x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
ხავი თავის იდეებზე: მეტოქეს ბურთი საერთოდ არ უნდა ჰქონდეს

image


ხავი ერნანდესმა, რომელიც "ალ სადის" დამრიგებელი გახდა, საკუთარი სამწვრთნელო იდეების შესახებ ისაუბრა.


- ხავი, რატომ გადაწყვიტეთ სამწვრთნელო კარიერის დაწყება ყატარში და არა "ბარსა ბ"-ში, როგორც გვარდიოლამ?

- ჩემი ოჯახი ყატარში თავს ძალიან კარგად გრძნობს და ეს პირველი მიზეზია. ასევე, თუკი, მაგალითად, "ბარსა ბ"-ს გაწვრთნას დავიწყებ, მოლოდინები დიდი იქნება. მე კი საერთოდ არ მინდა, რომ გვარდიოლას შემადარონ. ის ახლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, მე კი ყველაფერს ნულიდან ვიწყებ. მე მიმაჩნია, რომ ყატარი შესანიშნავი ადგილია ყველაფრის სწორედ ნულიდან დასაწყებად.


- როგორ ფეხბურთს ითამაშებს ხავის გუნდი?
- ზოგადი იდეა გახლავთ ის, რაც აქვს "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრებს უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში. ჩვენ გვექნება ბურთი, გავაკონტროლებთ შეხვედრას და ვითამაშებთ მაღალ პრესინგს. მე მესმის კრუიფის ფილოსოფია და ის ჩემი ძირითადი მიმართულებაა.

ვან გაალი, გვარდიოლა, რაიკაარდი, ლუის ენრიკე, არაგონესი - მე ეს მწვრთნელები მყავდა და ჩვენ ერთმანეთის სტილის ყოველთვის გვესმოდა. მე მინდა, რომ მოწინააღმდეგეს ბურთი არასდროს ჰქონდეს. თუ შენ გაქვს ბურთი - მატჩის მოგების მეტი შანსი გაგაჩნია.
0
23
შეფასება არ არის
ავტორი:Sportall.ge
Sportall.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0