x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მიმოხილვა: ქართველები აზიაში
image

საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში ჰყავს ლეგიონერი. გამონაკლისი არც აზიის კონტინენტია, სადაც ერთადერთი ქვეყანა სადაც რამდენიმე წარმომადგენელი გვყავს უზბეკეთია.

ამ სტატია მიმოვიხილავთ ამ დროისთვის უზბეკეთში მოასპარეზე მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს

შოთა არველაძე - ფახთაქორი (მწვრთნელი)


46 წლის ქართველი სპეციალისტი 2017 წლიდან უზბეკეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდს უდგას სათავაში, მაგრამ ჯერ ტიტული არ მოუპოვებია. თუმცა არველაძე ამ ტრადიციას წელს აუცილებლად დაარღვევს და უზბეკეთის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. "ფახთაქორი" პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 15 ქულით უსწრებს. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ არველაძე უზბეკეთში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისი გუნდი შემტევი სტიკით გამოირჩევა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს - 18 ტურში მის გუნდს 58 გოლი აქვს გატანილი და ჯერ-ჯერობით მარცხი არ განუცდია (16 მოგება, 2 ფრე).

კახა მახარაძე - სოგდიონა (ნახევარმცველი)

31 წლის ნახევარმცველი რომელიც წლების განმავლობაში "ფახთაქორის" კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი იყო ამჟამად "სოგდიონას" ღირსებას იცავს და მისი გუნდი 30 ქულით მე-2 ადგილზეა და 5 ქულა აშორებს მეორე ადგილს, რომელიც აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსს იძლევა. მახარაძე რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული ახალ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან "სოგდიონას" რიგებში 20 მატჩში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

ვილი ისიანი - ბუხორო (ფორვარდი)

ისიანს კარიერის დიდი ნაწილი ბოლნისის "სიონში" აქვს გატარებული, ახლა კი მის ახალ გუნდს ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის ეხმარება. ვიკიმ უჯვე მოასწრო გუნდში რამდენიმე მატჩის ჩატარება და როგორც გუნდშინაცხადებენ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, თუნცა ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ მალე ის უფრო კარგ გუნდში გადავა სათამაშოდ. ისიანს გოლის გატანის ძალიან კარგი ალღო აქვს და მისი სახით "სიონმა" დიდი ძალა დაკარგა, "ბუხორომ" კი პირიქით...

ჯაბა ლიპარტია - ბუხორო (ფორვარდი)

"ბუხოროში" ისიანი ერთადერთი ქართველი არ არის. ამ გუნდში თამაშობს გამოცდილი ჯაბა ლიპარტიაც. ორივე ქართველი ერთ დროს გადავიდა ახალ გუნდშინდა ერთმანეთს ადაპტაციაში ეხმარებიან. ლიპარტიას კარიერის დიდი ნაწილი უკრაინულ "ზორიაში" აქვს გატარებული და გუნდის 10-იანიც იყო. ჯაბა უმალვე იქცა გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად და მისი გამოცდილება გუნდს ძალიან გამოადგება. ისიანისგან განსხვავებით ჯაბას მომავალი უზბეკეთში მისი ასაკიდან გამომდინარე ცოტა ბუნდოვანია და არ გამოვრიცხოთ ის მალე კვლავ დაუბრუნდეს ეროვნულ ლიგას, თუმცა მანამდე "ბუხოროს" მისი გამოცდილება სჭირდება რათა ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს.

ელგუჯა გრიგალაშვილი - ოლმალიქი (ნახევარმცველი)

29 წლის ნახევარმცველი რომელიც მართლაც გამორჩეულია უზბეკეთის ჩემპიონატში ცოტა გასაკვირია რომ ისეთ გუნდში ასპარეზობს, რომელიც თავის გადარჩენას ცდილობს. გრიგალაშვილი "ოლმალიქში" ახლახანს გადავიდა და და უკვე მოასწრო 4 გოლის გატანა. ის ინდივიდუალური თამაშით გამოირჩევა და იმედი გამოვთქვათ, რომ მალე უფრო ძლიერ გუნდში ან თუნდაც ძლიერ ლიგაში გადავა, რადგან მისი პოტენციალი "ოლმალიქის" დარ გუნდს არ შეეფერება.

0
61
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0