x
image
ელენე გუმა
ეს ამბავი უკვე დასრულებული და შემდგარია.ისტორია დასრულდა...- ნახეთ, რას წერს ნიკა გვარამია
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კვლავ გახარიაზე წერს.


გვარამიას თქმით, ასეა, გახარია დიდი ხანია გადააყენა ერმა. ის უკვე ფოლკლორის გმირია - ბოროტი, საძაგელი და სისხლიანი. ბავშვებს შეაშინებენ ძილის წინ, აქამდეც მივალთ.


მისივე თქმით, ეს საჯარო სიკვდილია და აწი გინდ გადადგეს და გინდ გადმოდგეს, ვეღარ გაცოცხლდება და უკვე მითოლოგიური მასშტაბის სიძულვილს ვერ ჩამოირეცხავს.


"ბავშვები თამაშობდნენ ეზოს სტადიონზე 12-13 წლისები, ერთმანეთს "გახარიათი" ლანძღავდნენ, - დაწერა გიგა ნასარიძემ.


ასეა, გახარია დიდი ხანია გადააყენა ერმა. ის უკვე ფოლკლორის გმირია - ბოროტი, საძაგელი და სისხლიანი. ბავშვებს შეაშინებენ ძილის წინ, აქამდეც მივალთ.

ასეთი არასდროს არ დამართნია არც ერთ ადამიანს (არა მხოლოდ პოლიტიკოსს, ზოგადად არავის) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამაზე მძიმე განაჩენი არავისთვის არ გამოუტანიათ ქართველებს.

"როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია", - ესაა ამ განაჩენის შინაარსი, ლექსად დაწერილი და კარგ და სუპერთანამედროვე მუსიკაზე დადებული. ამ განაჩენს უკვე ხალხი ღიღინებს ქუჩაში, სახლში, ოფისში, აბაზანაში.

ეს საჯარო სიკვდილია და აწი გინდ გადადგეს და გინდ გადმოდგეს, ვეღარ გაცოცხლდება და უკვე მითოლოგიური მასშტაბის სიძულვილს ვერ ჩამოირეცხავს.

ეს ამბავი უკვე დასრულებული და შემდგარია. არაფერი აღარ შეცვლის. ფოლკლორიდან ვერაფერს ვერ ამოშლი, თეორიულად შეუძლებელია. ფოლკლორული ანტიგმირები სამუდამოდ რჩებიან ერის ისტორიულ მეხსიერებაში.

ისტორია დასრულდა."- წერს გვარამია.

1
222
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
222
  
2019, 14 ივლისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1