x
მეტი
  • 16.10.2019
  • სტატია:95678
  • ვიდეო:343111
  • სურათი:457610
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მიმოხილვა

14–ტურ

მოგესალმებით ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო!


მე გახლავთ იმედა შერიფაძე ქალაქ ბათუმიდან. დღეს 21.05.2016 წ. ვისაუბრებთ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მიმოხილვას.


ძვირფასო მკითხველნნო. სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მიმოხილაზე, მანამდე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ფეხბურთი სულ უფრო და უფრო პოპულალური ხდება და სულ უფრო იზრდება გულშემატკივართა რიცხვი სტადიონებზე. ეს იმის მაუწყებელია, რომ ფეხბურთელები 90 წუთის მანძილზე მაქსიმალურად იხარჯებიან, რათა თავიანთ ქომაგებს აჩვენონ ლამაზი ფეხბურთი და კიდევ ერთხელ გაახარონ თავიანთი გულშემატკივარი, რაც ნათლად აისახება მათ დასწრებაზე სტადიონებზე. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშების პირდაპირი გადაცემა მიმდინარეობს სილქტივის არხებზე, კერძოთ O2 არხზე, მართალია ცოტა ხარვეზებით აჩვენებენ, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ სილქტივის ხელმძღვანელობა მალევე გამოასწორებს არსებულ ხარვეზებს.


ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩების მიმოხილვაზე ფეხბურთში.


  • ლოკომოტივი თბილისი - გორის დილა - თამაში ნაკლები გოლიანი გამოდგა, მაგრამ ჯარიმების და ყვითელი ბარათების მხრივ უხვი გამოდგა. თამაშის 28-ე წუთზე გორის დილას 26 წლის მცველმა თორნიკე გრიგალაშვილმა მიიღო 1-ლი ყვითელი ბარათი. თამაშის 41-ე წუთზე გოლი გორის დილას კარში გაიტანა, თბილისის ლოკომოტივის 21 წლის ნახევარმცველმა დავით სამურკაშვილმა, რაც გადამწყვეტი გოლი აღმოჩნდა. საბოლოოდ თბილისის ლოკომოტივმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა გორის დილა თბილისის მიხეილ მესხის სტადიონზე. თამაშის მე-2 ტაიმში გოლი არ გასულა, სამაგიეროდ დარიგდა ყვითელი ბარათები. თამაშის 54-ე, 66-ე და 90-ე წუთებზე ყვითელი ბარათები მიიღეს თბილისის ლოკომოტივის 22 წლის ნახევარმცველმა თორნიკე კირკიტაძემ, 24 წლის მცველმა ალექსანდრე გურეშიძემ და თამაშის 90-ე წუთზე 25 წლის მცველმა დავით უბილავამ. მატჩი დარულდა თბილისელთა გამარჯვებით 1:0
  • ბოლნისი სიონი - საჩხერეს ჩიხურა - მატჩი წარიმართა საჩხერეს ჩიხურას აშკარა უპირატესობით და თამაშის მე-7 წუთზე სრაფი გოლით ანგარაში გახსნა საჩხერეს ჩიხურას 26 წლის მცველმა ბიძინა მახარობლიძემ. თამაშის მე-10 წუთზე საჩხერეს ჩიხურას 26 წლის თავდამსხმელმა მიხეილ სარდალიშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა. შემდეგ თამაშის მე-17 წუთზე საჩხერეს ჩიხურას 25 წლის თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ ანგარიში სამამდე გაზარდა. შემდგომ თამაში თითქოსდა დამშვიდდა, მაგრამ თამაშის 29-ე წუთზე ულამაზესი გოლით საჩხერეს ჩიხურას 27 წლის ნახევარმცველმა ბესიკ დეკანოიძემ ანგარიში ოთხამდე გაზარდა. 1-ლი ტაიმი დასრულდა საჩხერეს ჩიხურას გამარჯვებით 0:4. მე-2 ტაიმი დაიწყო საჩხერეს ჩიხურას სრული უპირატესობით და თამაშის 69-ე წუთზე ბოლნისის სიონის კარში გოლი გაიტანა საჩხერეს ჩიხურას 26 წლის თავდამსხმელმა მიხეილ სარდალიშვილმა. მატჩი დასრულდა საჩხერეს ჩიხურას გამარჯვებით 0:5.
  • დინამო ბათუმი - თბილის ვით ჯორჯია - მატჩი ჩატარდა19.05.2019 21:00 ბათუმის დინამოს საწვრთნელ ბაზაზე ანგისის დასახლებაზე. მინდა მოგახსენოთ, რომ მატჩი ჩატარდა სრული ანშლაგით. თამაშსს ესწრებოდა მიახლოებით 5 000 გულშემატკივარი. მატჩი დაიწყო ბათუმელთა აშკარა უპირატესობით და თამაშის 27-ე წუთზე ბათუმელთა (წარმოშობით ბრაზილიელი) 22 წლის თავდამსხმელმა ფლამარიონმა, რომელიც კრისტალ ბეტის ეროვნული ლიგის სტატისტიკით ყველაზე ძვიარად ღირებული ფეხბურთელია გახსნა ანგარიში. 1-ლი ტაიმი დასრულდა ბათუმელთა გამარჯვებით 1:0. მე-2 ტაიმი დაიწყო, როგორც 1-ლი ტაიმი ბათუმელთა აშკარა უპირატესობით და თამაშის 77-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა თბილისის ვით ჯორჯიას კარში ბათუმის დინამოს 25 წლის ნახევარმცველი (წარმოშობით ნიგერიელი) ბენჟამენ ტეიდიმ, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩი დასრულდა ბათუმელთა გამარჯვებით 2:0.
  • რუსთავი - ტორპედო ქუთაისი - ყველაზე დაძაბული და საინტერესო მატჩი ჩატარდა რუსთავში 20.05.2019 19:00 სადაც ერთმანეთს დაუპირისპირად ადგილობრივი რუსთავი და ქუთაისის ტორპედო. მატჩი გამოვიდა ყველაზე უხვგოლიანი. ამ თამაშზე აშკარა ფავორიტის გამოყოფა გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ ორივე გუნდა აჩვენა კარგი, ლამაზი ფეხბურთი, რაც თამაშის შედეგზე აისახა. თამაშის 1-ლი ტაიმი დასრულდა ნულოვანი ფრეთ. მე-2 ტაიმის 47-ე წუთზე ქუთაისის ტორპედოს კარში ბურთი გაიტანა რუსთავის 23 წლის ნახევარმცველმა ზაზა ციცქიშვილმა. თამაშის 56-ე წუთზე რუსთავის კარში ბურთი გაიტანა ქუთაისის ტორპედოს 25 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ. შემდეგ აშკარად გამოიკვეთა ქუთაისის ტორპედოს აქტივობა, რაც 67-ე წუთზე რუსთავის 22 წლის მცველმა ზურაბ ჯაპიშვილმა ჩაჭრა ბურთი და ავტოგოლის სახელით შევიდა ფეხბურთის ისტორიაში. ანგარიში გახდა 1:2 ქუთაისი ტორპედოს სასარგებლოდ. თამაშის 78-ე წუთზე რუსთავის კარში ბურთი გაიტანა ქუთაისის ტორპედოს 25 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძედ რომელმაც დუბლი შეასრულა. თამაშის 88-ე წუთზე რუსთავის კარში გოლი გაიტანა ქუთაისის ტორპედოს 23 წლის ნახევარმცველმა თენგიზ წიქარიძემ. თამაშის მიწურულს 89-ე წუთზე ქუთაისი ტორპედოს კარში ბურთი გაიტანა რუსთავის 23 წლის ნახევარმცველმა ზაზა ციცქიშვილმა რომელმაც დუბლი შეასრულა. თამაში დასრულდა 2:4 ქუთაისი ტორპედოს გამარჯვებით. მინდა ავღნიშნო, ძვირფასო მკითხველნნო. რომ ქუთაისის ტორპედო ყველაზე ანგარიშგასაწევი და ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდია და დასანანია ის ფაქტი, რომ ფინანსური პრობლემის გამო, აგურ-აგურ შექმნილი გუნდი დაიშალოს. მე იმედს ვიტოვებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა თავს დააღწევს ამ ფინანსურ პრობლემას და გუნდი გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონობისათვის და ევრო ტურნირებზე ასპარეზობის მოსაპოვებლად.
  • საბუთალო თბილისი - თბილისის დინამო - თბილისი საბუღთალომ მოახერხა საკუთარ მოედანზე თავისი ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი გუნდის თბილისის დინამოს დამარცხება. 1-ლი ტაიმი დარულდა ნულოვანი ფრეთ. თამაშის მე-2 ტაიმში 67-ე წუთზე თბილისის დინამოს კარში ბურთი გაიტანა თბილისის საბურთალოს 26 წლის თავდამსხმელმა ლაშა შინდაგორიძემ. შემდეგ თამაშის 75-ე წუთზე თბილისის დინამოს კარში ბურთი გაიტანა თბილისის საბურთალოს 26 წლის თავდამსხმელმა ლაშა შინდაგორიძემ, რომელმაც დუბლი შეასრულა. მატჩი დასრულდა თბილისი საბურთალოს გამარჯვებით 2:0.

