x
მეტი
  • 19.09.2019
  • სტატია:94914
  • ვიდეო:342604
  • სურათი:456926
ემილია კლარკი

123


ემილია იზაბელ იუფიმია როუზ კლარკი (ინგლ. Emilia Isabelle Euphemia Rose Clarke; დ. 23 ოქტომბერი, 1986, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მსახიობი. ლონდონში დაბადებული და ბერქშირში გაზრდილი კლარკი, სწავლობდა ლონდონის დრამის ცენტრში და მონაწილეობას იღებდა რიგ სპექტაკლებში. მისი სატელევიზიო დებიუტი შედგა ბრიყანულ სერიალში „ექიმები“, სადაც ერთ-ერთი ეპიზოდის მოწვეული მსახიობი გახდა. 2010 წელს, კლარკი ჟურნალ „Screen International“-ის მიერ, ბრიტანეთის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა, რომელიც მიენიჭა ტელეარხ Syfy-ის ფილმში „ტრიასული შეტევა“ (2010) როლისთვის.


123


კლარკი ცნობილი გახდა და აღიარება მოიპოვა 2011 წელს, როდესაც დეინერის ტარგარიენის როლი შეასრულა HBO-ის სერიალში „სატახტოთა თამაში“ (2011-დღემდე), რომელმაც კრიტიკოსების დადებითი შეფასება მოიპოვა. კლარკი ნომინირებულიყო ემის სამ ჯილდოზე: დრამის ჟანრის სერიალში დამხმარე მსახიობი“ და ორი ჯილდო „კრიტიკოსთა რჩეული დრამის ჟანრის სერიალში დამხმარე მსახიობი“, სხვა ჯოლდოებთან ერთად.


123


კლარკის დებიუტი ბროდვეიზე 2013 წელს შედგა, როდესაც იგი ჰოლი გოულაითის როლი შეასრულა სპექტაკლში „საუზმე ტიფანისთან“. 2015 წელს, იგი ჟურნალ „Esquire-ის“ მიერ, „ყველაზე სექსუალურ ქალად“ დაასახელა. კლარკი ასევე ცნობილია თავისი როლებით ფილმში „ტერმინატორი: გენეზისი“ (2015), როგორც სარა კონორი და როგორც ლუიზა კლარკი ფილმში „მე სანამ შენ შეგხვდებოდი“ (2016).







კირა ნაიტლი

0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0