x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"მე"-ს შესწავლა
რა არის "მე"?

"მე" არის იმ რწმენების ერთობლიობა, რომელიც საკუთარი თავის შესახებ გვაქვს. რა არის ჩვენი ძირითადი მახასიათებლები? რაში ვართ ძლიერები ან სუსტები? ერთი ფიქრობს და შესაბამისად გეგმავს, რომ გახდეს სოციოლოგიის პროფესორი მეორეს არააკადემიური მიზნები აქვს და სპორტსმენობა უნდა, ხოლო მესამე მომავალ მიზნებზე ფიქრობს, მაგალითად, აქვს სურვილი რომ შუა აღმოსავლეთში გახდეს უძრავი ქონების ყველაზე დიდი მაგნატი. საკუთარი თავის შესახებ შეხედულებების ერთობლიობას მე-კონცეფცია ეწოდება.

ხშირად ჩვენ ძალიან ნათელი და მკაფიო წარმოდგენა გვაქვს საკუთარი თავის შესახებ-თუ ვინ ვართ. მაგრამ ზოგჯერ ეჭვი გვეპარება საკუთარ თავში, განვიცდით გარეგან წნეხსა და სხვათა შეფასების გავლენას. ეს განსხვავება აისახება მე-კონცეფციის სიცხადეზე და "მე"-ს მკაფიო ცოდნა განსაზღვრავს "მე"-სთან დაკავშირებული განცდების შესაბამისობას.

თვითშეფასება საკუთარი თავის შეფასებაა. თვითშეფასება გამოხატავს არა მხოლოდ იმას, თუ რა გვახასიათებს, არამედ იმასაც თუ რამდენად გვახასიათებს. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს ნათელი წარმოდგენა აქვთ საკუთარ პიროვნულ მახასიათებლებზე. მათ დადებითი დამოკიდებულება აქვთ საკუთარი თავის მიმართ, აქვთ სათანადო მიზნები, თვითგანვითარებისთვის იყენებენ უკუკავშირსა და საკუთარ პოზიტიურ გამოცდილებას. წარმატებით ართმევენ თავს რთულ სიტუაციებს. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები ყოველდღიური მოვლენებიდან უფრო მეტად იმახსოვრებენ იმას, რაც აძლიერებს მათ თვითშეფასებას.


დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები, რომელთაც მე-კონცეფვია მკაფიოდ არ აქვთ განსაზღვრული, საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენისა არიან. ისახავენ არარეალისტურ მიზნებს, მომავალს პესიმისტურად უყურებენ წარსული უარყოფითად ახსენდებათ, ხშირად ცუდ გუნებაზე არიან, ნაკლებად ახერხებენ საკუთარ თავთან პოზიტიური უკუკავშირის დამყარებას და სტრესისადმი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი.

თვითშეფასება ასევე არის საკუთარი სხვადასხვა უნარების დეტალური შეფასება. მაგალითად, გიორგის, ზოგადად, კარგი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, მაგრამ ასევე კარგად იცის, რომ არ არის დიპლომატიური და არტისტული. დათოს შესაძლოა კარგი წარმოდგენა ჰქონდეს საკუთარ თავზე, მაგრამ ფიქრობდეს, რომ ორგანიზებული და კარგი მშენებელია. თვითშეფასების ორი ძირითადი განზომილება არსებობს: თვითკონცეფცია და თვითპატივისცემა, რაც გულისხმობს საკუთარი თავის წარმოდგენას, როგორც უნარიანისა და, ზოგადად, საკუთარი თავისადმი დადებით დამოკიდებულებას, საკუთარი თავისადმი წარმოდგენები დიდ როლს ასრულებს საკუთარი ღირსების განცდის ჩამოყალიბებებში. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ღირსების განცდაზე სხვადასხვა ადამიანთან განსხვავებული რამ ახდენს გავლენას, მაგალითად ერთისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიმზიდველი იყოს, ხოო მეორესთვის კი-გონიერი.

როგორ ყალიბდება "მე"-ს განცდა?

ერიქსონის მიხედვით, იდენტობის გასაზღვრა-ჩამოყალიბება მთელი ცხოვრების მანძილზე ხდება. მისი განვითარება ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც მოზარდობის, ისე მოწიფულობის პერიოდში. იდენტობის ჩამოყალიბების მიზანია ერთის მხრივ საკუთარი თავის შესწავლა, როგორც უწყვეტი მოვლენისა და შესაბამისად მოქმედება. ახალგაზრდობაში მყარად ჩამოყალიბებული იდენტობა ადამიანს სამუშაოს შესრულებისა და კარიერის განსაზღვრის, ინტიმური ურთიერთობების დამყარების საფუძველს უქმნის. "მე"-ს განცდის ჩამოყალიბება ჩვილობის პერიოდიდან იწყება, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ცალკე ინდივიდად აღიქვამს. საკმაოდ პატარა ბავშვებსაც სრულიად ნათელი წარმოდგენა აქვთ საკუთარი მახასიათებლების შესახებ და კარგად იციან თუ რა შეუძლიათ და რა- არა.

როგორ შევიცნობთ საკუთარ თავს?

საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციას ბევრი წყაროდან ვიღებთ. ზოგიერთი მათგანი სპონტანურია, რომელიც რეალურად არსებული წყაროს გაცნობიერების გარეშეც შესაძლებელია ზუსტი იყოს. საკუთარი თავის შესახებ რწმენების და ცოდნის წყარო, ძირითადად ადამიანის სპეციფიკური გამოცდილებაა. საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის ნაწილს სოციალიზაციის პროცესში ვიღებთ. მაგალითად, ბავშვმა, რომელიც მშობლებს ყოველ შაბათ-კვირას დაყავთ ხელოვნების ნიმუშების გამოფენაზე შეიძლება იფიქროს, რომ ის კულტურული ადამიანია.image

რაც შეეხება არეკლილ შეფასებას, საკუთარი თავის შესახებ სხვა ადამიანების რეაქციებიდანაც ვიგებთ. კულიმ "სარკული მე"-ს ცნება შემოიტანა, რომლის მიხედვითაც ადამიანი საკუთარ თავს ისე აღიქვამს, როგორც სხვები აღიქვამენ და პასუხობენ მას. ჩვენ მიერ სხვების რეაქციების აღქმას არეკლილი შეფასება ეწოდება.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევანი რჩეულიშვილი
ქეთევანი რჩეულიშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0