x
image
ეკა ლაცკა
"ამას ჩვენ, მათი მშობლები ვაკეთებთ — ადამიანები, რომლებმაც ბავშვებს სიყვარული უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ზოგჯერ, ჩვენივე სურვილის წინააღმდეგ, საპირისპიროს ვჩადით"- ასტრიდ ლინდგრენის რჩევა ყველა მშობელს
image

„ ..ჩვენ გვმართავენ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ ღვთაებრივი წინასწარმეტყველებისა და სიბრძნის უნარი. ისინი ჩვენნაირები არიან — თავიანთი სისუსტეებითა და ვნებებით, მაგრამ ხელთ უპყრიათ ძალაუფლება.

რატომ იღებენ ეს ადამიანები ესოდენ უვარგის გადაწყვეტილებებს? ბუნებითი ბოროტების გამო ხომ არა?

მე ასე არ მგონია. ბავშვი დაბადებისას არც კარგია და არც ცუდი. მაშ, ვინ წყვეტს, როგორი იქნება ის შემდგომში — კეთილი და გულისხმიერი თუ სასტიკი და გულქვა მგელი?

ამას ჩვენ, მათი მშობლები ვაკეთებთ — ადამიანები, რომლებმაც ბავშვებს სიყვარული უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ზოგჯერ, ჩვენივე სურვილის წინააღმდეგ, საპირისპიროს ვჩადით.

image

ერთხელ ერთი პასტორის მეუღლეს შევხვდი, რომელმაც მითხრა:


“პირველი შვილი რომ შემეძინა, ბავშვის ცემის სიკეთისა საერთოდ არ მეჯერა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბავშვების გაროზგვა ძალიან გავრცელებული მეთოდი იყო".

მაგრამ მერე, როცა ბავშვი 4 თუ 5 წლისა გამხდარა, რაღაც ისეთი ცელქობა ჩაუდენია, რომ პასტორის ცოლს პირველად ცხოვრებაში პრინციპებისთვის უღალატია და შვილის გემოზე გაროზგვა გადაუწყვეტია.

ბავშვი თავად გაუშვია ეზოში წკეპლის მოსატანად.

image

ბიჭს კარგა ხანს დააგვიანდა და როცა დაბრუნდა, სახე ერთიანად ცრემლებით ჰქონდა სველი. მისულა და დედისთვის უთქვამს:

„დედიკო, წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ ქვა მოგიტანე და შეგიძლია მესროლო“.

და ამ დროს დედამ ცოცხლად შეიგრძნო ბავშვის თვალით აღქმული ვითარება:

„თუ დედას უნდა ტკივილი მომაყენოს, მაშ, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებს ამას — წკეპლით თუ ქვით“.

image

გულშეძრულ დედას შვილი კალთაში ჩაუსვამს და ერთად უტირიათ.

მერე კი ბიჭის მოტანილი ქვა სამზარეულოს თაროზე შემოდო, როგორც მუდმივი შეხსენება იმისა, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის.

არცერთ ჩვენგანს არ აწყენდა ქვა სამზარეულოს თაროზე, რათა მუდამ გვახსოვდეს..“

ასტრიდ ლინდგრენი

..

ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
, მე ასეთი დიდებული სიყვარულის ჩრდილქვეშ გავიზარდე"- ასტრიდ ლინდგრენი


0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0