x
მეტი
  • 13.12.2017
  • სტატია:71881
  • ვიდეო:325041
  • სურათი:427194
როგორ გამოიყენებდით ქონებას სხვადასხვა ეპოქაში? - ორი ძროხის მაგალითზე

image


გაინტერესებთ, სხვადასხვა ეპოქაში როგორ მოიქცეოდნენ ამ ქვეყნისანი და რა ბედი ეწეოდა თქვენს ქონებას? დავუშვათ ორი ძროხის პატრონი ხართ. რა სარგებელს მიიღებდით მათგან ამა თუ იმ წყობის დროს?

ფეოდალიზმი: გყავთ ორი ძროხა, ადგილობრივი ფეოდალი გართმევთ რძის ნახევარს.
სოციალიზმი: გყავთ ორი ძროხა.სახელმწიფო გართმევთ მათ, მიჰყავს სხვა ძროხებთან და გაიძულებთ, ყველას ერთად მოუაროთ, ხოლო რძეს იმდენს გაძლევთ რამდენიც გჭირდებათ.
ფაშიზმი: გყავთ ორი ძროხა. სახელმწიფო გართმევთ ორივეს, ქირაობს მათთვის მომვლელს, რძეს კი თქვენ მოგყიდით.
კომუნიზმი: გყავთ ორი ძროხა, მეზობლები გეხმარებიან მათ მოვლაში და რძესაც თანაბრად ინაწილებთ. მეორე ვარიანტი -- თავად უვლით ძროხებს, ხოლო სახელმწიფო რძეს გართმევთ.
დიქტატურა: გყავთ ორი ძროხა, სახელმწიფო გართმევთ ორივეს, თქვენ კი გხვრეტენ.
მილიტარიზმი: გყავთ ორი ძროხა, სახელმწიფო მათ კომპენსაციას უკეთებს, ხოლო თქვენ ჯარში გიშვებთ.

დემოკრატია: გყავთ ორი ძროხა, მეზობლები კი წყვეტენ ვინ მიიღებს რძეს.
ამერიკული დემოკრათია: ხელისუფლება გპირდებათ ორ ძროხას, თუ არჩევნებში მისცემთ ხმას. არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს ძროხებით სპეკულაციის იმპიჩმენტს მოუწყობენ, ხოლო პრესა ძროხებთან დაკავშირებულ სკანდალს ააგორებს.
კაპიტალიზმი: გყავთ ორი ძროხა, ერთს ყიდით და მის ნაცვლად ხარს იძენთ.
ტოტალიტარიზმი: გყავთ ორი ძროხა, სახელმწიფო მათ გართმევთ და საერთოდ უარყოფს, რომ ოდესმე გყავდათ ძროხა.
სიურეალიზმი: გყავთ ორი ჟირაფი, სახელმწიფო გთხოვთ, რომ ჟირაფებს გარმონზე დაკვრა ასწავლოთ.


0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:შაკო-დემე
შაკო-დემე
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0