x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
“რაც არ უნდა სექტის ლიდერი, გიჟი და უმართავი ეძახოთ, ყველას წინ დაგხვდებათ” – ნანუკა სააკაშვილზე

image


ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, ყველა იმ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანს მიმართავს, ვინც დღემდე, რიგით მესამე პრეზიდენტის შეცდომების თვლით და კრიტიკით არის დაკავებული: "რაც არ უნდა სექტის ლიდერი, წარსულში ჩარჩენილი, გიჟი, უმართავი ეძახოთ, რაც არ უნდა უნგრიოთ ყველაფერი, რაც გგონიათ რომ მას აძლიერებს, ყველას ერთად აღებულს წინ დაგხვდებათ. ათეული წლის შემდეგ, მის მიერ შექმნილით, მისი გაკეთებულით, ყველაზე გიჟურით იდეებით. რაც არ უნდა დაუთვალოთ შეცდომები, გაკეთებული საქმით ყოველთვის აჯობებს საკუთარ შეცდომებსაც კი. და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, იქნება ყველაზე გიჟი, რომელმაც ჩაბნელებული და წარსულში ჩარჩენილი ქურდულ-უბნური ქვეყნისთვის ყველაზე მეტის გაკეთება მოახერხა. დანარჩენი დროის ამბავია.

Mikheil Saakashvili you are N1" - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში.



0
521
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
521