x
მეტი
  • 16.09.2019
  • სტატია:94785
  • ვიდეო:342561
  • სურათი:456811
"ბავშვის გაზრდა შეუძლია მას, ვინც თვითონაც იზრდება!" - შალვა ამონაშვილის საჩუქარი მასწავლებლებს!

image


შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლის მო­რი­გი სე­მი­ნა­რი მას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­ძღვნათ - ეს იყო ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რი 550-ზე მეტი პე­და­გო­გის­თვის, რომ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ შეხ­ვედ­რას. ჰუ­მა­ნუ­რი პე­და­გო­გი­კის სა­ფუძ­ვლე­ბი, ბავ­შვებ­თან სწო­რი მიდ­გო­მა, ბავ­შვე­ბის, საგ­ნი­სა და სკო­ლის სიყ­ვა­რუ­ლი - ეს და ბევ­რი სხვა რამ იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც მან გა­ან­დო მას­წავ­ლებ­ლებს და რაც მისი აზ­რით, აკ­ლია დღე­ვან­დელ სკო­ლას.


image


გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რიდს შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლის პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი­დან:

  • სკო­ლა სანსკრი­ტუ­ლი სი­ტყვაა და ნიშ­ნავს სუ­ლის აღ­მავ­ლო­ბის კი­ბეს, კიბე კი არის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ბავ­შვი ამ სუ­ლი­ერ გზა­ზე უნდა აიყ­ვა­ნოს!

  • ყო­ვე­ლი ბავ­შვი არის მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც აქვს სა­კუ­თა­რი მი­სია ამ­ქვეყ­ნად და ის უნდა მი­ვი­ღოთ, რო­გორც მოვ­ლე­ნა.

  • გყავთ კლას­ში ცელ­ქი, მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვე­ბი? ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო, რო­მე­ლიც ზუს­ტად ასეთ ბავ­შვს და­ა­ყე­ნებს სა­კუ­თარ ბი­ლიკ­ზე, თავს შე­აყ­ვა­რებს და მისი ცხოვ­რე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და თუ გული გიძ­გერს და ხარ ადა­მი­ა­ნი, არ შე­იძ­ლე­ბა ასეთ ბავ­შვს ხელი ჰკრა!

  • ყვე­ლა ბავ­შვს უნდა დი­დო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა!

  • ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას ელო­დე­ბა ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, იყა­ვით ასე­თი თქვენ!

  • ბავ­შვი ვერ გა­მო­ვა მო­აზ­როვ­ნე, თუ მხო­ლოდ გის­მენთ, იწერს და გაკ­ვე­თილს გა­ბა­რებთ. დღე­ვან­დე­ლი ბავ­შვე­ბი ამ მწირ ჩარ­ჩო­ებ­ში ვერ ეტე­ვი­ან. ისი­ნი არი­ან სი­ნათ­ლის ბავ­შვე­ბი და თქვენ კი სი­ნათ­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი უნდა იყოთ.ბავ­შვე­ბი კი არ არი­ან ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან ჰი­პერ­პა­სი­უ­რე­ბი.

  • დღე­ვან­დელ­მა სკო­ლამ „აღ­ზრდა“ გა­მო­ა­ძე­ვა სკო­ლი­დან, დარ­ჩა მხო­ლოდ „სწავ­ლე­ბა“.

  • ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი პე­და­გო­გი­კის მიმ­დე­ვარ მას­წავ­ლე­ბელს უნდა, რომ ბავ­შვე­ბი მას­ზე მორ­გე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ - ისი­ნი მოქ­მე­დე­ბენ მარ­თვის ფსი­ქო­ლო­გი­ით. მას­წავ­ლე­ბელ­მა ბავ­შვი კი არ უნდა გაწ­ვრთნას - უნდა აღ­ზარ­დოს!

  • პა­ტი­ვი ეცით ბავ­შვის უცო­დინ­რო­ბას, განა თქვენ ყვე­ლა­ნი ათო­სა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხართ?

  • თი­თო­ე­ულ ბავ­შვს აქვს თა­ვი­სი გზა და ბი­ლი­კი, სა­ნამ ამ ბი­ლიკ­ზე დად­გე­ბა, მას ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეხ­ვდე­ბა. ნუ აურ­ჩევთ შვი­ლებს პრო­ფე­სი­ებს, ეს მათი არ­ჩე­ვა­ნი უნდა იყოს. დაე ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯე­რაც მო­ე­სურ­ვე­ბათ, იმ­დენ­ჯერ შე­იც­ვა­ლონ პრო­ფე­სია, სა­ნამ თა­ვის ბი­ლიკს არ და­ად­გე­ბი­ან.

  • საგ­ნე­ბი დღეს რა მე­თო­დე­ბი­თაც ის­წავ­ლე­ბა, ეს არის დღე­ვან­დე­ლი არას­წო­რი სტან­დარ­ტე­ბის ბრა­ლი, ჩვენ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ბავ­შვს ცოდ­ნა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე და­ვა­ტა­რებთ, სა­დაც საგ­ნე­ბია და­მარ­ხუ­ლი, არა­ნა­ი­რი სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ აქვს და მო­ვა­ლე­ო­ბის მიზ­ნით უნდა ახ­სნათ და მათ ის­წავ­ლონ.

  • სა­კუ­თარ თავ­თან მი­იყ­ვა­ნეთ ბავ­შვე­ბი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის გარ­და ისიც კი­თხეთ, რა უყ­ვარს, რა უხა­რია, რას გრძნობს, რა ხდე­ბა მის სულ­ში.

  • ბავ­შვს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა ფიქ­რი, იდე­ე­ბი, ჰი­პო­თე­ზე­ბი, აზ­რე­ბი, აზ­როვ­ნე­ბა... ნუ მის­ცემთ მათ გამ­ზა­დე­ბულ პა­სუ­ხებს.

  • ბავ­შვს მო­ე­ქე­ცით ისე, რო­გორც თა­ნას­წორს.

  • ბავ­შვს ყო­ველ­დღე სა­ჩუქ­რად მი­არ­თვით გაკ­ვე­თი­ლი, გა­ა­ო­ცეთ, შე­აყ­ვა­რეთ თავი.

  • ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სა­კუ­თარ ჩაც­მუ­ლო­ბას, დგო­მის პო­ზას, სა­უბ­რის ტონს, ჟეს­ტებს, მი­მი­კებს. ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ფერს ამ­ჩნე­ვენ, თქვენს თი­თო­ე­ულ მოქ­მე­დე­ბას.

  • ბავ­შვან ურ­თი­ერ­თო­ბის ერ­თა­დერ­თი გზა - მე­გობ­რო­ბაა!

  • ბავ­შვის გაზ­რდა შე­უძ­ლია მას, ვინც თვი­თო­ნაც იზ­რდე­ბა!

  • თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის­თვის მას­წავ­ლე­ბე­ლი უნდა იყოს თავ­შე­სა­ფა­რი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, მე­სა­ი­დუმ­ლე, მე­გო­ბა­რი, დამ­ცვე­ლი.

  • ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეთ და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის ეს სი­ტყვე­ბი და ეცა­დეთ, რომ თქვენ­მა ყვე­ლა მოს­წავ­ლემ იცო­დეს: „ვინ არის, სი­დამ მო­სუ­ლა, სად არის, წავა სა­დაო“

ავ­ტო­რი: სა­ლო­მე გორ­გო­ში­ძე

0
35
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0