x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453223
პროექტი „ითამაშე და მოიგე“

პროექტი

მოგესალმებით ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო!


მე გახლავთ იმედა შერიფაძე ქალაქ ბათუმიდან. მინდა შემოგთავაზოთ ინოვაციურ სპორტული პროექტი „ითამაშე და მოიგე“. პროექტის მიზანია: საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, ინტერნეტის გლობალური ქსელის საშუალებით გაუჩნდეს შემოსავლის წყარო და კიდევ ერთხელ გავზარდოთ ქართველი მოსახლეობის დაინტერესება ქართული ფეხბურთის მიმართ.

მაშ ასე, დავიწყოთ:


  • საჩხერეს ჩიხურა - დინამო ბათუმი - ძალზე საინტერესო დაპირისპირება იქნება 23.05.2019 19:00 საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩზე სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საჩხერეს ჩიხურა და ბათუმის დინამო. საჩხერეს ჩიხურა სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა 22 ქულით. საკუთარ მოედანზე მათ მოაგროვეს: 7 თამაშიდან, 3 მოგება, 4 ფრე და 0 წაგება. ბურთების შეფარდება: 10:3. ბოლო ხუთი თამაში საჩხერეს ჩიხურას საკუთარ მოედანზე ჯერ არ წაუგია. დინამო ბათუმი სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა 28 ქულით, მას თბილისის საბურთალო უსწრებს მხოლოდ ორი ქულით. სტუმრად მათ მოაგროვეს: 7 თამაშიდან 4 მოგება, 0 ფრე და 3 წაგება, ბურთების შეფარდება 10:7. ბათუმის დინამომ ბოლო ხუთი თამაშში მოაგროვა 3 მოგება და 2 წაგება, აგრეთვე ბათუმის დინამო სტუმრად ბოლო ორი თამაშია ზედიზედ აგებს. როგორც სტატისტიკიდან ვლინდება ორივე გუნდი თითქმის ერთნაირი სიძლიერისაა, უმნიშვნელო უპირატესობით საკუთარ მოედანზე სარგებლობს საჩხერეს ჩიხურა. ძალზედ საინტერესო თამაშის მომსწრენი გავხდებით 23 მასს 19:00-ზე. ჩვენი პროგნოზი ასეთია: საჩხერეს ჩიხურა - დინამო ბათუმი: ორივე გაიტანს „კი“
  • თბილისი ვით ჯორჯია - ლოკომოტივი თბილისი - 05.2019 21:00 ჩვენ გველის კიდევ ერთი დაპირისპირება: თბილისი ვით ჯორჯიასა და თბილისის ლოკომოტივს შორის. თბილისია ვით ჯორჯია სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა 11 ქულით. საკუთარ მოედანზე მან მოაგროვა: 7 თამაშიდან 1 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება. ბურთების სხვაობა 4:10. საკუთარ მოედანზე თბილისი ვით ჯორჯიამ ბოლო 5 თამაშში გაიმარჯვა მხოლოდ თბილისის დინამოსთან ანგარიშით 1:0. თბილისის ლოკომოტივი სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე 15 ქულით. მან სტუმრად მოაგროვა: 7 თამაშიდან 3 მოგება, 0 ფრე და 4 წაგება, ბურთების შეფარდება 9:8, ბოლო 5 თამაში თბილისი ლოკომოტივმა სტუმრად მოაგრივა: 2 მოგება და 3 წაგება. როგორც სტატისტიკიდან ვლინდება აქ უშუალო ფავორიტი თბილისი ლოკომოტივია და არავის არ ეპარება ეჭვი იმაზე, რომ თბილისის ლოკომოტივი წმოიგებს. ჩვენი პროგნოზი ასეთია: თბილისი ვით ჯორჯია - თბილისის ლოკომოტივი: ფრეზე გაყრა (თბილისის ლოკომოტივი)
