x
image
lady.ge
ბედი და ასტროლოგია-ნაწილი მეექვსე (ვის ემუქრება მარტო დარჩენა ცხოვრებაში)

imageალბათ ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის, რომ პირადი კოსმოგრამის მიხედვით ადამიანის ქორწინებაზე და ზოგადად მისი დაოჯახების ალბათობაზე შეიძლება საუბარი. ნებისმიერი კარგი ასტროლოგი, რუკის შედგენისას აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას იმაზე თუ რა დოზით არის ამა თუ იმ პიროვნების კოსმოგრამაში ასპექტები რომელიც, ე.წ "венец безбрачия"-ს შესახებ მიუთითებს. პირველი და ერთერთი ყველაზე უტყუარი მინიშნება იმისა, რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას მეწყვილის გარეშე გალევს, ანდა ზოგადად ოფიციალურ ქორწინებაში ყოფნა არ უწერია, ეს არის დესცედენტის მდებარეობა მერწყულის ზოდიაქოში. თუმცა იმის მტკიცება, რომ ყველა ვინც ამგვარი დესცედენტით დაიბადა აუცილებლად მარტოოობისთვისაა განწირული, რა თქმა უნდა სასაცილო იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ალბათობაზე ვსაუბრობთ. თუმცა დესცედენტის ნიშანს მერწყულში თუ ზურგს ვენერას განლაგებაც უმაგრებს ქალწულში ამგვარი პიროვნება შინაბერობა-ბერბიჭობისთვის უფრო მეტად იქნება განწირული.image ზოგადად ქალწულის ზოდიაქოს დიდი გავლენაც დიდწილად უწყობს ხელს პარტნიორის არჩევანში შეფერხებებს, ეს იმიტომ რომ ქალწული უზომოდ მეწვრილმანე, წუნია და რაციონალური ნიშანია. შესაბამისად მისი დიდი გავლენა, თავად ადამიანსაც სძენს ამგვარ თვისებებს, თან საკმაოდ დიდი დოზით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისიც რომ პირადი რუკა, კერძოდ მისი ასპექტები ადამიანის ცხოვრებაში მეორე ნახევრის დაკარგვის, დაქვრივების ალბათობაზეც იძლევა მინიშნებას. ასე მაგალითად, ვენერა მერვე სახლში ხშირა მიუთითებს რომ პიროვნებამ შესაძლოა მეუღლე დაკარგოს. ხოლო თუ ვენერა მერვე სახლთან ერთად კუროს ზოდიაქოშია განთავსებული, ამ შემთხვევაში დაქვრივებას როგორც წესი პარტნიორისგან დანატოვარი სოლიდური მემკვიდრეობაც ახლავს თან.

0
7439
2-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
7439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0