x
image
ეკა ლაცკა
რას ნიშნავს სახელი გიორგი და რატომ შეარქვეს თბილისელ გოგონებს გიორგინები
გიორგი - საკუთარი სახელი მომდინარეობს ბერძნული სახელიდან გეორგიოს (Γεώργιος), რომელიც თავის მხრივ წარმოებულია ბერძნული სიტყვისგან გეორგოს (Γεωργός) და ნიშნავს „მიწათმოქმედს“.

სიტყვა Γεωργος ნაერთი სიტყვაა, წარმოებული სიტყვებისგან :

გე (Γῆ) - „მიწა“,

და


ერგონ (ἔργον) - „ვმუშაობ“.


სახელი გიორგი საკმაოდ პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს სამოქალაქო რეესტრში 151 239 ადამიანია ამ სახელით დარეგისტრირებული.

ის არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული სახელია და მას წერენ ასე:

ინგლ. George
არაბ. جرج, جرجس, جورج, خضر
სომხ. Գեվ, Գեվոր, Գեվորգ, Գեւորգ
ბულგ. Георги, Гошо, Жоро
უნგრ. György
ბერძ. Γεώργιος, Γιώργος
ებრ. ג׳ורג׳
ესპ. Jorge
იტალ. Giorgio
კორ. 조지
ლათ. Georgius
გერმ. Georg, Gorch, Jörgen/Jörg, Jürgen/Jürg
პოლ. Jerzy
რუმ. Gheorghe
რუს. Георгий, Юрий, Егор
უკრ. Юрко, Юр, Юрій, Георгій
ფინ. Yrjö, Yrjänä, Jori, Jyri, Jyrki
ფრანგ. Georges
ხორ. Juraj, Jurica, Jure, Đuro
ჩეხ. Jiří
იაპონ. ジョージ, 譲治, 譲二, 譲次


ამ თემას კი გიორგი გაგა მიქელაშვილის პატარა, ლამაზი ჩანაწერით დავასრულებთ:

image

“,

"გიორგინები მე თბილისელ გოგოებს შევარქვი, რადგან ამ ბებერ თბილისში არ დადის არც ერთი გოგო, ერთ გიორგის მაინც რომ არ ჰყვარებოდა ოდესმე...
და თუ, რომელიმე გოგო მაინც იტყვის, რომ თვითონ არც ერთ გიორგის არ ჰყვარებია... გამოდის, რომ ის მორცხვ გიორგის უყვარდა და ვერა შეჰბედა რა ამის შესახებ..."

გიორგი გაგა მიქელაშვილი


2
1152
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1152
  
2019, 5 მაისი, 18:30
მადლობა ❤
2019, 5 მაისი, 18:28
რა საყვარელი სტატიაააააა......
0 1 2