  • ბოლნისის სიონი - რუსთავი - 05.2019 17:00 ჩვენ გველის საინტერესო დაპირისპირება მე-15 ტურის მატჩისა სადაც ერთმანეთ დაუპირისპირდებიან ბოლნისის სიონი და რუსთავი. ბოლნისის სიონი სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა 20 ქულით. მათ საკუთარ მოედანზე მოაგროვეს: 7 თამაშიდან 4 მოგება, 0 ფრე და 3 წაგება, ბურთების შეფარდება 11:15. მათ საკუთარ მოადენზე ბოლო 5 თამაშში მოახერხეს 2 მოგება და 3 წაგება. რუსთავი სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა 10 ქულით. მათ სტუმრად მოაგროვეს: 7 თამაშიდან 1 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება, ბურთების სხვაობა 7:15. მათ ბოლო 5 თამაშში მოახერხეს 1 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება. როგორც სტატისტიკიდან ჩანს აქ ორივე გუნდი თითქმის ერთნაირი სიძლიერისაა. მე პირადად ამ თამაშიდან ველი უხვ გოლებს და ჩემი პროგნოზი ასეთია: ბოლნისის სიონი - რუსთავი: 2.5-ზე მეტი გოლი
  • თბილისის დინამო - ტორპედო ქუთაისი - ძვირფასო მკითხველნო, მე-15 ტურის ყველაზე საინტერესო და დაძაბული თამაში გველის 24.05.2019 19:00 სადაც ერთმანეთს ხვდებიან თბილისი დინამო და ქუთაისის ტორპედო. თბილისი დინამო სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა 20 ქულით. მათ საკუთარ მოედანზე მოაგროვეს: 7 თამაშიდან 5 მოგება, 0 ფრე და 2 წაგება, ბურთების სხვაობა 16:8. მათ საკუთარ მოედანზე ბოლო 5 თამაშში მახერხეს: მხოლოდ 1 წაგება (თბილისის დინამო-თბილისი საბურთალო: 1:3) და 4 მოგება. ტორპედო ქუთაისი სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა 26 ქულით. მათ სტუმრად მოაგროვეს: 7 თამაშიდან 4 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება, ბურთების სხვაობა 12:8. ბოლო 5 თამაშში სტუმრად მათ მოახერხეს 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება. როგორც ჩანს სტატისტიკიდან აქ ორივე გუნდი თითქმის თანაბარი სიძლიერისაა. ჩვენ ამ თამაშიდან ველით უხვ გოლებს და ჩვენი პროგნოზი ასეთია: თბილისის დინამო - ტორპედო ქუთაისი: 2.5-ზე მეტი გოლი.
  • გორის დილა - თბილისის საბურთალო - საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 დასრულდება გორის დილასა და თბილისი საბურთალოს დაპირისპირებით. გორის დილა სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა 17 ქულით. მათ საკუთარ მოედანზე მოაგროვეს: 7 თამაშიდან 4 მოგება 1 ფრე და 2 წაგება, ბურთების სხვაობა 8:5. მათ საკუთარ მოედანზე ბოლო 5 თამაშიდან წააგეს მხოლოდ ერთხელ (გორის დილა - ქუთაისის ტორპედო: 0:2). თბილისი საბურთალო სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა 30 ქულით. მათ სტუმრად მოაგროვეს: 7 თამაშიდან 4 მოგება 0 ფრე და 3 წაგება, ბურთების სხვაობა 17:16. ბოლო 5 თამაშში მათ მოახერხეს: 3 მოგება და 2 წაგება. აქ ჩვენ გაგვიჭირდებოდა ანგარიშის გამოცნობა, მაგრამ ერთს ვიტყოდი თამაში იქნება უხვგოლიანი, აგრეთვე ჩვენი აზრით გოლებს ვიხილავთ როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. ჩვენი პროგნოზი ასეთია: გორის დილა - თბილისის საბურთალო: 2.5-ზე მეტი გოლი ან ორივე გაიტანს „კი“

  • ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო, ჩვენი თხოვნა იქნებოდა, არ დაგეზაროთ კომენტარის ველში დაწეროთ თქვენი მოსაზრება ამა. თუ იმ თამაშის შესახებ. თქვენი აზრი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც წინაწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ.


    პატივისცემით, იმედა შერიფაძე

    0
    22
    1-ს მოსწონს
    ავტორი:იმედა შერიფაძე
    იმედა შერიფაძე
    22
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0