x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როდის უნდა დავანებოთ სამსახურს თავი?

ერთხელ ერთ-ერთ ფორუმზე ძალიან საინტერესო გამომსვლელმა მოგვითხრო ერთი წიგნის შესახებ. შინაარსი იყო შემდეგი: მამაკაცმა, რომელსაც მეუღლე დასასვენებლად ჰყავდა, გადაწყვიტა საკუთარი მანქანით წასულიყო მის სანახავად. გზად მანქანა გაუფუჭდა და გადაწყვიტა ღამის გასათევად წასულიყო ახლო მდებარე სასტუმროში. გააჩერა პირველივე ავტობუსი და ჩაჯდა. მამაკაცს გზაში ჩაეძინა და როცა გამოეღვიძა საგიჟეთში ამოყო თავი.


image
აღმოჩნდა რომ ავტობუსს ერთი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მეორეში გადაყავდა სუსტი ფსიქიკის ხალხი. ახალგაღვიძებულ მამაკაცს მძღოლი აღარ დახვდა. საავადმყოფოს ექიმებმა ისიც მათ პაციენტად ჩათვალეს და მიუხედავად მამაკაცის მტკიცებისა, არ დაუჯერეს და დამამშვიდებელი გაუკეთეს.

მამაკაცი ყოველ დღე, ყოველ ჯერზე ცდილობდა თავისი სიმართლის დამტკიცებას, რომ "ის" მათი პაციენტი არ იყო. თუმცა მსგავს მტკიცებებს შეჩვეული ექიმები ყოველ მის მცდელობას დამამშვიდებლის დოზის გაზრდით პასუხობდნენ.

ამასობაში გავიდა წლები, მამაკაცი დამორჩილდა ბედს. დაბერდა და იქვე გარდაიცვალა.

რა კავშირშია ეს ისტორია სამსახურთან? სანამ სტატიას ბოლომდე ჩაიკითხავთ, შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ კავშირი ან ჩაიკითხოთ ბოლომდე.

და მაინც, როდის უნდა დავანებოთ თავი სამსახურს?

რთული კითხვაა, მითუმეტეს მაშინ, როცა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არასტაბილურია, და უფრო მეტიც რეგრესისკენ მიმავალი. სამსახურის მაძიებელთა რიცხვი მუდმივად იზრდება, ხოლო დამსაქმებელთა რიცხვი სტაბილურად სტაგნაციას განიცდის.

თუმცა არსებობს პრიორიტებები და შესაბამისად აუცილებელია განვსაზღვროთ რა უფრო მნიშვნელოვანია: სტაბილური შემოსავალი და ნაკლები პასუხისმგებლობა თუ განვითარება?

მართალია დღეს რთულია სამსახურის შოვნა, მაგრამ ფსიქო-ემოციური ჯანმრთელობის შენარჩუნება უფრო რთულია. შესაბამისად, არსებობს რამდენიმე ნიშანი თუ როდის უნდა დავანებოთ სამსახურს თავი:

1. სამსახურში ყოფნა მხოლოდ მოვალეობასთან ასოცირდება და არა კმაყოფილებასთან

2 სამსახური ახდენს თქვენს ემოციურ გამოფიტვას და შესაბამისად გეკარგებათ სხვებთან ურთიერთობის სურვილი

3. ყოველდღიურად გიწევთ ერთი და იმავე ხალხთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა და ეს გრძელდება რამდენიმე წელიწადს.

3. თქვენი საუბრის თემა ხშირ შემთხვევაში არის სამსახურზე "წუწუნი", "ჩივილი"

4. თქვენს საქმიანობაში გაქვთ კვალიფიკაციის უმაღლესი დონე

5. ვერ ახდენთ პროფესიული უნარების განვითარებას

6. სამსახური არ "განებივრებთ" ახალი გამოწვევებით

7. და ბოლოს, ეძებთ სტატიას თუ რატომ უნდა დაანებოთ ან არ დაანებოთ სამსახურს თავი.

თუ ამ 7 მიზეზიდან, რამდენიმე მაინც გეცნობათ, ალბათ დროა გადახედოთ თქვენს პრიორიტეტებს და გაანალიზოთ რატომ ხართ ამ სამსახურში ჯერ კიდევ.

რატომ მოვაყოლე მამაკაცის ისტორია წიგნის შინაარსიდან?!

არ ჩაგეძინოთ! არასწორ დროს და არასწორ ადგილას არ გაგეღვიძოთ.

დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავს და სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები.

2
216
1-ს მოსწონს
ავტორი:თათია გეთია
თათია გეთია
216
  
2020, 14 ივნისი, 12:49
ეეჰ,
2019, 1 აგვისტო, 14:46
საქართველოში სამსახურს მაშინ უნდა დაანებო თავი როცა უკეთესს იშოვი. აქ ყველა სამსახურშია სტატიაში ჩამოთვლილი მიზეზები.
0 1 2