x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პანიკური აშლილობა და აგორაფობია

image
პანიკური აშლილობის დროს ადამიანები პანიკის მწვავე, უეცარ შემოტევებს განიცდიან. ამ დროს ისინი ფიქრობენ, რომ კვდებიან ან სხვაგვარად კარგავენ კონტროლს. ძირითად ნიშანია შფოთვის განმეორებითი შეტევები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციას ან მოვლენას არ უკავშირდება და ამიტომ მათი წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.

შფოთვითი აშლილობის სხვა სიმპტომები სხვადასხვა პაციენტს განსხვავებული აქვს. ეს სიმპტომები შეიძლება იყო მოულოდნელად დაწყებული გულისცემის, გაძლიერებული პულსაციის, გულმკერდის არეში ტკივილის, ჰაერის უკმარისობის, თავბრუსხვევის ან არარეალურობის განცდა-დეპერსონალიზაციის ან დერეალიზაციის სახით.

პანიკური აშლილობის დიაგნოზი, რომ დაისვას სახზე უნდა იყოს შემდეგი კრიტერიუმები

ა:სახეზეა პანიკის განმეორებითი, უეცარი შეტევები.

ბ:სულ მცირე, ერთ შეტევას ერთ ან მეტი თვის განმავლობაში უნდა მოყვებოდეს ერთი ან ორივე ქვემოთ ჩამოთვლილი:(1)მდგრადი წუხილი ან ნერვიულობა პანიკის დამატებითი შეტევისა ან მისი შედეგების შესახებ; (2)ქცევის მნიშვნელოვანი არაადაპტური ცვლილება შეტევებთან მინართებით.

გ:დარღვევა არ მიეწერება ნივთიერების ფიზიოლოგიურ ეფექტს ან სხვა სამედიცინო მდგომარეობას.

დ:დარღვევა უკეთ არ აიხსნება სხვა ფსიქიკური აშლილობებით, მაგალითად პანიკი შეტევები მხოლოდ საშიში სოციალური სიტუაციების საპასუხოდ არ ვითარდება.

პანიკური აშლილობები მთელ მსოფლიოში არსებობს, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება სხვადასხვანაირად ვლინდებოდეს. შფოთვის სიმპრომები შესაძლოა უფრო მკვეთრად იყოს გამოვლენილი მესამე მსოფლიოს კულტურებში. შიშისა და ბრაზის სუბიექტური განცდები შეიძლება არ იყოს რომელიმე კულტურის ნაწილი.

ბევრ შემთხვევაში, მაგრამ არ ყოველთვის პანიკურ აშლილობას თან ახლავს აგორაფობია, რომლის დროსაც ვლინდება შიში და ისეთი სიტუაციის მიმართ თავის არიდების მცდელობა, რომელშიც ადამიანი თავს დაუცველად გრძნობს, არ შეუძლია მისთვის თავის დაღწევა და სახლში წასვლა, ან თუნდაც საავადმოყოფოდე მისვლაიმ შემთხვევაში თუ პანიკის ან სხვა ფიზიკური სიმპტომები გამოუვლინდება.

image
ტერმინი აგორაფობია პირველად გამოიყენა გერმანელმა ექიმმა კარლ ვესტფალმა 1871 წელს და ბერძნულ ენაში ბაზრის შიშს ნიშნავს, რაც ნამდვილად შესაფერისი დასახელებაა, რადგან დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული ადგილი აგროფობიის მგონე ადამიანებისთვის სავაჭრო ცენტრებია.

აგორაფობიის მქონე ადამიანბს ეშინიათ ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრის, თავს გრძნობენ ხაფანგში, აქვთ პანიკის, სირცხვილისა და უიმედობის შეგრძნება. შფოთვას იწვევს შიში. ამ შემთხვევაში ადამიანებს ეშინიათ, რომ არ აქვს გაქცევის მართივი გზა ან პანიკის შემთხვევაში ირგვლივ მყობეფი ვერ დაეხმარებიან. შფოთვა შემცირებულია აგორაფობიის მქონე პირებში, მაშინ როცა ისინი ამა თუ იმ ადგილს ან პიროვნებას უსაფრთხოდ მიიჩნევენ, მაშინაც კი თუ პიროვნებას არ შეუძლია დახმარება რაიმე ცუდის შემთხვევაში. ამიტომაც, აგორაფობიის მქონე პირები, როცა სახლიდან გასვლას ბედავენ ყოველთვის სახავენ სწრაფი განრიდების გეგმას.

აგროფობიის მკურნალობის დროს გამოიყენება შიშის აღმძვრელ გარემოში აღმძვრელ შიშთან პიროვნების ნაბიჯ-ნაბიჯ შეჩვევის ტექნიკა. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ის თანაარსებობს პანიკურ შემოტევასთან ერთად მკურნალობისას საჭიროა ფარმაკოთერაპიის, ფსიქოთერაპიის ან მათი კონბინირების საშუალებით.

image

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0