x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
უარყოფილი ფეხბურთელები,რომლებიც ვარსკვლავები გახდნენ
image


ფეხბურთელის კარიერა კალეიდოსკოპია აღზევებისა და დაღმასვლის.ამიტომ, ფეხბურთელთა უმეტესობას უწევს, როგორც დიდების ასევე იმედგაცრუების განცდა. მათი გარკვეული ნაწილი კი ნებდება, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ . ისტორიას ახსოვს, არაერთი მაგალითი, იმისა, რომ საუკუეთესოთა შორის საუკეთესოებიც კლუბისთვის არასაჭირო ფეხბურთელად ქცეულან. ან იმყეფებოდნენ ფეხბურთიდან წასვლის ზღვარზე.

მიმდინარე ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ 6 ფეხბურთელს, რომლებიც ვარსკვლავებად იქცნენ, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე უარყოფილები იყვნენ.

#6 ჩვენს რეიტინს მარსელის ოლიმპიკის შემტევი მარიო ბალოტელი ხსნის, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პერსონაჟია. მუდმივი კონფლიქტი მწვრთნელებთან, აღვირასხსილი ცხოვრება და შეუფერებელი გამოხტომები. ეს ყოველივე არასრული სია მისი უარყოფითი მხარეებისა, მაგრამ ამასთანავე მარიოს საფეხბურთო ნიჭი ეჭვგარეშეა, რისი შემჩნევაც კატალონიის ბარსელონას არ გასჭირვებია . 16 წლის მარიო ესპანეთში გადავიდა. ნახევარი წლის შემდეგ ბარსელონამ ტრანსფერზე უარი განაცხადა და მარიო ინტერს შეუერთდა, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ, მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მეორემხრივ საინტერესო იქნებოდა, მარიოს ისეთ დიდ ფეხბურთელებთან ერთად თამაში :როგორებიცა ლეო მესი, ხავი და ანდრეს ინიესტა.


#5 ბარსელონას მომავალი ფორვარდი, მსოფლიოს ჩემპიონი ანტუან გრიზმანი ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად ითვლება თანამედროვე ფეხბურთში. ფრანგი ესპანეთში 2005 წლიდან თამაშობს. იმ პერიოდში 14 წლის ანტუანი რეგულარულად ვარჯიშობდა ლიონის შემადგენლობაში. მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ანტუანი სიმაღლის გამო დაიწუნა, წლების შემდეგ, ხელმძღვანელობამ ინანა, რომ კლუბმა გრიზმანი ნაკლებად ნიჭიერად მიიჩნია ვიდრე, ლაკაზეტი, გრენისი და იანის ტაფერინ .

#4 ატლეტიკოს შემტევი, დიეგო კოშტა ახალგაზრდობაში უპირატესობას თანხის შოვნას ანიჭებდა და ფეხბურთს მეორეხარისხოვნად თვლიდა, მაგრამ ბიძამისი ედსონის დაჟინებული თხოვნითა და დახმარებით კოშტა ბარსელონა ესპორტივოში მოაწყო. პალმერიასმა, კორინთიანსმა და სანტოსმა, მის გაფორმებაზე უარი განაცხადა, ცნობილმა აგენტმა ჟორჟ მენდესმა მას ბრაგაში გადასვლა შესთავაზა, საიდანაც დაიწყო მისი წარმატებული ევროპული კარიერა.

#3 ჩვენი რეიტინგი სრულყოფილი ვერ იქნებოდა, ლეგენდარული ლეო მესის გარეშე. 6 წლის ასაკში ლეო ნიუელს ოლდ ბოის შეუერთდა, სადაც წარმოუდგენლად პერსპექტიულად მიიჩნეოდა. 3 წლის შემდეგ არგენტინელს, ზრდის ჰორმონის დეფიციტი დაუდგინდა. მკურნალობისთვის მესის ოჯახს თვეში 1000$ უნდა გადაეხადა, რაც მის სამომავლო კარიერას ემუქრებოდა. ოჯახმა ლეოს მკურნალობა მხოლოდ 2 წელი შეძლო. ყველაზე გასაკვირი არის ის, რომ მშობლიური კლუბი ლეოს მკურნალობის გადახდას საჭიროდ არ მიიჩნევდა. როცა ჩანდა, რომ მესის საფეხბურთო კარიერა ნაადრევად სრულდებოდა, სცენაზე ბარსელონა გამოჩნდა. კატალონიელები, იმდენად მოიხიბლნენ მესის თამაშით, რომ გადაიხადეს, არამხოლოდ მისი სამკურნალო თანხა, არამედ დააფინანსეს მისი ევროპაში გადმოყვანა. ლეო მესიმ კი გუნდს საქციელი სრულიად დაუფასა და მადლიერების ნიშნად კლუბის ცოცხალი ლეგენდაც გახდა.

#2 ზინედინ ზიდანის კარიერა სავსეა, დიადი გამარჯვებებითა და პრესტიჟული ტიტულებით.

95 წელს იტალიაში გადასვლამდე ერთი სეზონით ადრე, დიდებული ფრანგი, რომელიც იმ დროისათვი არცისე პოპულარული იყო, შესაძლოა სულ სხვა გზით წასულიყო.

კენი დალგლიში, რომელიც ბლექბერნს წვრთნიდა, უდიდეს ყურადღებას ანიჭებდა ბორდოს ახალგაზრდა ნახევარმცველს. მიუხედავად მწვრთნელის დიდი სურვილისა კლუბის მფლობელი ჯეკ უოლკერმა უარი განაცხადა ფრანგის შეძენაზე, მისი განმარტებით, ვიღაც ზიდანის დამატება, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, როცა გუნდში ტიმ შერვუდია. ბლექბერის საქმე, ასეთი ნიჭიერი ხელმძღვანელობით უკან მიდიოდა, რა დროსაც ზიდანი სახხელი პოპულარული და დიადი ხდებოდა.

#1 8 წლის ასაკში ჰარი კეინი, არსენალის საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა, მაგრამ კლუბმა მისთვის კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა. ტოტენჰემმა კი პირიქით სრულყოფილად გაანალიზა ახალგაზრდა ფეხბურთელის შესაძლებლობა. 6 წლიანი აკადემიის შემდეგ, ჰარი ტორნადოსავით შევარდა გუნდში და დაიწყო გოლების გატანა, უკვე წლებია, რაც სეზონში არანაკლებ 25 გოლი გააქვს . როცა მეთოფეებს, უჭირდათ გოლების გატანა, მისი მტრის ბანაკში ბრწყინავდა ინგლისის ნაკრების მთავარი ძალა, რომლის დააფასება არსენალმა ვერ მოახერხა. ვიდეო იხილეთ :

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0