x
image
მარიამ პირველი
წმინდანები და მათი პროფესიული საექიმო საქმიანობა
image





ეკლესია არასდროს კრძალავდა ავადმყოფობის დროს სამედიცინო დახმარებას. პირიქით, ქრისტიანული პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო : მიწისგან ვართ შექმნილნი და ამიტომ მიწისგან შექმნილი პრეპარატებით მკურნალობაც შესაძლებელია.

ეკლესიის ისტორიამ შემოგვინახა ისეთი მოღვაწეების სახელები, რომლებსაც პროფესიული საექიმო განათლება ჰქონდათ. ისინი ადამიანებს უანგაროდ ემსახურებოდნენ. ლუკა მახარებელი ექიმი გახლდათ. ექიმები იყვნენ წმინდა კოზმა და დამიანე და მრავალი სხვა აგრეთვე. ყველა მათგანი ავადმყოფებს უანგაროდ ეხმარებოდა. ისინი მაცხოვრის სიტყვებით ხელმძღვანელობდნენ : “უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით ''(მათ 10:8 ), ამიტომ მათ უვერცხლოდ მკურნალნი ეწოდებათ.

უვერცხლოდ მკურნალი იყო დიდმოწამე პანტელეიმონიც. იგი ქალაქ ნიკომიდიაში დაიბადა, დიდებული და გავლენიანი წარმართის ოჯახში.


დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა შვილს, შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად ეფროსინეს - მკურნალთა მთავარს, მეფისა და მისი ოჯახის მკურნალს მიაბარა.

მოძღვართან მიმავალ პანტელეიმონს გზად ერთი პატარა სახლისკენ უნდა გაევლო, რომელშიც წმინდა ხუცესნი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე ცხოვრობდნენ.ერმოლაოზმა სულიტ იგრძნო, რომ ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა, ამიტომაც ერთ დღეს შინ შეიპატიჟა იგი და გაესაუბრა.ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე დაეცა – პანტელეიმონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და სიხარულით აღსავსე დაბრუნდა შინ. მას შემდეგ ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და სახარებას სწავლობდა.

ერთ დღესაც შინ მიმავალი პანტელეიმონი მკვდარ ბავშვს წააწყდა ქუჩაში, რომელიც ასპიტს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. ჭაბუკი ჯერ შეძრწუნდა, შემდეგ კი თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა : “ჰოი, უფალო იესო ქრისტე, უკუეთუ სათნო-გიჩნს, რაითა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აწ უკუე ყრმაი ესე სახელითა შენითა!"ამ სიტყვებზე ყრმა, თითქოს გამოფხიზლდა, ფეხზე წამოდგა, გველი კი გასკდა და მოკვდა.მაშინ პანტელეიმონმა მადლობა შესწირა ღმერთს, მყისვე გაეშურა ერმოლაოზისაკენ, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა მოენათლა იგი. მოინათლა პანტელეიმონ მკურნალის მამაც : პანტელეიმონმა მაცხოვრის სახელის მოხმობით ერთ ბრმას აუხილა თვალი, რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს.ამის მხილველმა მამამისმა საკუთარი ხელით შემუსრა ცრუ ღმერთების ქანდაკებები, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა.

როდესაც მამა გარდაიცვალა, წმინდანმა მონები გაანთავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. თვითონ კი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ემსახურებოდა “ხელითა თვისითა", ქრისტეს სახელით კურნავდა მათ და თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს აღარ ენდობოდნენ და პანტელეიმონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც ღვთის მადლით მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

0
202
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0