x
image
ნიკოლოზ თაყნიაშვილი
"ისედაც ავადაა და დადის და ითვლის სხვების ფულს" - ნიკა გვარამიას კომენტარი რუსთავი 2-ის მოვლენებზე.

image


ნიკა გვარამია რუსთავი 2-ში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს


სრულიად სერიოზულად, რ2ში პრეზენტაციას აპირებენ წლების განმავლობაში, ვინ რამდენი ხელფასი და ბონუსი აიღო. ჯერ შიგნით მერე საჯაროდ.

პირად ინფორმაციას და კანონს და კონსტიტუციას რო დაარღვევენ ჯერ შიგნით, მერე საჯაროდ, ერთი საკითხი.

პრეზენტატოტ სალიაზე გულისამრევი ისაა, ვინც მაგას უყურებს და დაესწრება და უყურებს. ბარემ საძინებლებში დაესწარით თანამშრომლების სექსს.

და მესამე, ვიზეც ეგაა გათვლილი, მაგის პრეზენტაცია არ ჭირდება - ისედაც ავადაა და დადის და ითვლის სხვების ფულს. ეგ ავადმყოფობა ვისაც აქვს, ისედაც არ მჭირდება ახალ ტვში, თქვენთვის დაიტოვეთ.

ps ეს სალია ბოლოს რ2ის შენობაზე მიანათებს და ჩვენებას მოაწყობს, რომ მაშანტაჟებდნენ, იმ კადრების, და არ გამოვრიცხავ, ზოგი დაესწროს და უყუროს


პოსტს ნანუკა ჟორჟილიანი კომენტარით გამოეხმაურა:


არ მჯერა. ჯერ ერთი იმიტომ რომ იურისტია და იცის, როგორც კი სხვის შემოსავალს გაასაჯაროებს სარჩელს მიიღებს და მეორე, ისიც იცი რომ არავის საქმე არაა, ვინ, რამდენ ხელფასს იღებდა. შენი ხელფასი საჯარო იყო ათასჯერ და ამიტომ გაკვირვების ეფექტსაც ვერ მიიღებენ. და არც ის მჯერა, რომ მსგავსი ტიპის პრეზენტაციას ვინმე დაესწროს.


ასევე ნიკა გვარამიამ კომენტარი 7აგვისტოს დაწერილ თავისივე პოსტზეც გააკეთა:


ათი დღის წინანდელი პოსტია. ამის მერე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა აშკარად კლანჭები დაანახა ოცნებას და გუგუტიანთკარში სიარული და "რუსეთი ოკუპანტია" იძახეს რამდენიმე დღე. მერე ისევ გადავიდნენ რუსული დავალების შესრულებაზე: იმედმა საოცრება კინო დადო, პოზტივიები თუ რაღაცეები, იგივე რეფრენში გალობენ, თან სრული ინტენსივობით.


მე მითქვამს და გამოჩნდება: სამხრეთ ოსეთის ანექსია, როგორც ჩანს, გარდაუვალია და ამას გვაჩვევენ, რომ მერე სააკაშვილს დააბრალონ ან რაღაც მსგავსი იდიოტიზმი. მთავარია, "რუსეთის ადგილზე ყველა დიდი სახელმწიფო ასე იზამდა" განცდა გაჩნდეს. თან ლაზათიანად თვითონ ქმნიან პრეტექსტებს ამ ანექსიისთვის და ამარაგებენ დედა სამშობლოს, ანუ კრემლს. და თან, ჰოი დამთხვევავ და საოცრებავ, რ2ისგანაც დიდებულად გაიწმინდა სივრცე ("ჰოი დამთხვევავ და საოცრებავ"-ს ყურადღება მიაქციეთ, მომავლისთვის) მერე, სავარაუდოდ, "აფხაზეთის ანექსიით დაშინებულები" ნეიტრალიტეტზეც დავთანხმდებით, უბლოკო სტატუსზეც და ყველანაირ დედისტრაკებზე. ნუ, ან მანამდე, სულ მალე, დავთანხმდებით ამეებზე, სამაგიეროდ სამხრეთ ოსეთის ანექსიაც არ იქნება. და მალე აღარც საქართველო.

რა დიდებულია რუსეთის მონობა, რა თავისუფლად ვსუნთქავთ.

მე მითქვამს. თქვენ დააკვირდით.

1
539
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ თაყნიაშვილი
ნიკოლოზ თაყნიაშვილი
539
  
19 აგვისტო, 2:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1