x
image
მარიამ პირველი
რატომ აღინიშნება გიორგობა წელიწადში ორჯერ
image

მსოფლიო მართლმადიდებელი და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს აღნიშნავს.

პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ქართულ ყველა მოქმედ ტაძარში, დღეს აღევლინება წირვის მსახურება გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

6 მაისი წმიდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს ქართველი ერი, იგი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი და ითვლება მამაკაცების განსაკუთრებულ მფარველად.

III საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, ქრისტიანულ მდიდარ ოჯახში დაიბადა წმ.გიორგი.რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს წმ.გიორგი მხედართმთავარი გახდა.თუმცა ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდგომ წმ.გიორგი იმპერატორს განუდგა.


კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა დიოკლიტიანემ წმ.გიორგის მოსთხოვა უარეყო ქრისტეს მრწამსი, მაგრამ ღვთის შეწევნით მან არ უარყო ქრისტე და დიდი სატანჯველი დაითმინა.იგი 23 ნოემბერს გააკრეს ბორბალზე საწამებლად და 303 წლის 6 მაისს 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს და წმიდანად შერაცხეს.რის შემდეგაც იგი საეკლესიო ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედართმთავარი.

მსოფლიო მართლმადიდებელი და ქართული სამოციქულო ეკლესია გიორგობას აღნიშნავს წელიწადში ორჯერ - 6 მაისს წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.

0
640
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
640
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0