x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96535
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458422
18 მტკიცებულება იმისა, რომ ევროპელი იაპონელს ვერასდროს გაუგებს
image


იაპონია მსოფლიოს საკუთარი მიღწევებითა და ტექნოლოგიური სიახლეებით მუდამ აოცებს. ჯერ მხოლოდ ის სიახლე რად ღირს, რომლის თანახმადაც, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (ხმის მიცემის მიხედვით, გაირკვა რომ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს იაპონია, კერძოდ კი ტოკიო უმასპინძლებს) ტოკიო გამარჯვებულ სპორტსმენებს, სწორედ გადამუშავებული ელექტრონული ნარჩენებისგან დამზადებული მედლებით დააჯილდოებს (როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის ყველა მედალი ელექტრონული ნარჩენებისგან - ლეპტოპებისგან, სმარტფონებისგან და ვიდეო კამერებისგან იქნება დამზადებული) იაპონელები ბანალურები არასდროს ყოფილან, ხოლო მათი ყოველდღიური ყოფა და კულტურა, გულწრფელ ინტერესსა და აღფრთოვანებას მთელ მსოფლიოში დღემდე იწვევს. გთავაზობთ 18 უჩვეულო გამოგონებას, რომელიც ამომავალი მზის ქვეყანას, სულ სხვა კუთხიდან დაგანახებთ. სტატიის ბოლოს კი ბონუსი გელით, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იაპონური მენტალიტეტი უნიკალურია.


1. "ადამიანური Uber"-ი საშუალებას გაძლევთ სხვისი სხეულის გამოყენებით ღონისძიებებს დისტანციურად დაესწროთ


image


2. მეტროს ზოგიერთი სადგური ველოსიპედის, სპეციალური ასატანი ლიფტებით არის აღჭურვილი


image


3. ანიმაციური სტუდია "გიბლის" მუზეუმის ბილეთები, რომელიც ანიმაციური ფილმების მონტაჟური კადრებისგან არის აწყობილი


image


4. მზის ენერგიაზე მომუშავე რობოტი - მგლები, რომლებიც იაპონელი ფერმერების მოსავალს იცავენ



image



5. იაპონიაში რძე ისეთ კონტეინერებში მოაქვთ, რომ ის ცაცია ადამიანებისთვისაც იყოს მოსახერხებელი


image


6. რესტორანი პრივატული მომსახურებით, სადაც ოფიციანტები სტუმრებს ვერ ხედავენ


image


7. ნარიტას აეროპორტში ნათლად დაინახავთ წარწერას, რომელზეც ინგლისურად წერია "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იაპონიაში", იაპონურად კი - "კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში"


image


8. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პოკემონი გეოდუდი ივატეს პრეფექტურაში ტურიზმის ელჩად დაინიშნა


image


9. ტაქსში სპეციალური ღილაკი არსებობს, რომლის საშუალებითაც მძღოლს შეგიძლიათ მანქანის ნელა ტარება სთხოვოთ


image


10. იაპონიაში ჩქაროსნული მატარებლები პრაქტიკულად იდეალური სიზუსტით მოძრაობენ


image


11. იაპონიის საცხობებში სალარო აპარატი საკონდიტრო ნაწარმს თავად ამოიცნობს და შეკვეთის საერთო ღირებულებას ავტომატურ რეჟიმში ანგარიშობს


image



12. აეროპორტში ბარგის დახარისხება სამგაზვრო ჩემოდნის ფერის მიხედვით ხდება, რათა მგზავრებს საკუთარი ბარგის პოვნა გაუადვილდეს


image


13. იაპონელებს მაღაზიის თაროებზე გამოფენილი ცნობილი პერსონაჟების შემოსვა ორიგინალურად უყვართ



image


14. ტოკიოს ზოგიერთ კაფეში ნათლად არის მითითებული თითოეული სტუმრისთვის განკუთვნილი სივრცე



image


15. გადაღლილი იაპონელები მძიმე სამუშაო დღის ბოლოს


image


16. საგანგებოდ მოწყობილი ჯაკუზი იაპონელების საყვარელი წყლის გოჭებისთვის


image


17. იაპონიის ქალაქ მუსასინოში, ნაგავსაწვავი ქარხნის ტერიტორიაზე სასადილო მდებარეობს, სადაც ადამიანებს პირდაპირ რეჟიმში, შეუძლით ნაგვის გადამუშავებას თვალყური ადევნონ


image


18. ქალაქ ნარას ქუჩებში ირმების "თავდასხმებს" ვერსად დაემალებით, მათ ოკუპირებული თითქმის ქალაქის მთელი ტერიტორია აქვთ


image


ახლა კი დაპირებული ბონუსი: აეროპორტში ტაქსები მწყობრად, რიგიდან რიგში გეომეტრიული სიზუსტით გადაადგილდებიან, რათა მგზავრებს რიგრიგობით მოემსახურონ






0
3510
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
3510