x
image
მარიამ პირველი
წმიდა ნინო განმანათლებელის ფასდაუდებელი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე
წმიდა ნინო დაახლოებით 280 წელს ქრისტიანთა ოჯახში, კაბადოკიაში დაიბადა. მამა - ზაბულონი, წმ. გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა - სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო.

image

ნინოს მამა ბერად აღიკვეცა.რის შემდეგაც ნინო და დედამისი იერუსალიმში გადავიდნენ საცხოვრებლად. პატრიარქმა ნინო მოხუც ქრისტიან ქალს სარა ნიფორელს მიაბარა აღსაზრდელად.

გადმოცემის თანახმად, წმიდა ნინო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა უფლისადმი სიყვარულით, იგი ხშირად ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე.ერთ დღეს ლოცვის დროს მას გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი, რომელმაც აკურთხა და უთხრა, რომ წასულიყო ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც იყო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, სადაც უნდა ექადაგა ქრისტიანობა. ღვთისმშობელმა მისცა მას ვაზის ჯვარი და უთხრა, რომ ყოველთვის მასთან იქნებოდა და დაიფარავდა.

image

ხილვის შემდეგ წმ. ნინო ეფესოში გაემგზავრა საქადაგებლად, სადაც 2 წელი გაატარა.ეფესოდან სომხეთში გადავიდა და ფარავნის ტბის გზით საქართველოში შემოვიდა 319 წელს.


ამ დროისთვის კერპთაყვანისმცემელ საქართველოში მირიან მეფე მეფობდა, რომელიც ქვეყანას სატახტო ქალაქ მცხეთიდან მართავდა.

გადმოცემის თანახმად მთავარი კერპი არმაზი იყო, რომელიც აღმართულიი იყო მთაზე, გვერდებიდან კი პატარა კერპების ქანდაკებები გაც და გაენ ჰქონდა მიდგმული.

როდესაც წმ.ნინომ იხილა კერპების მიმართ თაყვანისცემამა, თვალცრემლიანმა დაიწყო ლოცვა უფლის წინაშე, მისი ლოცვის შედეგად ცა მოიქუფრა, წვიმა და სეტყვა წამოვიდა და სრულიად გაანადგურა კერპები.

წმიდა ნინო მცხეთაში დასახლდა, ხშირად ლოცულობდა და მისი ლოცვით უფალი მრავალ სასწაულს უვლენდა მოსახლეობას. მის შესახებ ბევრმა გაიგო.

ერთხელ დედოფალი ნანა ძალიან ავად გახდა და მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვის შედეგად განიკურნა.რის გამოც ნანა დედოფალმა ირწმუნა ნინოს ღმერთის არსებობა, თუმცა მეფე მირიანი ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლად რჩებოდა.

image

ერთხელ ვეზირებთან ერთად სანადიროდ წასულ მირიან მეფეს დაუბნელდა, მან თავის კერპებს დახმარება სთხოვა, თუმცა ამაოდ, შემდეგ ნინოს ღმერთი გაახსენდა და თქვა:

ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემ ზედა მოხვეული და გამოაბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე"

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე განათდა.გახარებული მეფე დაბრუნდა დედაქალაქ მცხეთაში გახარებული.ბიზანტიიდან მოიწვია მღვდლები და ეპისკოპოსები, რომლებმაც აკურთხეს არაგვი და ჩატარდა საყოველთაო ნათლობა, ერი - გაქრისტიანდა.

მირიან მეფის ბრძანებით ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.ეკლესია თვლის რომ ეს მოხდა 326 წელს.

წმიდა ნინოს ღვაწლი ქართველი ერის წინაშე ფასდაუდებელია, ამიტომაც განსაკუთრებულდ შეიყვარა ქართველმა ერმა განმანათლებელი.

ქართველი ერი “ნინოობა"-ს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 1 ივნისს, წმიდანის საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს.

წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც ღვთისმშობელმა გადასცა, საქართველოში, სიონის საპატრიარქო ტაძარში არის დასვენებული.

image

ამ დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს მოქმედ ტაძრებში აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვა.

აღსანიშნავია რომ საქართველოში წმ.ნინო განმანათლებელი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაზეც მოწმობს ის ფაქტი, რომ გოგონათა სახელების სტატესტიკას, თუ გადავხედავთ, სწორედ სახელი ნინო გახლავთ პირველ ადგილზე .

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0