x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
პატარა ირანელი გოგონას ქორწილის ვიდეომ ჟურნალისტი აატირა
image

ვიდეომ, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ათხოვებენ პატარა გოგონას მოწიფულ მამაკაცზე, ჟურნალისტი მასიჰ ალინეჯადი აატირა.

ინციდენტი ირანის ერთ-ერთ პროვინციაში მოხდა.კადრებზე ჩანს, თუ როგორ ზეიმობენ ოჯახის წევრები და ნათესავები. ისინი ტაშს უკრავენ, მღერიან და ცეკვავენ. დივანზე კი ნეფე-დედოფალი ჩამომსხდარან: წვერიანი, მოწიფული მამაკაცი და პატარა გოგონა, რომელიც, ჟურნალისტის თქმით, 13 წლისაც არაა. ერთ მომენტში კი ჩანს, თუ როგორ იწმენდს გოგონა თვალზე მომდგარ ცრემლს.

ჟურნალისტმა ეს ვიდეო ტვიტერზე დადო და დაწერა, რომ იტირა მას შემდეგ, რაც ეს კადრები ნახა.მოგვიანებით, ასევე ირანელმა ჟურნალისტმა ბაბაქ თაგვეიმ კომენტარი გააკეთა და დაწერა, რომ გოგონა 9 წლისაა. ვიდეო 300 000-მდე მომხმარებელმა ნახა, რომლებიც აღშფოთებას გამოთქვამენ და მომხდარს დანაშაულს უწოდებენ.


“ეს ბავშვზე ძალადობაა. გული მეფლითება"-დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

“ეს ამაზრზენია. თანაც, ვიდეოში არავის აქვს დამწუხრებული სახე. მათ ეს ნორმალურად მიაჩნიათ. ეს ასე არაა. მამაკაცი-პედოფილია, მშობლები კი ბავშვზე ძალადობენ. რა იციან ამ ბავშვმა-პატარძლებმა იმის შესახებ, თუ რა ელით მომავალში?-ძალადობა, ცემა და ა.შ."-წერს სხვა.

“ყველაფრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვიდეოში აღბეჭდილმა სხვა ქალებმაც იგივე გზა გამოიარეს, თუმცა, ახლა თავად უშვებენ, რომ იგივე გზა მათმა ქალიშვილებმაც გაიარონ, იმის ნაცვლად, რომ გაერთიანდნენ და ეს შეაჩერონ".


ვიდეოს სანახავად დააწკაპუნეთ აქ

0
433
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0