x
თემები, რომლებზეც ერთხელ მაინც უნდა ელაპარაკოთ ბავშვებს
image


გიყვართ ბავშვთან ფსიქოლოგიური საუბრები თუ უბრალოდ მითითებებს აძლევთ რა უნდა ჭამოს ან რა უნდა ჩაიცვას, რომ ბედნიერი იყოს? ნებისმიერ შემთხვევაში არის თემები, რომლებზეც ლაპარაკი ბავშვებთან საკმაოდ რთულია, მაგრამ ამასთანავე აუცილებელიც.


ელაპარაკეთ არა მხოლოდ წარმატებაზე, წარუმატებლობებზეც


პრაკტიკაში ხშირად გვხვდება მშობლებისგან კითხვები: " როგორ ვასწავლოთ ბავშვს ადეკვატურად შეძლოს წარუმატებლობის გადატანა?". საწყისისთვის აუცილებელია განვსაზღვროთ საკუთარი დამოკიდებულება მომხდართან- ხშირად ბავშვები ზუსტად ისეთ რაღაცებს ვერ გადალახავენ, რაც მათ მშობლებს "გადახარშულიც" არ აქვთ. შემდეგ კი ბავშვებისთვის იმის მოყოლაა საჭირო, გამარჯვებამდე რამდენი წარუმატებლობა იყო, როგორ გახდა სიძნელეები წარმატების დასაწყისი ან როგორ როგორ შეიცვალა წარმოდგენა მოვლენების განვითარებისადმი. შეცდომები და წარმოდგენები- ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მასში ყოველთვის მოიძებნება ადგილი მოწყენისთვის, იმის გამო, რომ რაღაც არ გამოვიდა და სიხარული იმისთვის, რაღაც რომ გამოვიდა.



მოუყევით, რომ სიყვარულს პატიება შეუძლია


ბავშვებს სიყვარულის თემა 3-4 წლის ასაკიდან აინტერესებთ. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, უფროსებს, გვგონია, რომ ბავშვები ჩვენს სიყვარულში დარწმუნებულები არიან, ყოველდღიურობაში, რამდენჯერაც ბავშვების წინაშე ხმას ავიმაღლებთ, ისინი ყოველ ჯერზე ფიქრობენ, ვართ თუ არა კარგები და გვიყვარს თუ არა ისინი. ამიტომაც აუცილებელია რეგულარულად აუხსნათ, რომ მშობლების სიყვარული მუდმივია, მაშინაც კი, როცა ჩხუბობთ.


მოუყევით ბავშვს თავის სხეულზე ( განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში)


მშობლებისთვის ყველაზე ძნელია ბავშვებისთვის იმის ახსნა, თუ რა მოსდით მათ სხეულებს გაზრდის პერიოდში. ყველაზე ხშირი კითხვა, რომლებიც მშობლებს აქვთ, არის: - როდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვებისთვის თავისი სქესის ახსნა? ასე რომ, ძვირფასო მშობლებო, საჭიროა თავიდანვე დაწყება- ბავშვისთვის თავისი სხეულის გაცნობა, არ შევუქმნათ დასახელებისას სირცხვილის გრძნობის გაჩენა, მაგალითად, სასქესო ორგანოების სახელების დასახელებისას.


არ გაექცეთ თემას სიკვდილზე


ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ ბავშვმა სიკვდილის შესახებ არაფერი არ უნდა იცოდეს. ეს კი ძალიან მნშვნელოვანი თემაა ბავშვის განვითარების 3-5-ე წელს და ბავშვისთვის აუცილებელია ცხოვრების ამ ფაქტის გაცნობა და გაანალიზება, რომ ქვეყანაზე მუდმივი არაფერია და რომ ყველაფერს აქვს დასასრული. ამიტომაც, თუ ბავშვმა შემთხვევით ნახა მკვდარი მტრედი ან რომელიმე შინაური ცხოველი, არ იჩქაროთ უყიდოთ ზუსტად ისეთივე, ჯობია ბავშვთან ერთად გაიზიაროთ მწუხარება.


ესაუბრეთ, რა აინტერესებს


ხშირად მშობლებს ეჩვენებათ, რომ ბავშვი ყველაფერს დებილობას ამბობს და ლაპარაკის შეწყვეტით ცდილობენ სულ სხვა კითხვები დაუსვან, მაგალითად დღეს რა ჭამეს ბაღში, ვისთან ითამაშეს, რა ნიშნები მიიღეს? ამ დროს კი საუბრის გაწყვეტით შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გამოტოვოთ მისი ცხოვრებიდან. მოიკრიბეთ მოთმინება, ბავშვთან ურთიერთობა არ უნდა ჰგავდეს დამრიგებლურ მონოლოგებს. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით მეტი დრო უნდა ჰქონდეს ნათქვამის გასააზრებლად და საკუთარი აზრის გამოსახატად. ისწავლეთ კითხვების დასმა და ბავშვების განხილვაში ჩართვა. მაგალითად- "შენ რას ფიქრობ ამის შესახებ?, შენ რომელი ფერი მოგწონს? " და ა.შ.


ასეთი საუბრების მიზანია - თბილი და ნდობით აღსავსე ურთიერთობების ჩამოყალიბება ბავშვებთან. არ დაივიწყოთ ეს, მაშინაც კი, როცა გეჩვენებათ, რომ ბავშვი სულელობებს ლაპარაკობს ან არაფერი ესმის "ძნელ" საკითხებზე. ეს ახლაა პატარა, თორემ ძალიან მალე თქვენი ერთ-ერთი საუკეთესო თანამოსაუბრე უნდა გახდეს და მაშინ კი კარგი იქნება, თუ დაინტერესებული იქნება თქვენთან საუბრის.








ასევე ნახეთ

ადამიანის გონებაზე მანიპულაციის 9 ფსიქოლოგიური ხრიკი


ეს არასოდეს გააკეთოთ ურთიერთობაში პრობლემის მოსაგვარებლად


7 თვისება, რომელიც გაგამდიდრებთ


რას ამბობს თქვენი თვალის ფერი თქვენს ხასიათზე


7 ხერხი სურვილების ასასრულებლად, რომლებიც აქამდე არ იცოდით


7 რამ, რაც ცოტამ უნდა იცოდეს თქვენზე





0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0