x
მეტი
  • 15.09.2019
  • სტატია:94755
  • ვიდეო:342547
  • სურათი:456796
თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ ყაბზობა, მაშინ ეს რჩევები დაგეხმარებათ

image

ყაბზობა ანუ შეკრულობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც შენელებული და
გართულებულია ნაწლავის მოქმედება (დეფეკაცია). ის ერთხელ მაინც გადაუტანია
ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ყაბზობა არაა სერიოზული
დაავადება, ის მაინც დისკომფორტს უქმნის ადამიანს.


დეფეკაციის სიხშირე ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ზოგისთვის დღეში
სამჯერ ნაწლავის მოქმედება შეიძლება იყოს ნორმა, ზოგისთვის კი - სამ დღეში
ერთხელ. თუმცაღა სამი დღის მერე ფეკალური მასები უფრო მეტად მაგრდება და
დეფეკაციის პროცესი მტკივნეული ხდება.


რა სიმპტომები ახასიათებს შეკრულობას?


 ნაწლავის მოქმედების შემცირება;
 დაძანულობა დეფეკაციის დროს;
 გამაგრებული ან მცირე ზომის ფეკალური მასები;
 შებერილობა და მუცლის ტკივილი;
 არასრული დეფეკაციის განცდა;


image


არსებობს უამრავი მიზეზი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ყაბზობას. ესენია:


 ცვლილებები თქვენს საკვებ რაციონსა და ცხოვრების წესში;
 საკვებ რაციონში არასაკამრისი რაოდენობის უჯრედისი (ბოჭკოვანი);
 დიდი რაოდენობით რძის პროდუქტების მოხმარება;
 დაბალი ფიზიკური აქტივობა;
 სტრესი;
 ნაწლავის მოქმედებისგან თავის შეკავება (აღინიშნება ჰემოროის დროს);
 კვებითი აშლილობები;
 ოორსულობა;
 გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS);
 ზოგიერთი მედიკამენტი (ანტიდეპრესანტები, რკინის შემცველი პრეპარატები,
ტკივილგამაყუჩებლები);
 ლაქსატივების (დამხამრე საშუალებები, რომელიც გამოიყენება ყაბზობის
დროს) მოჭარბებული გამოყენება;
 ანტაციდები, რომლებიც შეიცავს კალციუმს ან ალუმინს;
 სწორი ნაწლავის კიბო;
 მომნელებელი სისტემის ნერვული უჯრედებისა და კუნთების პრობლემები;
 ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევები (ჰიპოთირეოზი);
 ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადება (პარკინსონის დაავადება,
გაფანტული სკლეროზი);


როგორ მოვიქცეთ თუ გვაწუხებს ყაბზობა?


მიიღეთ თბილი სითხეები, განსაკუთრებით დილის საათებში. დღის მანძილზე
დალიეთ შესაბამისი რაოდენობის წყალი. საკვებ რაციონს დაუმატეთ ხილი და
ბოსტნეული, რომელიც შეიცავს ბოჭკოვან ნივთიერებებს. ამ მხრივ განსაკუთრებით
სასარგებლოა ქლიავი, მსხალი და კივი. საუზმის დროს გამოიყენეთ სხვადასხვა
მარცვლეულის ქატო, რომელიც ასევე შეიცავს უჯრედისს. ივარჯიშეთ კვირაში სამჯერ
მაინც, ამ დროს მომნელებელი სისტემის კუნთებიც აქტიურდება, რაც ხელს უშლის
ყაბზობას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლაქსატიური მოქმედების დამხმარე
საშუალებებიც, თუმცა არ გადააჭარბოთ დოზას. შეამცირეთ კოფეინის რაოდენობა - ის
ხელს უწყობს სხეულის დეჰიდრატაციას, რაც ერთ-ერთი კარგი ფაქტორია ყაბზობის
განვითარებისთვის.


ქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


ეს რჩევები დაგეხმარებათ გასტრიტთან გამკლავებაში


რა არის კონიუქტივიტი და როგორ ავარიდოთ ის ბავშვებს?


რა ხდება ორგანიზმში ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ?


კაცების ღალატის ძირითადი მიზეზები


რა იწვევს დიათეზს და რატომ არის ის საშიში ჩვილებისათვის?




0
247
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0