x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
როგორ გვაფასებენ ადამიანები სახელის მიხედვით?
ქეითი თუ გქვიათ ექსტრავერტი შეიძლება იყოთ. ან ჯეკი, ან კარტერი, მაგრამ ოუენი, ჯოანა ან ლორენი, ეს სახელები შესაძლოა ემოციურობასთან და კეთილგანწყობასთან ასოცირდებოდეს.

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე შეაფასეს ეს სახელები „Journal of Experimental Psychology: General“- ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში. ამ კვლევის მიხედვით, ჩვენ სახელებში არსებულ ბგერებს კონკრეტულ თვისებებთან ვაასოცირებთ, მაგალითად, ადამიანები ასოებს -ს და -ს სულ სხვა თვისებებთან აკავშირებენ, ვიდრე -ს და -ს. თუმცა რაღა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ქეითი ჰქვიათ სინამდვილეშიც მაინცდამაინც უფრო ექსტრავერტები არიან, ვიდრე ლორენები.

image

University of Calgary-ის მკვლევრების დევიდ სიდუს და მის კოლეგებს აინტერესებდათ, ვიყალიბებთ თუ არა ადამიანების პიროვნებაზე წარმოდგენებს მათი სახელების მიხედვით, უფრო კონკრეტულად აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, შეიცავს თუ არა მათი სახელი ნაზალურ, ცხვირისებრ ასოებს, როგორებიცაა მ, ლ და ნ, თუ უხმო, მოკლე ბგერებს, რომლებიც ვოკალურ ტრაქტში ჰაერის ბლოკირებით ფორმირდება, როგორებიცაა თ, ქ და ფ.



სამი კვლევის განმავლობაში, მეცნიერებმა 180 მონაწილეს აჩვენეს პიროვნული თვისებების ჩამონათვალები, რომლებიც გამოხატავდნენ კეთილსინდისიერებას ( მაგ „შრომისმოყვარე“) ან ექსტრავერსიას ( მაგ: „სოციალური“). ამავდროულად, აჩვენეს სახელები, რომლებიც მოიცავდნენ ნაზალურ ბგერებს( ლორენი) და მოკლე ბგერებს (ქეითი).


ერთ კვლევაში, მონაწილეებს უნდა აერჩიათ რომელი სახელი უხდებოდა ყველაზე მეტად ნაჩვენებ თვისებას, მეორეში კი უნდა ეთქვათ თუ რამდენად შეეფერებოდა ერთი თვისება კონკრეტულ სახელს. მესამეში, მონაწილეები აფასებდნენ გამოგონილი სახელების (მსგავსი ასო-ბგერებით, მაგალითად, მორენი ლორენის მაგივრად, თეითი ქეითის მაგივრად და ა.შ.) პიროვნებას.


სამივე კვლევაში მონაწილეებმა ნაზალური ბგერების შემცველი სახელები (მაგ, ლორენი) თანხმობისადმი მზაობის სკალაზე მაღალი ქულებით შეაფასეს. ორ კვლევაში კი მათ ასეთი სახელები ნევროტულობის და კეთილსინდისიერების სკალაზეც მაღალი ქულებით შეაფასეს. ამის საპირისპიროდ. მოკლე ბგერების მქონე სახელები, როგორებიცაა ქეითი ექსტრავესიის სკალაზე შეფასდა მაღალი ქულებით.


საინტერესოა თუ რატომ უნდა შეაფასო ზოგიერთი სახელი როგორც უფრო ექსტრავერტული ან როგორც უფრო კეთილი? იქნებ სახელები მართლაც კავშირშია ჩვენს თვისებებთან. ამის გასარკვევად, მეცნიერებმა 1000 ზე მეტ მონაწილეს სთხოვეს ონლაინ პიროვნული კითხვარების შევსება, მაგრამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს, რაც ამ ჰიპოთეზას დაამტკიცებდა.


მეორე შესაძლებლობაა, რომ ადამიანებს ზოგიერთ სახელთან გარკვეული თვისებების ასოციაციები აქვთ ჩამოყალიბებული. შესაძლოა მათ მართლაც ჰყავთ განსაკუთრებულად კეთილი და თავაზიანი მეგობარი სახელად ლორენი. თუმცა, ის ფაქტი, რომ კვლევაში გამოგონილი სახელებიც მსგავს ასოციაციებს იწვევდა ამ მოსაზრებას არ ადასტურებს.


ამის მაგივრად, მეცნიერებმა შემოგვთავაზეს მოსაზრება, რომ ჩვენ ზოგიერთ ბგერებს გარკვეულ ემოციურ კონტექსტთან ვაკავშირებთ. მაგალითად, ადამიანები რბილ, ნაზალურ ბგერებს უფრო წყნარ სიტუაციებში იყენებენ და აი სწორედ ამიტომ, გვგონია, რომ ნაზალური ბგერებიანი სახელების მქონე ადამიანები, მაგალითად „ლორენები“ და „ოუენები“ უფრო კეთილი, თავაზიანი და კეთილსინდისიერები არიან. ამასთან ერთად, მოკლე, უცაბედი ბგერები ისეთ სახელებში, როგორებიცაა „ჯეკი“ ან „ქეითი“ სისწრაფის, ენერგიის და შესაბამისად ექსტრავერსიის ასოციაციას იწვევს.


რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეალურ სამყაროში სახელთან დაკავშირებული ასოციაციები სერიოზულ გავლენას ახდენდნენ ჩვენ მიერ ადამიანების განსჯაზე, თუმცა იმის ცოდნა თუ რასთან არის დაკავშირებული კონკრეტული ბგერები მაინც გამოსადეგი ინფორმაცია შეიძლება იყოს, მაგალითად, კომპანიის მფლობელისთვის, რომელსაც სურს თავის კომპანიას მიმზედველი სახელი დაარქვას ან მწერლისთვის, რომელსაც სურს თავისი პერსონაჟის სახელი მის ხასიათს ზუსტად გამოხატავდეს.



0
60
შეფასება არ არის
ავტორი:თინა სოლომონია
თინა სოლომონია
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0