  • დასრულდა საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტური, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მინდა დასასრულს ავღნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშები არანაკლებ საინტერესო და დაძაბულია, რაც ინგლისის პრემიერ ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგის, ესპანეთის ლა ლიგის ან იტალიის სერია A-ს თამაშები. ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო უყურეთ საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს და ისიამოვნეთ ქართული ფეხბურთის სიამოვნებით


    მე-14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს აქვს შემდეგი სახე.


    სატურნირო ცხრილი


  • თბილისი საბუღთალო 14 10 0 4 30-21 30
  • ბათუმის დინამო 14 9 1 4 22-14 28
  • ტორპედო ქუთაისი 14 8 2 4 24-18 26
  • საჩხერეს ჩიხურა 14 5 7 2 20-11 22
  • დინამო თბილისი 14 6 2 6 25-18 20
  • სიონი 14 6 2 6 18-30 20
  • გორის დილა 14 5 2 7 12-13 17
  • ლოკომოტივი თბილის 14 5 0 9 17-22 15
  • თბილისი ვით ჯორჯია 14 3 2 9 7-16 11
  • რუსთავი 14 2 4 8 14-26 10

  • პატივისცემით იმედა შერიფაძე

    1
    20
    2-ს მოსწონს
    ავტორი:იმედა შერიფაძე
    იმედა შერიფაძე
    20
      
    21 მაისი, 14:03
    კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

    0 1 1