x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მათ შეეძლოთ სხვა ნაკრების არჩევა
image

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე მესუთ ოზილი და ილქაი გუნდოგანი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ. ამის გამო მათ გარკვეული კრიტიკა დაიმსახურეს. გერმანიის ფიასკოს შემდეგ, კვლავ იწყეს ოზილის მიმართ კრიტიკა, ოზილილის რეაქციამაც არ დააყოვნა და კრიტიკას ნაკრებიდან წასვლით უპასუხა.

კარიერის სტარტზე მესუთმა თურქეთის სახელით ასპარეზობას, გერმანიის ღირსებისს დაიცავდა ამჯობინა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოზილი თურქეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა.

მსგავს სიტოაციაში არაერთი ფეხბურთელი აღმოჩენილა, როდესაც ორ ან მეტ ქვეყნისგან ჰქონდათ შემოთავაზება.


შესაძლოა ამის შესახებ, ბევრმა არიცოდეს მაგრამ, იუვენტუსის შემტევს პაოლო დიბალას შეეძლო ეასპარეზა არა არგენტინის, არამედ იტალიის ან პოლონეთის სახელით. მამის მხრივ მას პოლონური, ხოლო დედისმხრივ იტალიური ფესვები აქვს.

2014 წელს ანტონიო კონტე შეეცადა, პაოლო დიბალა იტალიის ნაკრებში გამოეძახა, მაგრამ პაოლომ უარით გაისტუმრა, რადგან თავს იტალიელად არ მიიჩნევდა.

2015 წელს ალბისელესტემ დიბალა ნაკრებში მიიწვია. მისი ოცნება ლეო მესისთან ერთად თამაში თითქოს ახდა, მაგრამ რა მივიღეთ რეალურად, მთელი ეს პერიოდი პაულო უბრალოდ ლეოს ჩრდილში იმყოფებოდა, მიუხედავად, ამისა ჩილესთან მატჩში პაოლომ დაამტკიცა, რომ ლეოსთან ერთად თამაში შეუძლია.

ბოლო წლების განმავლობაში სკუადრა აძურა უდიდეს უკმარისობას განიცდის შეტევის ხაზში კრეატიული ფეხბურთელების. სწორედ დიბალას შეეძლო დახმარებოდა იტალიის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად.

მსგავს სიტოაციაშია იყო მორიგი არგენტინელი ფეხბურთელი მაურო იკარდი.როდესც კარიერის სტარტზე მიიწვიეს იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებში, მაგრამ იკარდიმ არგენტინა აირჩია. არავისთვის საიდუმლო არაა“რომ მაურომ ცოლი ლეო მესის მეგობარს მაქსი ლოპესს წაართვა. არგენტინელები, კი მსგავსი ქმედება შეუფერებელია და მაუროს ნაკრებში პრინციპულად არ იძახებენ.

კარიერის სტარტზე იკარდის გაუჭირდებოდა ესპანეთში თავის დამკვიდრებდა , სადაც იმჟამად დავიდ ვილია და ფერნანდო ტორესი ასპარეზობდა.

მაგრამ დღეს ის უკეთესი იქნებოდა ვიდრე : ალვარო მორატა, როდრიგო ან იაგო ასპასი. მაუროს იტალიის შეტევის გააძლიერებაც შეეძლო, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ სკუადრა აძურა ნაკრებში კლავ იძახებს სამპდორიას 36 წლის შემტევ ფაბიო კვარიარელას.

იტალიის არჩევის შემთხვევაში, მაურო გუნდის უპირობო ლიდერი იქნებოდა, თუ რათქმაუნდა მორიგ სკანდალში არ გაეხვეოდა და კვლავ არ მოუწევდა ტელევიზიით საკუთარი ნაკრების მატჩების ყურება.


ჟორჟინიო ლუის ფრელო ფილიო 1991 წელს ბრაზილიაში დაიბადა, 15 წლის ასაკში აპენინის ნახევარკუნძულზე გადასახლდა.

2016 წელს ჟორჟინიო იტალიის ნაკრებს შეუერთდა და მათ რიგებში 2 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ამის შემდეგ, როგორც ანტონიო კონტე, ასევე პიერო ვენტურა ფეხბურთელის იგნორირებას ახდენდნენ.

2017 წლის ოქტომბერში ჟორჟინიომ განაცხადა, რომ მზადაა ბრაზილიის ღირსების დასაცავად. ამ განცხადების, შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა რეაგირება მალევე მოახდინა და პლეიოფის შეხვედრაში შვედეთის წინააღმდეგ მატჩის განაცხადში შეიყვანა.

რობერტო მანჩინის მოსვლის შემდეგ, ჟორჟო ლუისი რეგულარულად ხვდებოდა იტალიელთა განაცხადში.

ბრაზილიაში დაბადებული პეპე, იმედოვნებდა, რომ ბრაზილიიდან შემოთავაზებას მიიღებდა. იმედგაცრუებულმა ფეხბურთელმა, 24 წლის ასაკში მიიღო გადაწყვეტილება, რომ პორტუგალიისთვის იასპარეზებდა.

მათ შემადგენლობაში პეპე საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებდა, 2016 პეპემ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. მიმდინარე წელს პორტუგალია ერთა ლიგის პირველი გამარჯვებული. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ემოციური და ხისტი ფეხბურთელი მოუტანდა ბრაზილიას უფრო მეტ სარგებელს ვიდრე ზიანს.

ცნობილი საფეხბურთო ხულიგანი დიეგო კოშტას შეეძლო ეასპარეზა ბრაზილიის სახელით.მაგრამ ფორვარდამა გადაწყიტა იმ ქვეყნის სახელით ეასპარეზა, რომელმაც მას გვერდში დაუდგა და ყველაფერი მისცა.

გონსალო ჰიგუაინს, შესაძლებლობა ჰქონდა ეთამაშა საფრანგეთის სახელით, რადგან არგენტინელი საფრანგეთში ქალაქ ბრესტში დაიბადა, სადაც მისი მამა ხორხე იგუაინი ბრესის კლუბის ღირსებას იცავდა. ლეო მესის საუბედუროდ 2006 წელს უარით გაისტუმრა, , იმჟამინდელი საფრანგეთის მწვრთნელი რაიმონ დომენიკი.

მისი დებიუტი არგენტინაში 2009 წელს შედგა. მართალია ჰიგუაინი არცისე ცუდი ფორვარია და ქვეყნის სახელით 31 გოლიც გაიტანა, მაგრამ ისე გამოივდა, რომ სწორედ მისი გამოყენებელი მომენტების გამო არგენტინამ 3 ფინალი დათმო.

უმნიშვნელოვანესი მომენტების ჩაფლავების გათვალისწინებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ამჟამინდელ საფრანგეთის ნაკრებში იდეალურად შეცვლიდა ოლივიე ჟირუს.

1
44
შეფასება არ არის
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
44
  
2019, 14 ივლისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1