x
მეტი
  • 16.09.2019
  • სტატია:94785
  • ვიდეო:342561
  • სურათი:456811
სირიაში რუსეთის საარმიო სპეცრაზმის სამი ოფიცერი დაიღუპა ნაღმზე აფეთქების შედეგად

image რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავიდან უარჰყო ინფორმაცია სირიაში, რუსეთის საარმიო სპეცრაზმის სამი ოფიცრის დაღუპვის თაობაზე, თუმცა მას შემდეგ რაც რამდენიმე რუსულმა გამოცემამ გამოაქვეყნა დაღუპული ოფიცრების სურათები იძულებული გახდნენ დაედასტურებინათ 3 ოფიცრის დაღუპვა სირიაში.
უნდა ითქვას, რომ რუსი ოფიცრების დაღუპვაზე ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა სააგენტომ " РБК "-ამ, მათი ინფორმაციით 3 სექტემბერს რუსეთის არმიის სპეცრაზმის ჯგუფი, რომელიც 8 მებრძოლისგან შესდგებოდა და სადაზვერვო მისიას ასრულებდა, გაიყო ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი, რომელიც ძირითადად ოფიცრებისაგან შესდგებოდა დანაღმულ ტერიტორიაზე შევიდა, ჯგუფი რომელსაც გამნაღმველი მებრძოლი არ ახლდა პირველივე ნაღმზე აფეთქდა. საუბარია მხტუნავ, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე "ОЗМ-72", რომელსაც გამნაღმველები მეტსახელად "ნაღმ-ბაყაყს" ვეძახით. დაჭრილების დასახმარებლად მეორე ჯგუფი მობრუნდა. პირველი ჯგუფის დასახმარებლად წამოსული მეორე ჯგუფი ყოველგვარი წინასწარი დაზვერვის გარეშე შევიდა დანაღმულ ზონაში, ამჯერად მეორე ჯგუფის შესვლას დანაღმულ ტერიტორიაზე იმავე ტიპის ნაღმის ამოქმედება მოჰყვა.
საერთო ჯამში დაიღუპა 3 ოფიცერი და დაიჭრა 5-ი სპეცრაზმელი. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, სხვა წყარომ 2 დაჭრილი დაასახელა, რაც ჩემი აზრით ნაკლებად დამაჯერებელია, როცა 3 ოფიცერი იღუპება ამ ტიპის ნაღმის ამოქმედების გამო გამორიცხულია მხოლოდ 2 მებრძოლი დაჭრილიყო, რადგან აღნიშნული ტიპის ნაღმი ჯერ მაღლა ხტება და შემდეგ ხდება აფეთქება, რაც აუცილებლად გამოიწვევდა 2-ზე მეტი მებრძოლის დაზიანებას.
დაიღუპნენ: მაიორი რომან მიციკი, კაპიტანი დიმიტრი სისკოვი და უფროსი ლეიტენანტი კირილ ნიკონოვი.
სამივე ოფიცერი მსახურობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებში.
სამივე ოფიცერი დაიღუპა იდლიბის პროვინციაში მდებარე დასახლებულ პუნქტ ჯურინში.
თავის მხრივ "ეროვნული განთავისუფლების ფრონტმა" გაავრცელა ინფორმაცია რუსული სპეცრაზმის მიმართ განხორციელებულ წარმატებულ ოპერაციაზე.

0
88
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
88