x
image
ბაჯაბაჯა
ტიბეტური მასტიფი.
image ტიბეტური მასტიფი, ძალიან ძველი ძიშის წარმომადგენელი ძაღლია, მისი სისხლის სისუფთავე განაპირობა იმ გეოგრაფიულმა გარემომ, სადაც მათ უწევთ და უწევდათ ცხოვრება. ტიბეტი, ხომ თოვლიანი მთების, მაღალი პლატოების და მწვანე ხეობების ქვეყანაა. ის მდებარეობს ჰიმალაის მთების ჩრდილოეთ ნაწილში და ჩინეთისგან გამოყოფილია, სამხრეთის მხრიდან გაუვალი, თოვლიანი მთებით. ჩრდილოეთიდან კი უდაბნოთი.


image მე-13-ე საუკუნეში, ჩინელ ვაჭრებს, დაცვის მიზნით თან დაჰყავდათ თავიანთი ძაღლები, ამან გამოიწვია ჯიშთა შორის სისხლის აღრევა. ერთადერთი ჯიში, რომელმაც შეინარჩუნა სუფთა სისხლი, ეს არის ტიბეტური მასტიფი. ამ ჯიშის ძაღლები იყვენე ძალიან ძლიერები, შეჩვეულნი მკაცრ კლიმატსა და ცხოვრების, არანაკლებ, მკაცრ პირობებს.

მასტიფის შესახებ ცნობები არსებობს ანტიკურ ხანაშიც კი, მან დაიმსახურა მრავალი ცნობილი ადამიანის ყურადღება, მათ შორის იყვნენ არისტოტელე და მარკო პოლო. ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ ამ ძაღლების, როგორც, ფიზიკური ასევე მორალური სიძლიერითაც. მათი ყეფა ისეთივე ძლიერი იყო, როგორც ნამდვილი ბრინჯაოს გონგის ხმა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჯიშის ძაღლისთვის.

მსოფლიოს საუკეთესო კინოლოგები განცვიფრებულნი იყვნენ, მასტიფითა და იმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ მათ ტიბეტურ კულტურაში. არსებობს აზრი, რომ სწორედ მასტიფები იყვნენ მალოსის ჯიშის ძაღლების წინაპრები.


პირველი მასტიფი, რომელიც ჩამოიყვანეს დასავლეთ ევროპაში, ლორდმა ხარდინგმა გამოუგზავნა, დედოფალ ვიკტორიას.

image
ტიბეტურ მასტიფს აქვს ხშირი სწორი ბეწვი, რაც ეხმარება მას, რომ ნებისმიერ ამინდში გაძლოს ღია ცის ქვეშ. მათ აქვთ ძლიერი ძვლები, სხეული და კუნთები, ასევე გააჩნიათ დიდი გამძლეობა, რაც ეხმარებათ დიდი და რთული მარშუტების დაძლევაში. მისი ბეწვი უფრო ხშირდება კისრის ზემოთ. ტიბეტური მასტიფის შეფერილობა მაგიურად ითვლება. თეთრი ლაქა მკერდზე, აღნიშნავს მამაც გულს, ღია ფერის ლაქები თვალებს ზემოთ კი - კიდევ ერთ წყვილ თვალს, რომელიც, ეხმარებათ მათ ადამიანის სულის დანახვაში და აზრების წაკითხვაში, ეს ლაქები, ასევე ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მსტიფებს არასოდეს სძინავთ. ბუნებით მშვიდი, თავშეკავებული ძაღლი, ერთი იმ რამდენიმე ძაღლს შორის, რომლმებსაც, შეუძლიათ ცხოვრება ოჯახშიც და ამასთანავე სახლის მცველის როლის შესრულებაც. მას აქვთ კარგი დამოკიდებულება სხვა ჯიშის ძაღლებთან, მაგრამ აგრესიაზე პასუხობს აგრესიითვე. მისი განმასხვავებელი თვისებაა, სისუფთავის განსაკუთრებული მოყუვარულობა, ის ამაში თითქმის კატას ჰგავს, იგი არ არის დამოკიდებული თავის პატრონზე.

ტიბეტური მასტიფის გაწრთვნა, არ მოითხოვს დიდი ძალისხმევას, იგი ძალიან დამჯერი და ჭკვიანი ძაღლია. მისი გონებამახვილობა ხშირად გვაგონებს გერმანულ დოგსაც.

იმედია მოგეწონათ სტატია. ახლა კი გემშვიდობებით, შემდეგ სიახლემდე. image

24
1839
14-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
1839
  
2013, 20 ნოემბერი, 14:50
რამდენიმე ათასი ღირს როგორც ვიცი და სად უნდა იყიდო არ ვიცი
2013, 20 ნოემბერი, 14:49
რა ღირს, ვაბშე სად უნდა იყიდო ეგა ხომ არ იცი
2013, 20 ნოემბერი, 14:34
მეც ძალიან მინდა, მარა ძვირია და სახლიც დიდი სჭირდება :D კი არა და ეზო
2013, 20 ნოემბერი, 10:44
აუ ეგეთი ზაღლი ძალიან მინდა , აი ძალიან!
2013, 20 ნოემბერი, 10:44
ნახევრად მგელი ძაღლი როგორ დაკარგე ტოო!!!
2013, 31 იანვარი, 11:47
მესმის ... :)
2013, 30 იანვარი, 23:57
სოფელში ახლა ავჩარკა და დობერმანი მყავს. მამაჩემი უვლის, მაგრამ მე ვეღარ ვარ იმ ძაღლებთან ისე ახლოს როგორც ჩემს ძაღლთან ვიყავი. ის მიყვარდა და იმის მერე ძაღლისკენ არ მიმდის გული. თუმცა ისინიც კარგი ძაღლები არიან, მაგრამ იმნაირს ვეღარ ვიპოვი :(
2013, 30 იანვარი, 23:49
ხო ვიცი, ეგეთი შემთხვევისთვის რამე უფრო პატარას ვფიქრობ, მშვიდს... თორე ასეთის ყოლისთვის, მინიმუმ დიდი ეზო მაინც მჭირდება ...
2013, 30 იანვარი, 23:47
:) ეგეთი ძაღლი ქალაქისა და მანქანისთვის ცოდოა. მე ყველა ძაღლი მეცოდება ქალაქში. ნუ კაცური ძაღლები თორე ძაღლის პროვოკაციებს არ ვგულისხმობ
2013, 30 იანვარი, 23:45
კი ვიცი , გამომიცდია .. სწორედ მაგიტომ არ მყავს სხვანაირი მოვლა, რომ უნდა... თითქმის მთელი დღე სახლში ღ ვარ, სამსახური, ვარჯიში სწავლა და მეგობრები ... დრო ცოტააა, აი მანქანას თუ ვიყიდი დიდს აუცილებლად ძაღლსაც ვიყიდი და სულ თან მეყოლება ...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10