x
image
ელენე გუმა
"რაღაცების "გატყდომა" და "არ მეკადრება" ბაზარი, ისევ და ისევ, კომპლექსების გამოვლინება და იდიოტური ჩარჩოების მონობაა...'
image
ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კომპელქსებსა და ჩარჩოებზე საუბობს.


მისი თქმით, რაღაცების "გატყდომა" და "არ მეკადრება" ბაზარი, ისევ და ისევ, კომპლექსების გამოვლინება და იდიოტური ჩარჩოების მონობაა.


მისივე თქმით, სულაც არ "ტეხავს" მეტროთი და მარშუტკით სიარული, თუ არსად გეჩქარება.


"მე მაინც მგონია, რომ რაღაცების "გატყდომა" და "არ მეკადრება" ბაზარი, ისევ და ისევ, კომპლექსების გამოვლინება და იდიოტური ჩარჩოების მონობაა...

უფრო კარგად რომ ავხსნა:
- რატომ უნდა ტეხავდეს მეტროთი, ან ავრობუსით მგზავრობა და ყრიდე ტაქსებში ფულს, თუ არსად გეჩქარება?
- რატომ უნდა უკვირდეს ხალხს შენი დანახვა მატარებელში, ან ფოთი-თბილისის "მარშუტკაში", უფრო მეტიც, მე ვსტოპავ და ბევრს ალბათ როგორ ვეცოდები



- რატომ უნდა ვსვეცკაობდე სულ ძვირიან რესტორნებში, როცა მაჭახელას აჭარულიც ძაან მეგემრიელება?
- რატომ უნდა ვსველდებოდე სუშიზე, თუ შაურმის გადარტყმა მეტად მსიამოვნებს?
- ვაკის ფულიც გაქვს და მთაწმინდისაც, მაგრამ რავი, დინამოზე უფრო გამისწორდა სახლის ყიდვა
- ვისკის რომ "რედბულვოდკა" მირჩევნია, ან ვაგზალზე შეიძლება უცებ რამე ლამაზი მაისური ვნახო და ვიყიდო, მიუხედავად იმისა, რომ დოლჩე და გაბანას ფულიც მაქვს - ან ეს რა პრობლემაა?

რაზე გამახსენდა და, შაბათს, როცა გავსტოპე, მანქანა კარფურთან დავტოვე და ახლა მის წამოსაყვანად მარშუტკით მივდივარ, 80 თეთრად, ნაცვლად 7 ლარიანი ტაქსისა. გავღატაკდი? ჰო, რავი - ხვალ ზანზიბარში და მაურიშასში მივდივარ და მაგ 7 ლარად ყავას დავლევ, უაზროდ რომ არ ვფლანგო "

1
219
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
219
  
2019, 4 ივლისი, 9:27
როცა სათქმელი არაფერი გაქვს, წერ სისულელეებს... ია ტაკ დუმაიუ))
0 1 1