x
image
ნათია ჩხაიძე
ნდობა ზღვის ტალღებზე ლივლივია - მენდე !
image


გულაღმა დაწოლილხარ ტალღებზე? თვალები დაგიხუჭავს და ისე გაჩერებულხარ? ბევრი ამბობს, რომ ასე ყოფნა მისთვის სიმშვიდის მომგვრელია, თუმცა იტყუება. ერთი... სამი... ხუთი... ათი წუთის შემდეგ წყალში სწორდები, რომ გაიგო, რა სიღრმეზე ხარ, ნაპირიდან შორს ხომ არ წახვედი, ახლოს რამე ხომ არ დაცურავს, რომ არ დაგეჯახოს. თუ მშიშარაც ხარ და სიმაღლის ან სიღრმის გეშინია ( ამ შემთხვევაში ერთი და იგივე ხდება ეს ორი შიში, რადგან იმის გაფიქრება, რომ შენს ქვევით სიღრმეა, პარალელურად გაფიქრებინებს, რომ ფსკერიდან ძალიან მაღლა ხარ), სასწრაფოდ მოუსვამ ხელებს ტალღებზე და ნაპირზე გახვალ.


ნდობა სიკვდილის საფრთხესთან გააზრებული თანაცხოვრებაა, რომელსაც არ გაურბიხარ, არ გაშინებს საკუთარი დასასრული.


ადამიანები ერთმანეთისთვის ზღვა და ნაპირები ვართ. ერთმანეთს ხან თავს მივანდობთ, ხან ჩვენივე ნაპირებისკენ გავრბივართ. როგორც ნამდვილი ზღვა, სინამდვილეში არავინ არ ვართ სანდო, მაგრამ თუ გინდა რომ ენდო, უპირობოდ უნდა ენდო. თუ გინდა, რომ ილივლივო, უნდა ენდო. თუ გინდა, რომ შიშები დაძლიო, უნდა ენდო. სადაც ნდობაა, იქ ეჭვი არ არსებობს. ამ ორს ერთდროულად არსებობა არ შეუძლია.



ნდობა ზღვის ტალღებზე ლივლივია - მენდე !

0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0