x
image
ნათია ჩხაიძე
ადამიანის გონებაზე მანიპულაციის 9 ფსიქოლოგიური ხრიკი
image
თუ გინდათ ამა თუ იმ ადამიანმა გააკეთოს ის, რაც თქვენ გსურთ, არ არის აუცილებელი მას პირდაპირ უთხრათ. ეს შესაძლებელია სრულიად სხვა მეთოდითაც.ამისთვის რამდენიმე ფსიქოლოგიური ხრიკიც საკმარისია. ამ ხრიკების საშუალებით შეგიძლიათ თანამოსაუბრის აზრები მართოთ და მასთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ. ამისთვის კი სულაც არაა აუცილებელი პროფესიონალი ფსიქოლოგი იყოთ.
1. თუ გინდათ თქვენმა თანამოსაუბრემ თავი არაკომფორტულად იგრძნოს, პერიოდულად მზერა მიაპყარით შუბლის ცენტრალურ ნაწილში.
2. თუ ადამიანი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს თქვენს დასმულ კითხვებს, შეწყვიტეთ ლაპარაკი და თვალებში დაუწყეთ ყურება. თანამოსაუბრე კვლავ გააგრძელებს ლაპარაკს, მაგრამ მეტ დეტალებს მოჰყვება, რადგან თვალის მოუშორებლად კონტაქტი ნიშნავს, რომ თქვენ უკვე იცით სიმართლე.
3. თუ გინდათ ვინმესთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ, მაგ. ახალ სამუშაო გარემოში, სთხოვეთ ამ ადამიანს რამეში დახმარება, თუნდაც დახმარება საერთოდ არ გჭირდებოდეთ.
4. კითხვის დასმის შემდეგ, თავი ოდნავ დახარეთ. ეს ქმედება მეტად დამაჯერებლად მოქმედებს, იმ კითხვაზე, რომმელზეც გინდათ დადებითი პასუხის მოსმენა.
5. როცა ვინმეს ეუბნებით, რომ ის არაა იმ მდგომარეობაში, რამე გააკეთოს, თანამოსაუბრე მაქსიმალურად ეცდება საპირისპიროს დამტკიცებაში. კარგი საშუალებაა სასურველის მიღებისთვის.
6. თუ ხშირად გავიწყდებათ დაკეტეთ თუ არა კარი ან გამორთეთ თუ არა უთო, მოიგონეთ აზრსმოკლებული და უაზრო ფრაზა, მაგ. “ მწვანე კურდღელი”. წარმოთქვით ყოველ ჯერზე, როცა უთოს გამორთავთ. ეს ხრიკი დაგეხმარებათ არასდროს დაგავიწყდეთ მნიშვნელოვანი საქმეები .
7. საჯაროდ სიტყვით გამოსვლა გიწევთ? არასდროს დაგავიწყდეთ თან იქონიოთ ბოთლით წყალი! თუ უცებ დაგავიწყდებათ სიტყვა, მოსვით რამდენიმე ყლუპი წყალი და ვერავინ შეამჩნევს რომ დავიწყებული სიტყვების გახსენებას ცდილობთ.
8. თუ ვინმე განუწყვეტლივ გიყურებთ და თქვენ ეს არ მოგწონთ, შეხედეთ თქვენი ოპონენტის ფეხსაცმელს. ცოტა ხანში ის თქვენსკენ აღარ გამოიხედება.
9. ადამიანები კარგად ვიმახსოვრებთ, რა მოხდა დილას და საღამოს. ამიტომ, თუ გასაუბრებაზე ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიხართ, ეცადეთ შეხვედრები დილით ან საღამოს დაგეგმოთ. ამით მეტი შანსი გექნებათ მიზანს მიაღწიოთ .
როგორც ხედავთ, ადამიანის აზრების მართვა სულაც არაა ძნელი. მთავარია იცოდეთ ცოტაოდენი ფსიქოლოგია და როგორ გამოიყენოთ ისინი საჭირო მომენტში .
0
472
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0