x
image
ეკა ლაცკა
ქართული საოცრება - კაცხის სვეტი და მისი დახურული, იდუმალი სამყარო
image

"ჩვენთან ტაძრებს ადამიანის ხელი ეტყობათ, თქვენთან კი ღმერთისო", - უთქვამს საქართველოში მოგზაურობით განცვიფრებულ ერთერთ გერმანელ ტურისტს.

კაცხის სვე­ტი - "სვეტი-ცხოველი უხელოდ აშენებული", როგორც მას ძველად მოიხსენიებდნენ, ჭიათურასთან ახლოს მდებარეობს და თა­ნაბ­რად აოცებს ქარ­თ­ველ­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­მარ­საც.

მას არა­ერ­თი სტა­ტია მი­უძღ­ვ­ნა ად­გი­ლობ­რივ­მა თუ უცხო­ურ­მა პრე­სამ (ბრიტანული გამოცემა „დეილი-მეილი“, რუსული ინტერნეტპორტალი „ტოპ ნიუსი“ და სხვა.. ) და ეს თე­მა ამო­უ­წუ­რა­ვია.


image

სვე­ტი კლდო­ვა­ნი მა­საა, რო­მე­ლიც ტექ­ტო­ნი­კუ­რი ძვრე­ბი­სა და ჩა­მო­რეცხ­ვე­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მ­ნა. სი­მაღ­ლე მისი 40-45 მეტ­რია, ხო­ლო თხე­მის ზე­და­პი­რი და­ახ­ლო­ე­ბით 150 კვ/მ-ს შე­ად­გენს.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა. ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ იგი წარ­მარ­თულ ღვთა­ე­ბა­თა პან­თე­ონს სა­მუ­და­მოდ გა­მო­ე­ყო. პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც სვეტ­ზე გვხვდე­ბა, ხე­ლით ნაკ­ვე­თი ბოლ­ნუ­რი ჯვა­რია, რო­მე­ლიც V-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა.

და­სავ­ლე­თის მხრი­დან, დაბ­ლა არის მცი­რე ზო­მის გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, სა­დაც ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ყოფილა. ( იქ­ვეა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის კვა­ლი.)

სვეტ­ზე პირ­ვე­ლი მეს­ვე­ტე სა­ვა­რა­უ­დოდ VII-VIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ავი­და.

image

...

“ციხის აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა შინა აყვანილი ვითარცა სუეტი. ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს ეკლესია, არამედ ვეღარარა არევლის კაცი, არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა ",

- ასე აღწერს კაცხის სვეტს დიდი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი.

არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ.



...
პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­დი­ცია სვეტ­ზე 1944 წელს განხორცილებულა.

ამ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ყოფილან:
ალ­პი­ნის­ტი ალექ­სან­დ­რე ჯა­ფა­რი­ძე,
ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე ვახ­ტანგ ცინ­ცა­ძე,
მწერ­ლე­ბი: ლე­ვან გო­თუა და აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლი.

მათ თხემ­ზე მცი­რე გათხ­რე­ბი ჩა­უტარებიათ და ჩონ­ჩხის ნა­წი­ლე­ბი და თა­ვის ქა­ლა აღ­მო­უ­ჩენიათ, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ იქ მოღ­ვა­წე მეს­ვე­ტის უნ­და ყო­ფი­ლი­ყო (ნეშ­ტის ნა­წი­ლე­ბი დღე­საც სვე­ტის თავ­ზეა დას­ვე­ნე­ბუ­ლი).

მათ ასევე უნახავთ ტაძ­რის ნან­გ­რე­ვე­ბი, მისი იატა­კის ქვეშ აკ­ლ­და­მა. იქ­ვე ყო­ფი­ლა საცხოვ­რე­ბე­ლი სე­ნა­კი და მა­რა­ნიც, რო­მე­ლიც ექ­ვ­სი ქვევ­რი­სა­გან შედ­გე­ბო­და (ამ ქვევ­რე­ბი­დან ოთხი დღემ­დე ხე­ლუხ­ლებ­ლა­დაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ორი კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ა).

გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს მი­აკ­ვ­ლეულ იქნა ასევე ბრინ­ჯა­ოს სა­სან­თ­ლე და ვერ­ცხ­ლის მო­ოქ­რული ფირ­ფი­ტა, რო­მელ­ზე­დაც ჯვრის მო­ტი­ვის გაბ­მუ­ლი ორ­ნა­მენ­ტია გა­მოყ­ვა­ნი­ლი.

image

კლდოვან კუნძულზე დაახლოებით 500 წლით შეწყვეტილი სიცოცხლე მხოლოდ 1998 წლიდან აღდგა.

კაცხის სვეტზე ბერი მაქსიმე დაესახლა, რო­მელ­მაც სრუ­ლი მო­ნას­ტ­რუ­ლი გა­რე­მო შექ­მ­ნა და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სა­მო­ნას­ტ­რო ცხოვ­რე­ბას.

...

დღევანდელი მდგომარეობით მო­ნას­ტერ­ში წირვა - ლოცვა ჩვეულებისამებრ აღევლინება. ლოც­ვა ღა­მის 2 სა­ათ­ზე იწყე­ბა და გამ­თე­ნი­ამ­დე, 4-5 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა. დი­ლით, 11 სა­ათ­ზე ტრა­პე­ზია. მე­რე მორ­ჩი­ლე­ბე­ბი იწყე­ბა.

სვეტს გარშემო ჯარასავით შემოურტყავს იდუმალება და მას თავისი მკაცრი კანონები აქვს.

იქ ასვლა აკრძალულია.

გამონაკლის შემთხვევებში, ადგილობრივი ბერების ლოცვა-კურთხევით, სვეტზე საერო პირებიდან მხოლოდ მამაკაცები ადიან.

...და ეს არც თუ ისე მარტივია, რადგან ასავლელად სპეციალურად დამონტაჟებული რკინის კიბე გვხვდება. კიბე კი სალია და პირდაპირ მიუყვება სვეტის კლდეს, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს.

...

"ადრე როგორ ადიოდნენ, ეს უცნობია. ვარაუდობენ, რომ სვეტს ბუნებრივად ჰქონდა საფეხურები, იყო მაღალი ხეები, რომლებიც ერთჯერად ასვლას ხელს უწყობდა.
მესვეტეობა ისეთი ღვაწლია, მხოლოდ ერთჯერ ასვლა იყო შესაძლებელი და გარდაცვალებამდე იქ რჩებოდნენ“,

- ამბობს იქ მოღვაწე ბერი ილარიონი.

image


image


image


image

image

image

0
1206
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0