x
image
ეკა ლაცკა
" მოთმენის დედაც! რაც არ მოგწონთ მოიშორეთ და გაშორდით", რადგან... - ჩარლზ ბუკოვსკი და მისი წერის აბსოლიტურად განსხვავებული მანერა
image

ჰენრი ჩარლზ ბუკოვსკი(მეგობრებისთვის უბრალოდ ჰენკი) წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი პოეტი, ლიტერატორი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი; ე. წ. "ბინძური რეალიზმის" მიმდინარეობის წარმომადგენელი.

ბუკოვსკის წერის მანერა თავისებური და აბსულიტურად განსხვავებულია.

"თუ გინდა პოპულარული მწერალი ან პოეტი იყო ადექი და წერე სირობები, რომელიც ტრივიალურია და ყველას ესმის - ხალხი შენზე ჭკუას დაკარგავს.


მაგრამ, თუ გინდა უკვდავყო შენი და შენი ნამუშევრების სახელი - ადექი შე ნაბიჭვარო და მეტი მოინდომე, გაძვერი ტყავიდან. ჩაუღრმავდი შენ თავს.... წერე ის, რასაც გრძნობ და არა ის, რასაც საზოგადოება მოგიწონებს და რაზეც ტაშს დაგიკრავენ...."

image

- ამბობდა ის და მართლაც... წერდა მხოლოდ იმას, რასაც რეალურად განიცდიდა.


ბუკოვსკიზე მნიშვნელოვანი გავლენას ახდენდა მისი ქალაქის, ლოს -ანჯელესის, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური პირობები. მის ნაწარმოებებში ცოცხლდებოდა ხელმოკლე ამერიკელების ყოველდღიური ცხოვრება, ალკოჰოლი, ურთიერთობა ქალებთან, ყოველდღიური დამღლელი სამსახურეობრივი რუტინა.

ბუკოვკის სამყარო უბრალო ხალხით იყო დასახლებული - საინტერესო, ტრაგიკომიკური, მეგობრული და გულისხმიერი ადამიანები, ბანალური მეძავები, პირფერი ოფიციანტები, მექსიკელი მატადორების გაღარიბებული ნათესავები, უპრეტენზიო ბრიყვები, შოვინისტი “მაჩოები” და სხვა...

მას ერთნაირად უყვარდა და სძულდა ცოდვიანიც და უცოდველიც!

ის გაიძულებდა გეფიქრა რამ მიიყვანა ადამიანი ცოდვამდე.


*
"ჩემი არსებობის ნახევარზე მეტი ხანი დაჩაგრული ვიყავი, მიზეზი კი, რა თქმა უნდა, თავმდაბლობა და სიმშვიდე იყო. ხო, ისეთი ვიყავი, აი, ხალხი 'პატიოსანს' რომ ეძახის. ენით ჩემს პატიოსნებას ლამის სიწმინდედ მინათლავდა ჩემ ირგვლივ ყველა ადამიანი, თუმცა საქმეებით ისინი ურცხვად მიყენებდნენ და შეურაცხმყოფდნენ.

როგორც კი თამამი გავხდი და მიზნის მისაღწევად საზოგადოების, ხო იმ ხალხის ვინც მიყენებდა, აზრი დავიკიდე და ყველას საკუთარი ადგილი მივუჩინე, სიტუაცია რადიკალურად შემეცვალა. ახლა უკვე, სიტყვებით ყველა მაგინებდა (ზურგს უკან რასაკვირველია), საქმით კი პატივს მცემდნენ... ყველა ნაბიჭვარს საკუთარი ადგილი მივუჩინე, საბოლოოდ კი ძალიან კმაყოფილი და თავდაჯერებული გავხდი....

ხო, პატიოსნების დედაც, როცა ის თავმოყვარეობასა და თვითდაჯერებულობას გაკარგვინებს, ამას ჯობია იყო ნაბიჭვარი, თუმცა ყველა პატივს გცემდეს და შენი შიში ჰქონდეთ...

დამიჯერეთ, დედამიწა არ არის ის ადგილი, პატიოსნება რომ დადებითი თვისება იყოს..."


image

ბუკოვსკის დაწერილი აქვს ასობით მოთხრობა და ექვსი რომანი, რომლებიც ერთობლივად ექვს წიგნად არის გამოცემული.

მისი ნაწარმოებები საკმაოდ პოპულარულია მთელს მსოფლიოში.

