x
image
ეკა ლაცკა
ოქრუაშვილს ვინმე “ხამსამ” კი არა თავად ოქრუაშვილმა ესროლა – კახა კალაძის პასუხი ოქრუაშვილის განცხადებაზე
image

თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური დირექტორი კახა კალაძე ირაკლი ოქრუაშილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის მასზე თავდასხმაზე საუბრობს და დამკვეთად კახა კალაძეს ასახელებს.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - რამდენად რეალურია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, თითქოს 2016 წელს მასზე განხორციელდა თავდასხმა, კახა კალაძემ ღიმილით უპასუხა.

“რეალურად სხვაგვარად მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე “ხამსამ” კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა და ამაზე ირაკლი ოქრუაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს, ”-


განაცხადა კახა კალაძემ ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების პასუხად.


image

შეგახსენებთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, 2016 წელს, მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, თავდასხმა “რუსთავი 2” – ის საქმეს უკავშირდებოდა.

“2016 წელს, როდესაც მომთხოვეს ჩემ პრეტენზიაზე, უარი მეთქვა “რუსთავი 2″-ის საქმეზე, ჩემგან კი უარი მიიღეს, თქვენ გგონიათ ვიღაც ხამსამ გაბედა და მესროლა? ღარიბაშვილმა ყველაფერი დაფქვა. ღარიბაშვილს შევუთვალე, ამ საქმის უკან შენ იდექი მეთქი და 15 წუთში შემომითვალა, მე კი არა კახა კალაძე იყოო. ამ დოკუმენტის გადაცემაზე უარი რომ ვუთხარი, ამიტომ მესროლეს”, –

განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

2016 წელს, გორში, სადგურის დასახლებაში ირაკლი ოქრუაშილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ცეცხლი ერთ-ერთმა ადგილბრივმა გახსნა ორქუაშვილის მისამართით, რასაც სავარაუდოდ საპასუხო ცეცხლი მოჰყვა ოქრუაშვილის მხარდამჭერების მხრიდან. დაიჭრა სამი ადამიანი.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ოქრუაშვილი გორში, სადგურის დასახლებაში ამომრჩევლეთან შევხედრას მართავდა.

0
248
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0