომხმარებლები" არიან, ისინი ვინც უსმენენ reggae-ს, მაგრამ
დღეს ასეთ ვარცხნილობას სხვა კულტურის წარმომადგენლებიც მიმართავენ.

არსებობს დრედების გაკეთების მრავალი ხერხი, ერთ-ერთია ბუნებრივი, როდესაც თმას არ ივარცხნი და არ იჭრი 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდში თმები თვითონ იკვრება და იღებს დრედის ფორმას. უფრო მოკლეხნიანი ვარიანტი, არის ხელოვნურად გაკეთება, ანუ დაწვნა. ამ დროს თმები ერთმანეთზე ეხვევა და ივარცხნება უხეში სავარცლით, ეს მტკივნეული
და დამღლელი
საშუალებაა, მაგრამ სწრაფი. დავარცხნის შემდეგ გარეთ დარჩენილი თმის ღერები ნაწნავში იტენება ყაისნაღის დახმარებით. დრედის გაკეთების მერე, თავის დაბანა არ შეიძლება მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, სასურველია სამი თვე. ამის შემდეგ კი კვირაში მაქსიმუმ ერთხელ, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, რადგან დრედები უფრო მეტხანს ინარჩუნებს სისუფთავეს ვიდრე გაშლილი თმა. მისი დაბანა სასურველია ზღვის ან მარილიანი წყლით .









9
168
16-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
168
  
2012, 28 სექტემბერი, 23:17
ტილები რო დაესიოთ ასეთ თმებში მერე ნახე რა :)
2012, 31 ივლისი, 17:32
უნამუსოები :D
2012, 31 ივლისი, 17:31
ეს როგორ უნდა შეაფასო უარყოფითად :D მე ვერ ვხდები
2012, 26 ივლისი, 16:43
თუ შემიფასებთ , უარყოფითად მაინც მადლობელი ვიქნები ... აზრი ამინტერსებს მკითხველის
2012, 19 ივლისი, 10:22
მადლობააააააააააააააააააააააა
2012, 19 ივლისი, 0:52
baachooo vamayob shenit warmatebebebs gisurveeb = ))
2012, 18 ივლისი, 14:56
მადლობა
0 1 9