წერის საოცრად დახვეწილი მანერა, სარკაზმული იუმორი, რომელიც გაფიქრებს და გაცინებს ერთდროულად, მისი ფარული, შემპარავი მინიშნებები რუტინული ცხოვრების წინააღმდეგ - განაპირობებს მისი შემოქმედების მოჭარბებულ აქტუალობას, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველა დროს გაუძლებს.

image

*
"ზოგიერთ ადამიანებს არ შეუძლიათ ჭკუიდან გადასვლა, ამიტომაც მათი ცხოვრება საშინლად მოსაწყენია."
- გეუბნება უხეში ჩარლი და უნებურად შენც გბეზრდება შენს გარშემო გამეფებული ერთფეროვნება...

"სიყვარული ძვლებში მტეხს... მე კი — ვიცინი"- კითხულობ და ტკივილის ნაცვლად შენც გინდა იცინო...


image

ბუკოვსკის დაწერილი აქვს ათასობით ლექსიც... რომელთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებით შთამბეჭდავია:

...

ისინი არაფერზე არ ოცნებობენ /თარგმანი : ალექსა ჩიღვინიძე /

ბებერმა, ჭაღარა ოფიციანტებმა
უარი თქვეს მასზე
ღამით კაფეში
როცა მე მივდიოდი
განათებულ ბორდიურზე
და ვიხედებოდი
ამ ღვთისგან მივიწყებულ კაფეებში
ვხედავდი რომ მათ ის დაკარგეს.

მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც მართავენ მანქანებს
და იმის მიხედვით თუ როგორ მართავენ მანქანებს
ვხვდები, რომ მათ არავინ არ უყვართ
და არავის არ უყვარს ისინი
და სექსიც კი აღარ აინტერესებთ
და ეს ყველაფერი დავიწყებულია,
როგორც ძველი ფილმი.

მე ვხედავ ადამიანებს სუპერმარკეტებში
რაღაცას ყიდულობენ
გასასვლელისკენ მიიჩქარიან
და იმით თუ როგორ აცვიათ
როგორ მოძრაობენ
მათი სახეების თუ თვალების მიხედვით
ვხვდები რომ არავისთან არა აქვთ საქმე
და არავის არა აქვს საქმე მათთან.

ყოველდღე ვხვდები
ასობით, აბსოლუტურად
გატეხილ ადამიანს.

იპოდრომებზე და სხვა სპორტულ შეჯიბრებზე
ვხედავ ათასობით ადამიანს
და არავის თანაუგრძნობენ
და არავინ თანაუგრძნობთ მათ.

მე ყველგან ვხედავ ადამიანებს
რომელთაც სჭირდებათ საჭმელი,
სისხლი და ტანსაცმელი
და ისინი მუდამ ამაზე არიან კონცეტრირებულნი
და არაფერზე არ ოცნებობენ.

მიკვირს როგორ არ ქრებიან
ეს ადამიანები
არ მესმის, რატომ არ კვდებიან
ან რატომ არ კლავთ მათ ღრუბელი
რატომ არ კლავენ მათ ძაღლები
რატომ არ კლავენ ბავშვები და ყვავილები
არ მესმის

მაგრამ ალბათ ისინი უკვე მოკვდნენ
მაგრამ მაინც ვერ ვეჩვევი
მათთან ყოფნას
იმიტომ რომ ძალიან ბევრნი არიან

და ყოველ დღე
და ყოველ ღამე
ისინი სულ უფრო და უფრო
მეტნი ხდებიან
მეტროებში და
სახლებში და
პარკებში.

მათ არ ეშინიათ
რომ არ უყვართ
და არავის არ უყვარს ისინი

ჩემი თანამოძმეების
ჭრელი, ჭრელი,
ბრბო.

image

ჩარლზ ბოკოვსკი 1994 წლის 9 მარტს გარდაიცვალა. მისი საფლავის ქვაზე ამოკვეთილია, მასსავით უცნაური და დამაფიქრებელი ეპიტაფია, რომელზე დასკვნის გამოტანაც მკითხველისთვის მიგვინიდა... ეპიტაფია კი ასე ჟღერს " ნუ ეცდებით ".

ამ ჩანაწერს კი ჰენკის სიტყვებით დავასრულებ:

"...ვინც მოითმენს, ის აუცილებლად წააგებს!.. არ შეიძლება ადამიანმა მოითმინოს უსამართლობა და თვალი დახუჭოს იმაზე, თუ როგორ იყენებენ მას ყველა სიტუაციაში... მოთმენის დედაც, რაც არ მოგწონთ მოიშორეთ და გაშორდით...."

1
1258
3-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1258
  
6 ივნისი, 19:10
მართლა ძაან მაგარია ბუკოვსკი. წაიკითხეთ, არ ინანებთ
0 1 1