x
მეტი
  • 15.10.2019
  • სტატია:95641
  • ვიდეო:343108
  • სურათი:457599
იტალიაში ფორთოხლისხელა სეტყვამ 18 ადამიანი დააზიანა(ვიდეო)

image
იტალიაში, 18 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზებული ფორთოხლისხელა ზომის სეტყვის გამო.

იტალიაში ადრიატიკის სანაპიროზე ამოვარდა ქარი, იყო კოკისპირული წიმა და ფორთოხლისხელა სეტყვა.- წერს გაზეთი Repubblica. 18 ადამიანმა მიმართა ქალაქ პესკარას საავადმყოფოს სახის და თავის დაზიანებებით.

სეტყვა ცვიოდა დიდი სისწრაფით, დაამტვრია ფანჯრები, ვიტრინები, მანქანის მინები და დააზიანა სახლების სახურავები.

საშუალოდ, ყინულის ზომა 5 სანტიმეტრი დიამეტი იყო, მაგრამ ადამიანებმა აღმოაჩინეს სრულიად გამონაკლისი ნიმუშები, რომელთა ზომა განსაკუთრებით დიდი იყო.

გარდა დიდი სეტყვისა, პრობლემებს ქმნიდა უძლიერესი ქარი, რომელმაც ფესვებიანად დაგლიჯა უზარმაზარი ხეები, ასევე, მოედინებოდა წყლის ნაკადები, რაც ხელს უშლიდა მანქანების მოძრაობას.

უამინდობის გამო, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა ნარინჯისფერი საფრთხის დონე გამოაცხადა ტოსკანას ტერიტორიის ნაწილში. ყვითელი საფრთხის დონე მოქმედებს თითქმის ყველა რეგიონში ჩრდილოეთ და იტალიის ცენტრში: ლომბარდიში, ლაციოში, უმბრიაში, ლიგურიაში, ვენეტოში და სხვა.

0
155
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0